ისრაელის ქალაქ ეილათში 6 თებერვალს დაიწყება და სამ დღეს გასტანს ფედერაციის თასის გათამაშების ევროაფრიკული ზონის პირველი ჯგუფის მატჩები
ისრაელის ქალაქ ეილათში 6 თებერვალს დაიწყება და სამ დღეს გასტანს ფედერაციის თასის გათამაშების ევროაფრიკული ზონის პირველი ჯგუფის მატჩები.

16 ქვეყნის წარმომადგენლები უმაღლეს ეშელონში აღსაზევებელი ორი საგზურისთვის იბრძოლებენ.

წილისყრით, შეჯიბრების მონაწილენი ოთხ ქვეჯგუფში განაწილდნენ. საქართველოს ნაკრები (მოთამაშე კაპიტანი მაკა ჩახნაშვილი, სოფიო შაფათავა, სოფიო ქვაცაბაია, ეკატერინე გორგოძე, მწვრთნელი ლალი ზერეკიძე) A ჯგუფში ბელორუსს, ავსტრიასა და ხორვატიას დაუპირისპირდება.

დანარჩენ ჯგუფებში ითამაშებენ:

B ჯგუფი. დიდი ბრიტანეთი, პორტუგალია, უნგრეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა.

C ჯგუფი. პოლონეთი, რუმინეთი, ისრაელი, თურქეთი.

D ჯგუფი. სლოვენია, ჰოლანდია, ბულგარეთი, ლუქსემბურგი.

- ძალიან ძლიერ ჯგუფში მოვხვდით, - გვითხრა ისრაელში გამგზავრების წინ ლალი ზერეკიძემ. - როგორც შევიტყვე, ბელორუსების გუნდში არა მარტო აზარენკამ, მსოფლიო რეიტინგში 62-ე ადგილზე მყოფმა ოლგა გოვორცოვამაც, შესაძლოა, არ ითამაშოს. მაშინ ჯგუფში მესამე ადგილის შანსი გაჩნდება, რაც პირველ ლიგაში ადგილს შეგვინარჩუნებს.

ჯგუფებში პირველ ადგილებზე გასულნი პლეი ოფში უმაღლესი ეშელონის ორი საგზურისთვის იბრძოლებენ, ხოლო ბოლოადგილოსანნი ლიგაში დასარჩენად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ყველაფერს ვიღონებთ, რომ გულშემატკივრები არ გავაწბილოთ, თუმცა, ვიმეორებ, ძალიან მძიმე პაექრობები გველის...

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არ თამაშობს ქალთა ლიდერი ანა ტატიშვილი. მამამისმა, ბატონმა დიმიტრიმ, რომელიც ანას მწვრთნელის მოვალეობას ასრულებს, გვითხრა, რომ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის უწინდელმა ხელმძღვანელობამ მათთან დადებული შეთანხმება არ შეასრულა, რამაც ქართველი ჩოგბურთელის მომზადებაზე ურაყოფითად იმოქმედა, რეიტინგის შენარჩუნებაც პრობლემატური გახადა.

ისიც დასძინა, რომ ანა ნაკრებისთვის ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა, ადეკვატურ მოპყრობას კი ვერ გრძნობდა...

როგორც შევიტყვეთ, ტატიშვილს ფეხის ტრავმა აწუხებს და მისი მოშუშება თუ ვერ მოასწრო, ალბათ, დოჰას ქალთა საერთაშორისო ტურნირზეც ვერ ითამაშებს...

ისევ ეილათის ტურნირს დავუბრუნდეთ. გაგაცნობთ A ჯგუფის გუნდების შემადგენლობას შეჯიბრების ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული მონაცემებით:

ავსტრია: ივონ მოისბერგერი, პატრისია მაირ-ასლაიტნერი, ნიკოლ როტმანი, მელანი კლაფნერი, იურგენ ვებერი (კაპიტანი).

ბელორუსი: ილონა კრემენი, ალიაკსანდრა სასნოვიჩი, ლიდძია მაროზავა, ეკატერინა ძეჰალევიჩი, ტატიანა პუჩტი (კაპიტანი).

ხორვატია: დონა ვეკიჩი, ტერეზა მრდეზა, ანა კონიუჰი, დარია ჯურაკი, ივა მაიოლი (კაპიტანი).

6 თებერვალს A ჯგუფში საქართველოს ნაკრები ბელორუსს ეთამაშება, ავსტრია - ხორვატიას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა