ალბანეთის ეროვნული გუნდი ის ერთ-ერთი იშვიათი მეტოქეა, რომელთანაც დადებითი ბალანსით მოვიწონებთ თავს!
მნიშვნელობა არა აქვს, მატჩი ოფიციალურია თუ ამხანაგური - საქართველოს ნაკრების ყოველი შეხვედრის წინ ოპტიმისტური განწყობა გვაქვს; მით უფრო, როცა ლაპარაკია ისეთ მეტოქეზე, რომელთანაც დადებითი ბალანსით მოვიწონებთ თავს!

თავად განსაჯეთ: დღემდე საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებებს ერთმანეთში 12 მატჩი ჩაუტარებიათ, სადაც 7 შეხვედრა ჩვენი გამარჯვებით დამთავრდა, 2-ჯერ ფრედ ვითამაშეთ და 3-ჯერაც წავაგეთ (ბურთების სხვაობაშიც უპირატესობა ჩვენს მხარესაა - 19-10).

დღიდან დაარსებისა, საქართველოს ნაკრებს ყველაზე მეტი მატჩი სწორედ ალბანელებთან აქვს გამართული (ოფიციალურიც და ამხანაგურიც); არც ის დაგვავიწყდეს, რომ ალბანელებს ხუთჯერ ვუმასპინძლეთ და ხუთივეჯერ ვაჯობეთ! ეგ კი არა, შარშანდლამდე თბილისში გოლიც არ ჰქონდათ გატანილი...

...ჩვენმა ნაკრებმა შარშანდელი საფეხბურთო წელიწადიც სწორედ ალბანელებთან ამხანაგური მატჩით დაიწყო და, ცოტა არ იყოს, უცნაური სცენარით განვითარებულ შეხვედრაში 2:1 მოვიგეთ.

გეხსომებათ, ალბათ, რომ იმ შეხვედრაში ჩვენებმა ორი პენალტი გააცუდეს და ორივე შემთხვევაში ალბანელთა მეკარემ, იმ დროისათვის "პალერმოში" მოასპარეზე სამირ უიკანმა იყოჩაღა.

საერთოდაც, ჩვენები პირველ ტაიმში პასიურად გამოიყურებოდნენ. სამაგიეროდ, მეორეში გაილაღეს და ეს, უპირველეს ყოვლისა, შემტევი ნახევარმცველების, სანდრო კობახიძის, ჯანო ანანიძისა და დავით თარგამაძის აქტიურობით იყო განპირობებული.

Video

საქართველო - ალბანეთი 2:1

ერთი წლის წინანდელი მატჩის არბიტრიც უნდა გვეხსენებინა: მოლდოველ მსაჯთა ბრიგადას ჩვენების მიმართ სიმპათია ჰქონდაო, კიდევ რბილად ნათქვამი იქნება, თუმცა, გულახდილად ვიტყვით, რომ სულაც არ ვართ წინააღმდეგნი, მსგავსი სიმპათიები არბიტრებს სხვა შეხვედრებშიც გამოეჩინოთ. ბოლოს და ბოლოს, ჩვენს ნაკრებს რამდენი მატჩი წაუგია მართლაც მიკერძოებული მსაჯობის გამო?..

გამორჩეული ფაქტები

ქართულ-ალბანურ დაპირისპირებებზე მართლაც ბევრი თქმულა და დღეს მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემებს შემოგთავაზებთ. უბრალოდ, მხოლოდ იმას დავძენთ, რომ სულ პირველი დაპირისპირება, 1994 წლის 14 დეკემბერს რომ შედგა ტირანაში და ჩვენების გამარჯვებით რომ დამთავრდა, მართლაც განსაკუთრებული იყო: ეს იყო საქართველოს ნაკრების პირველი საგარეო მოგება ოფიციალურ შეხვედრაში!

გამარჯვების მომტანი ის ერთადერთი ბურთი შოთა არველაძემ გაიტანა, რომელიც შემდეგშიც ალბანელთა მცველ-მეკარეთა რისხვა გახლდათ: ჩვენი დღევანდელი მეტოქის კარში სხვადასხვა დროს 6 გოლი აქვს გატანილი!

არცთუ ურიგო ინდივიდუალური მიღწევა აქვს ჩვენი ნაკრების დღევანდელ თავკაცსაც: თემურ ქეცბაიამ ფეხბურთელობის დროს ალბანელთა წინააღმდეგ ოთხჯერ ითამაშა და ის ოთხივე მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დამთავრდა! ამას გარდა, ქეცბაიას 2 გოლი აქვს გატანილი ალბანელთა კარში, ისე, როგორც ალექსანდრე იაშვილს.

შოთა არველაძის, თემურ ქეცბაიასა და ალექსანდრე იაშვილის გარდა, ალბანეთის ნაკრების კარში თითო-თითო გოლი აქვთ გატანილი: არჩილ არველაძეს, მიხეილ ყაველაშვილს, მიხეილ აშვეთიას, ლევან კობიაშვილს, გიორგი დემეტრაძეს, ლადო ბურდულს, ლადო დვალიშვილს, სანდრო კობახიძესა და ალექსანდრე ამისულაშვილს.

...მწვრთნელებს შორის კი ასეთი "სურათია": ალექსანდრე ჩივაძესა და ვლადიმერ გუცაევს ალბანელების წინააღმდეგ ორ-ორჯერ გაუყვანიათ ჩვენი ნაკრები და ოთხივე შემთხვევაში გავიმარჯვეთ.

ჩვენი ნაკრების სხვა მწვრთნელების მონაგარი კი ასეთია: მერაბ ჟორდანია - 1 მოგება და 1 წაგება, ალენ ჟირესი - 1 მოგება და 1 წაგება, თემურ ქეცბაია - 1 მოგება, კლაუს ტოპმიოლერი - 1 ფრე, ექტორ რაულ კუპერი - 1 ფრე, იოჰან ბოსკამპი - 1 წაგება.

საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებების ყველა დაპირისპირება

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

14. 12. 1994. ტირანა. "ქემალ სტაფა". 20 000 მაყურებელი

ალბანეთი-საქართველო 0:1

0:1 შ. არველაძე (18).

საქართველო: ა. დევაძე - ზ. რევიშვილი, დ. კუდინოვი, მ. შელია, გ. ჩიხრაძე - კ. გოგიჩაიშვილი (65. მ. ჯიშკარიანი), გ. ინალიშვილი, გ. ქინქლაძე, თ. ქეცბაია - გ. გოგრიჭიანი, შ. არველაძე (75. გ. ჯამარაული).

კაპიტანი: მურთაზ შელია

მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე

გაფრთხილება: გ. ქინქლაძე, თ. ქეცბაია

არბიტრი: ლ. მოლნარი (უნგრეთი)

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

26. 04. 1995. თბილისი. "ეროვნული". 25 000 მაყურებელი

საქართველო-ალბანეთი 2:0

1:0 შ. არველაძე (2), 2:0 თ. ქეცბაია (42)

საქართველო: ა. დევაძე - გ. ღუდუშაური, მ. შელია (75. ნ. ლობჟანიძე), გ. ინალიშვილი, დ. კუდინოვი - კ. გოგიჩაიშვილი, გ. ჯამარაული, გ. ქინქლაძე, თ. ქეცბაია - დ. ყიზილაშვილი (59. ა. არველაძე), შ. არველაძე

კაპიტანი: მურთაზ შელია

მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე

არბიტრი: რ. ლუნგი (ჰოლანდია)

საერთაშორისო ტურნირი

08. 02. 1998. ლ ვალეტა. "ტაქალი". 750 მაყურებელი

საქართველო-ალბანეთი 3:0

1:0 თ. ქეცბაია (19), 2:0 მ. ყაველაშვილი (29), 3:0 ა. იაშვილი (70)

საქართველო: დ. გვარამაძე - ლ. სილაგაძე, მ. შელია, კ. კალაძე, გ. ჩიხრაძე - თ. ქეცბაია, გ. შეყილაძე, გ. ნემსაძე, გ. ჯამარაული (74. გ. კიკნაძე) - მ. ყაველაშვილი, ა. იაშვილი

კაპიტანი: გიორგი ნემსაძე

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი

გაფრთხილება: ა. იაშვილი, მ. შელია

არბიტრი: ჩ. აგიუსი (მალტა)

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

05. 09. 1998. თბილისი. "ეროვნული". 45 000 მაყურებელი

საქართველო-ალბანეთი 1:0

1:0 ა. არველაძე (65)

საქართველო: დ. გვარამაძე - ლ. სილაგაძე (43. გ. კიკნაძე), კ. კალაძე, მ. წერეთელი, ლ. კობიაშვილი - თ. ქეცბაია (54. ზ. ჯანაშია), გ. ნემსაძე, გ. ჯამარაული, ლ. ცქიტიშვილი - გ. ქინქლაძე - ა. იაშვილი (62. ა. არველაძე)

კაპიტანი: გიორგი ნემსაძე

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი

გაფრთხილება: ლ. კობიაშვილი, მ. წერეთელი, ზ. ჯანაშია, გ. კიკნაძე

გაძევება: ზ. ჯანაშია

არბიტრი: კ. დეტრუჩი (შვეიცარია)

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

09. 10. 1999. ტირანა. "ქემალ სტაფა". 6000 მაყურებელი

ალბანეთი-საქართველო 2:1

1:0 რაკლი (30), 2:0 კოლა (36), 2:1 შ. არველაძე (52)

საქართველო: გრ. ჭანტურია - გ. შეყილაძე, დ. ჭიჭვეიშვილი, გ. დიდავა, კ. კალაძე - ლ. კობიაშვილი, გ. ნემსაძე - ა. არველაძე (83. დ. ჯანაშია), გ. ჯამარაული, გ. გახოკიძე - შ. არველაძე

კაპიტანი: გიორგი ნემსაძე

მთავარი მწვრთნელი: იოჰან ბოსკამპი

გაფრთხილება: დ. ჭიჭვეიშვილი. კ. კალაძე, გ. შეყილაძე

არბიტრი: ა. მიკალეფი (მალტა)

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

06. 09. 2003. თბილისი. "ეროვნული". 15000 მაყურებელი

საქართველო-ალბანეთი 3:0

1:0 შ. არველაძე (8), 2:0 მ. აშვეთია (17), 3:0 შ. არველაძე (43)

საქართველო: გ. ლომაია - რ. ქემოკლიძე, ზ. ხიზანიშვილი, გ. ნემსაძე, დ. კვირკველია - ლ. ბურდული (68. ა. რეხვიაშვილი), გ. ჯამარაული (59. მ. ასათიანი), ლ. კობიაშვილი, ა. იაშვილი - შ. არველაძე (60. გ. დემეტრაძე), მ. აშვეთია

კაპიტანი: გიორგი ნემსაძე

მთავარი მწვრთნელი: მერაბ ჟორდანია

გაფრთხილება: ა. რეხვიაშვილი

არბიტრი: ნ. ვოლკარცი (დანია)

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

10. 09. 2003. ტირანა. "ქემალ სტაფა". 15 000 მაყურებელი

ალბანეთი-საქართველო 3:1

1:0 ჰასი (52), 2:0 ტარე (54), 2:1 შ. არველაძე (63), 3:1 ბუში (80)

საქართველო: გ. ლომაია - რ. ქემოკლიძე (38. ა. რეხვიაშვილი), ზ. ხიზანიშვილი, გ. დიდავა (65. გ. დემეტრაძე), დ. კვირკველია - გ. ნემსაძე, ლ. კობიაშვილი - ა. არველაძე (56. გ. ქინქლაძე), გ. ჯამარაული. მ. აშვეთია - შ. არველაძე

კაპიტანი: გიორგი ნემსაძე

მთავარი მწვრთნელი: მერაბ ჟორდანია

გაფრთხილება: გ. დემეტრაძე, ა. რეხვიაშვილი

გაძევება: გ. გახოკიძე (სათადარიგოთა სკამიდან)

არბიტრი: მ. სალომირი (რუმინეთი)

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

08. 09. 2004. თბილისი. "ლოკომოტივი". 25 000 მაყურებელი

საქართველო-ალბანეთი 2:0

1:0 ა. იაშვილი (15), 2:0 გ. დემეტრაძე (90)

საქართველო: ა. დევაძე - კ. მჟავანაძე, ო. ხიზანეიშვილი, ლ. სალუქვაძე, კ. კალაძე - ლ. ცქიტიშვილი, მ. ასათიანი (58. ჯ. კანკავა) - ა. იაშვილი, გ. ჯამარაული (77. დ. კვირკველია), ლ. კობიაშვილი - შ. არველაძე (89. გ. დემეტრაძე)

კაპიტანი: კახა კალაძე

მთავარი მწვრთნელი: ალენ ჟირესი

გაფრთხილება: კ. კალაძე, ჯ. კანკავა, გ. დემეტრაძე

არბიტრი: მ. კორტნი (ჩრ. ირლანდია)

მსოფლიოს ჩემპონატის შესარჩევი მატჩი

04. 06. 2005. ტირანა. "ქემალ სტაფა".

ალბანეთი-საქართველო 3:2

1:0 ტარე (6), 2:0 შკელა (33), 3:0 ტარე (55), 3:1 ლ. ბურდული (85), 3:2 ლ. კობიაშვილი (90)

საქართველო: ზ. სტურუა - ზ. ხიზანიშვილი, კ. კალაძე, ლ. სალუქვაძე, დ. კვირკველია - ლ. მაღრაძე (64. ლ. ბურდული), ა. რეხვიაშვილი, მ. ასათიანი (58. ვ. დარასელია), ლ. კობიაშვილი - გ. ჯაკობია, გ. დემეტრაძე (76. მ. ბობოხიძე)

კაპიტანი: კახა კალაძე

მთავარი მწვრთნელი: ალენ ჟირესი

გაფრთხილება: ა. რეხვიაშვილი, ვ. დარასელია

არბიტრი: ა. ტუდორი (რუმინეთი)

ამხანაგური მატჩი

22. 03. 2006. ტირანა. "ქემალ სტაფა". 2000 მაყურებელი

ალბანეთი-საქართველო 0:0

საქართველო: გ. ლომაია (46. გრ. ჭანტურია) - ლ. მაღრაძე, მ. ღვინიანიძე, გ. შაშიაშვილი, ზ. ელიავა - კ. ალადაშვილი (88. გ. სეთურიძე), ზ. მენთეშაშვილი (35. გ. განუგრავა), ჯ. კანკავა (46. გ. ფოფხაძე), გ. გოგუა - ლ. ჯაკობია, ვ. გიგიაძე

კაპიტანი: ლაშა ჯაკობია

მთავარი მწვრთნელი: კლაუს ტოპმიოლერი

გაფრთხილება: გ. გოგუა, გ. განუგრავა

გაძევება: გ. გოგუა

არბიტრი: პ. დონდარინი (იტალია)

ამხანაგური მატჩი

10. 06. 2009. ტირანა. "ქემალ სტაფა". 2000 მაყურებელი

ალბანეთი-საქართველო 1:1

0:1 ლ. დვალიშვილი (2), 1:1 აგოლი (59)

საქართველო: გ. ბედიაშვილი - უ. ლობჟანიძე, ზ. ხიზანიშვილი, გ. კაშია, გ. ფოფხაძე - ლ. რაზმაძე, ლ. კობიაშვილი (83. ი. კლიმიაშვილი) - გ. სეთურიძე, გ. მერებაშვილი (59. ო. მარცვალაძე), ა. იაშვილი (76. ბ. დაუშვილი) - ლ. დვალიშვილი (65. რ. ალექსიძე)

კაპიტანი: ლ. კობიაშვილი

მთავარი მწვრთნელი: ექტორ კუპერი

არბიტრი: ა. სტავრევი (მაკედონია)

ამხანაგური მატჩი

29. 02. 2012. თბილისი. "მ. მესხი". 20 000 მაყურებელი

საქართველო-ალბანეთი 2:1

0:1 კანი (3), 1:1 ს. კობახიძე (48), 2:1 ა. ამისულაშვილი (88)

საქართველო: ნ. რევიშვილი - გ. კაშია, ზ. ხიზანიშვილი, ა. ამისულაშვილი, გ. გრიგალავა (46. დ. კვირკველია) - ჯ. კანკავა (90. ი. ძარია), ბ. დაუშვილი (46. ნ. გელაშვილი) - დ. თარგამაძე (89. შ. გრიგალაშვილი), ჯ. ანანიძე (74. ლ. ყენია), ს. კობახიძე - ლ. დვალიშვილი (60. ო. მარცვალაძე)

კაპიტანი: ზურაბ ხიზანიშვილი

მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

გაფრთხილება: ჯ. კანკავა

არბიტრი: გ. სიდენკო (მოლდოვა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ალბანეთი VS საქართველო - გიორგი ლორია საეჭვოა, რეპორტაჟი კი იქნება!

საქართველო-ალბანეთი 2:1 - გამარჯვებული საქართველოა, გმირი კი არბიტრი [+VIDEO]

"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა