ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ეშმაკებს ბროდომ უშველა

ეშმაკებს ბროდომ უშველა

ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი

აღმოსავლეთი კონფერენციის მოულოდნელი აუთსაიდერის "ნიუ ჯერსის" სამწვრთნელო შტაბი შეტევის ხაზში ოპტიმალური სამეულების ძებნაშია. "მონრეალთან" მატჩში არნოტი და ლანგენბრუნერი მესამე ტრიოში გადაისროლეს, პირველი სამეული კი პარიზემ, ზაიაცმა და ზუბრუსმა შეადგინეს. ამ სვლამ გაამართლა - სწორედ ამ ფორვარდების კომბინაციას მოყვა პარიზეს პირველი გოლი. თუმცა სხვა მხრივ "ეშმაკებს" პირველ პერიოდში თავი არ გამოუჩენიათ და უპირატესობას "მონრეალი" ფლობდა. მაგრამ იმ დღეს ბრწყინვალედ გამოიყურებოდა "ნიუ ჯერსის" ლეგენდარული მეკარე მარტინ ბროდო - ვეტერანმა სეზონში პირველი "შათაუტი" შეასრულა და დღის პირველი ვარსკვლავად დასახელდა.

მეორე პერიოდში თამაში გათანაბრდა, რაც "კანადიენსის" რიგებში ოთხი გაძევების ბრალი იყო. სტუმრები მეტ დროს მეტოქის ზონაში ატარებდნენ და ხშირად აწუხებდნენ მეკარე პრაისს. თუმცა ბროდოს მსგავსად, მასაც გამოსდიოდა თამაში. პერიოდი წესით 1:0 უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ბოლოს წამებზე "მონრეალს" არ გაუმართლა - არნოტის დარტყმამ რიკოშეტით შეცვალა მიმართულები და მეკარემ რეაგირება ვერ მოასწრო. მესამე პერიოდში კი სტუმრების კონტრშეტევას მცველ ტაორმინას გოლი მოჰყვა და "მონრეალმა" წინააღმდეგობა შეწყვიტა.

სეზონში პირველი მატჩი ჩაატარა საკუთარ მოედანზე "ბოსტონმა" და იოლად დაამარცხა ფავორიტი "ვაშინგტონი". შეხვედრის მთავარი ვარსკვლავი გახდა მეკარე ტიმ ტომასი, რომელმაც საბოლოოდ დაისაკუთრა ძირითადი მეკარის სტატუსი. გარდა ამისა, ბოსტონელ გულშემატკივრებს ახარებს ახალბედა ნათან ჰორტონის თამაში - მის ანგარიშზე ხუთ მატჩში ოთხი გოლი მოდის. ცუდად არ გამოიყურება ლიგის დებიუტანტი ჯორდან კარონი, რომელიც უკვე ორი შაიბით იწონებს თავს. "დათვებმა" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგეს და ცხრილის ზემოთ მიიწევენ.

რთულ მდგომარეობაშია ჩავარდნილი "რეინჯერსი", რომელმაც ერთბაშთად სამი ლიდერი დაკარგა - გაბორიკი, დრური და პროსპალი. მიუხედავად ამისა, ნიუიორკელები სტუმრად გაუსწორდნენ "ტორონტოს", რომელიც ორი დღის წინ ლიდერობდა რეგულარულ ჩემპიონატს.

მეხუთე ცდიდან მოიგო პირველი გასვლითი შეხვედრა "ანაჰაიმმა". "იხვების" მატჩი "ფილადელფიასთან" შედეგიანად დაიწყო - მეტოქეებმა სწრაფად გაცვალეს შაიბები. თავიდან კარგი შორეული დარტყმა გამოუვიდა ვიშნევსკის, შემდეგ კი ჰარტნელმა ახლო მანძილიდან გაიტანა გოლი. სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს "ანაჰაიმის" მეკარის კერტის მაკელჰინის სადებიუტო მატჩი, რომელმაც ჰილერი შეცვალა. 27 წლის გოლკიპერი კარგად გამოიყურებოდა და მატჩის მეორე ვარსკვლავი გახდა. პირველ გმირად კი გეტცლაფი აღიარეს, რომელმაც საფინალო სირენამდე წუთითა და 46 წამით ადრე გაუტანა ბობროვსკის. არბიტრმა ვიდეო-რეფერის დახმარებას მიმართა და ბოლოს "დაქსის" კაპიტანს გოლი ჩაუთვალა.

ვიდეო-რეფერი გამოიყენეს "ტამპა ბეისა" და "აილენდერსის" მატჩის ოვერტაიმში. ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, დამატებით ხუთ წუთში კი თავი გამოიჩინა ნიუიორკელთა ფორვარდმა მეტ მოულსონმა. მისი დარტყმა დენ ელისმა დაიჭირა, მაგრამ თავისი ხელით შეიტანა შაიბა კარში. თამაში არ გაჩერებულა და მსაჯებს მომდევნო პაუზის ლოდინი მოუწიათ მომენტის შესამოწმებლად. არბიტრები 10 წუთის განმავლობაში ბჭობდნენ და ბოლოს მაინც მიანიჭეს გამარჯვება "კუნძულელებს", რომლებისთვისაც ეს ოვერტაიმში მოგებული ზედიზედ მეორე შეხვედრა იყო. აღმოსავლეთ კონფერენციაში ამ გუნდის ლიდერობა ერთ-ერთი მთავარი მოულოდნელობაა.

დასავლეთში დამაჯერებლად გამოიყურება "დალასი", რომელმაც "ფლორიდა" გაანადგურა - 4:1. ამჯერად ჩააგდო თამაში გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეს ტომაშ ვოკოუნმა. "პანტერების" ჩეხი მეკარე მესამე პერიოდში შეცვალეს. მის ნაცვლად გამოსულ კლემენსენს გოლი არ გაუშვია, მაგრამ ამან "ფლორიდას" ვერ უშველა.

ძალიან დაძაბული გამოვიდა "ნეშვილისა" და "პიტსბურგის" შეხვედრა, სადაც ასევე ოვერტაიმის ჩატარება გახდა საჭირო. "მტაცებლები" სამჯერ გავიდნენ წინ და "პინგვინებმა" სამივეჯერ შეძლეს ანგარიშის გათანაბრება. დამატებით დროში კი კრის ლეტანგის დარტყმამ სტუმრებს გამარჯვება მოუტანა. ლეტანგმა ამ გოლამდე ორი შედეგიანი პასით გამოიჩინა თავი. ასევე სამი ქულა მოიპოვა სიდნი კროსბიმ - ორი გოლი და ერთი პასი. "პიტსბურგი" თანდათან გამოვიდა სასტარტო კრიზისიდან და სტაბილურად მიიწევს ცხრილის ზემოთ.

ასევე მინი-კრიზისი დაასრულა "სან ხოსემ", რომელმაც სტუმრად "კოლორადო" დაამარცხა. "ზვიგენებს" ძალიან დაეხმარა რიცხობრივი უპირატესობის კარგი რეალიზაცია. განსაკუთრებით მეორე პერიოდში, როცა პაველსკიმ ჰიტლისა და მარლოს პასებით ორჯერ აიღო ანდერსონის კარი.

კარგად გამოიყურება "მინესოტა", რომელიც ზედიზედ მეორე მატჩია იმარჯვებს. თანადივიზიონელი "ვანკუვერის" განადგურების შემდეგ, "ველურებმა" "ედმონტონსაც" მოუგეს - 4:2. "მინესოტას" წარმატება პირველ პერიოდში მისი ყველაზე შედეგიანი ფორვარდის - კაილ ბროძიაკის დუბლმა განაპირობა. "ედმონტონის" ფანები კვლავაც ტეილორ ჰოლის პირველი შაიბის მოლოდინში არიან. წლევანდელი დრაფტის პირველი ნომერი ძალიან სუსტად გამოიყურება და ჯერჯერობით მის ანგარიშზე ერთი საგოლე პასი მოდის.

ამ წაგების შემდეგ "ედმონტონმა" შარშანდელი სეზონიდან მისთვის კარგად ნაცნობი ბოლო ადგილი დაიკავა. ამას "ფინიქსის" "ლოს ანჯელესეზე" გამარჯვებამაც შეუწყო ხელი. "კოიოტებმა" "კინგზის" სამმატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტეს. მატჩის გმირი აღმოჩნდა ჰეთ-თრიკის ავტორი ლი სტემპნიაკი, ედ ჟოვანოვსკიმ კი სამი საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

ბოსტონი-ვაშინგტონი 4:1

1:0, 2:0, 1:1

გოლები: 1:0 რაიდერი-2 (პ. ბერჟერონი-1, სეგუინი-2), 2:0 კარონი-2 (პ. ბერჟერონი-2, ჰანვიკი-1), 3:0 ჰორტონი-4 (რეკი-3, ლუჩიჩი-3), 3:1 ჩიმერა-2, 4:1 ხარა-1 (ბოიჩუკი-3, ველერი-2).

დეტროიტი-კალგარი 4:2

1:2, 1:0, 2:0

გოლები: 0:1 ბეკლუნდი-1 (გლენკროსი-1, სერიჩი-2), 1:1 ზეტერბერგი-1 (დაციუკი-2, ჰოლმსტრიომი-1), 1:2 ბეკლუნდი-2 (ბ. მორისონი-5, გლენკროსი-2), 2:2 ლიდსტრიომი-1 (დაციუკი-3, ზეტერბერგი-5), 3:2 ფრანცენი-4 (ბერტუცი-6, ფილპულა-3), 4:2 ბერტუცი-2.

ფილადელფია-ანაჰაიმი 2:3

1:2, 1:0, 0:1

გოლები: 0:1 ვიშნოვსკი-1 (პერი-4, გეტცლაფი-7), 1:1 ჰარტნელი-1 (ლეინო-4, მეზაროში-1), 1:2 ბლეიკი-1 (სელიანე-4, ლილია-1), 2:2 ჟირუ-3 (მ. კარლი-3, ქობურნი-1), 2:3 გეტცლაფი-3 (ბელეკსი-2, პერი-5).

ტორონტო-რეინჯერსი 1:2

0:2, 0:0, 1:0

გოლები: 0:1 ფედოტენკო-1 (სტეპანი-2), 0:2 ანისიმოვი-2 (როჟსივალი-2, კელეჰანი-3), 1:2 კ. არმსტრონგი-1 (მაკარტური-2, გრაბოვსკი-4).

ფლორიდა-დალასი 1:4

0:2, 0:2, 1:0

გოლები: 0:1 ოტი-1 (ბენი-1, გროსმანი-2), 0:2 უენდელი-1 (სკრასტინსი-1, ბენი-2), 0:3 ნილი-4 (ლ. ერიქსონი-2, რობიდასი-2), 0:4 უენდელი-2 (ბენი-3, დელეი-3), 1:4 უეისი-1 (ფროლიკი-1).

მონრეალი-ნიუ ჯერსი 0:3

0:1, 0:1, 0:1

გოლები: 0:1 პარიზე-2 (ზაიაცი-3, ზუბრუსი-2), 0:2 არნოტი-3 (ზუბრუსი-3, ლანგენბრუნერი-4), 0:3 ტაორმინა-2 (არნოტი-2).

ტამპა ბეი-აილენდერსი 2:3 (ო)

1:1, 1:1, 0:0, 0:1

გოლები: 0:1 გრაბნერი-2 (ნიდერაიტერი-1, უეიტი-5), 1:1 ბერგენჰაიმი-2 (პურსელი-5, ჰედმანი-4), 2:1 სენტ ლუისი-2 (სტემკოსი-6, ლუნდინი-1), 2:2 პარენტო-2 (ვიშნიევსკი-5, ტავარესი-2), 2:3 მოულსონი-4 (ნილსენი-4, მოტო-3).

ნეშვილი-პიტსბურგი 3:4 (ო)

1:0, 1:2, 1:1, 0:1

გოლები: 1:0 ლეგუანდი-2 (ტუტუ-2, ჯ. უორდი-2), 1:1 მალკინი-3 (კომრი-4, ლეტანგი-5), 2:1 ფრანსონი-1 (ბუიონი-1, ერატი-1), 2:2 კროსბი-5 (კუნიტცი-3, ჰათჩინსონი-1), 3:2 ჰორნკვისტი-3 (უილსონი-3, ერატი-2), 3:3 კროსბი-6 (მალკინი-5, ლეტანგი-6), 3:4 ლეტანგი-2 (კროსბი-5, ტაილერ კენედი-2).

კოლორადო-სან ხოსე 2:4

1:1, 0:2, 1:1

გოლები: 1:0 კასიმსკი-1 (კ. სტიუარტი-3), 1:1 ნიკოლი-1 (მეიერსი-1, მაკარტნი-1), 1:2 პაველსკი-1 (ჰიტლი-2, მარლო-3), 1:3 პაველსკი-2 (ჰიტლი-3, მარლო-4), 2:3 ჰეიდუკი-2 (კ. სტიუარტი-4, ლაილსი-9), 2:4 კუტური-2 (მიურეი-2, ბოილი-4).

ედმონტონი-მინესოტა 2:4

1:3, 0:0, 1:1

გოლები: 0:1 ბროძიაკი-1 (შტაუბიცი-1, ბერნსი-2), 0:2 ბროძიაკი-2 (ლატენდერესი-2, ბარკერი-3), 1:2 ჰემსკი-3 (ფოსტერი-1, რაიან უიტნი-4), 1:3 ლატენდრესი-3 (ჰავლატი-6, კულენი-6), 2:3 ჰორკოფი-3 (ებერლე-2, რაიან უიტნი-5), 2:4 ბერნსი-3 (მ. კოივუ-5).

ფინიქსი-ლოს ანჯელესი 4:2

2:0, 1:1, 1:1

გოლები: 1:0 სტემპნიაკი-1 (ჟოვანოვსკი-3, ა. ოკუანი-3), 2:0 სტემპნიაკი-2 (პიატი-1, ბელანჟე-2), 3:0 ებეტი-1 (მორისი-1, ჟოვანოვსკი-4), 3:1 სიმონდსი-1 (შენი-1), 3:2 სიმონდსი-2 (რიჩარდსონი-1), 4:2 სტემპნიაკი-3 (ბელანჟე-3, ჟოვანოვსკი-5).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[PHOTO] კლოპი: 25 წელიწადში ორ ქორწილში ვიყავი, ერთი ჩემი იყო

კონტე: "სპორტინგთან" მნიშვნელოვანი მატჩი გველის

პედრი: პსჟ-ზე უკეთესი გუნდი ვართ და შურისძიება გვინდა

ხავის "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს - ესპანელი "წითელი ეშმაკების" ჩაბარებაზე თანახმაა

ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა

Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

პსჟ-ს მეკარე: ძნელია მოტივაციის შენარჩუნება

ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა

კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან

"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში

"ყველას უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვართ" - "კაირატის" მეკარე "რეალთან" მატჩამდე

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი

"თუ "არსენალი" წელს ტიტულს ვერ მოიგებს, არტეტას გაათავისუფლებენ" - რობერ პირესი

ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა

[VIDEO] 55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო

პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა