ორივე ქართველის გუნდმა - "ატლანტამ" და "ბრუკლინმა" 6 თებერვალს NBA-ში გამართული მატჩები წააგეს
NBA-ს მოედნებზე ისევ არ ჩანან ქართველები. ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია თავიანთი გუნდების განაცხადში ისევ არ ჩანან.

ფაჩულიას აქილევსის მყესი აწუხებს, შენგელიას კი ტვინის შერყევის ნიშნები ჰქონდა და როგორც ჩანს, კლუბის ხელმძღვანელობა მაქსიმალურად უფრთხილდება ახალგაზრდა კალათბურთელს.

NBA-ს განვითარების ლიგიდან დაბრუნების შემდეგ შენგელია, 3 მატჩია, განაცხადში არ ყოფილა. ზუსტად ამდენი მატჩი გამოტოვა ზაზა ფაჩულიამაც.

ორივე ქართველის გუნდმა - "ატლანტამ" და "ბრუკლინმა" 6 თებერვალს გამართული მატჩები წააგეს.

"ატლანტა" სტუმრად დამარცხდა "ინდიანასთან", რომელიც იმდენადაა მოღონიერებული, რომ აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე აღზევდა. "ქორებმა" ვერაფერი გააწყვეს ახალამობრწყინებული ვარსკვლავის, პოლ ჯორჯის გუნდთან და საბოლოოდ 103:114 დამარცხდნენ.

"ბრუკლინმა" კი შინ დათმო შეხვედრა "ლეიკერსთან". მართალია, მასპინძლებმა პირველი მეოთხედი მოიგეს, თუმცა მეორეში განადგურდნენ, გვარიანად ჩამორჩნენ და "ლეიკერსს" მატჩის ბოლომდე ვეღარ დაეწივნენ.

საბოლოოდ "ნეთსი" 83:92 დამარცხდა და აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში მე-5 ადგილზე ჩამოქვეითდა. მეექვსეზე კი 26 მოგებითა და 21 წაგებით "ატლანტაა".

ბრუკლინელები 7 თებერვალს დეტროიტში ითამაშებენ, "ატლანტა" კი "მემფისს" უმასპინძლებს.

www.gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა