როგორც ჩანს, “ლეიკერსს” არ შეუძლია ნერვიულობის გარეშე მეოთხე მეოთხედის მოგება
კალიფორნიელებს ისევ ჰქონდათ ორნიშნა უპირატესობა და ისევ მეტოქემ (ამჯერად “ბრუკლინმა”) შეძლო სხვაობის გაბათილება.

თუმცა ამ შემთხვევაში მატჩის ბედი არა ბოლო წუთზე, არამედ უფრო ადრე გადაწყდა. სამი წუთით ადრე ანგარიში თანაბარი იყო, არადა, ერთი მომენტი მაიკ დ’ენტონის გუნდის უპირატესობა 13 ქულას აღწევდა. სწორედ ამ დროს კობი ბრაიანტმა ფსიქოლოგიურად გამარჯვების მომტანი ჩატენვა შეასრულა, თანაც ეს მომენტი ისეთი ლამაზი და ეფექტური იყო, რომ ის აუცილებლად შევა სეზონის ხუთ საუკეთესო ეპიზოდს შორის. “ბრუკლინი” დაიბნა და ამ დანკის შემდეგ ზედიზედ სამი შეტევა გაუშვა. “ლეიკერსმა” კომფორტული უპირატესობა აღადგინა და ის ბოლომდე ხელიდან არ გაუშვია.

კალიფორნიელებმა “ნეტსის” ზედიზედ მეათედ დამარცხებით ბოლომდე ვერ გაიხარეს, რადგან სირენამდე ოთხი წუთით ადრე ტრავმა მიიღო პაუ გასოლმა. დღეს ესპანელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და როგორც ვარაუდობენ, ფორვარდს რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწევს.

ფანტასტიკური შედეგიანობა აჩვენა “ჰიუსტონმა” შინ გოლდენ სტეიტის” წინააღმდეგ. ტექსასელებმა მატჩში 23 სამქულიანი ჩააგდეს და უბრალოდ, შანსი არ დაუტოვეს მეტოქეს, რომელიც მხოლოდ პირველ მეოთხედში იბრძოდა, მაგრამ მალე თეთრი დროშა გამოფინა დანებების ნიშნად.

ტექსასელებმა პირველივე წუთებიდან დაიწყეს მეტოქის დაჩაგვრა პერიმეტრზე, ერთმანეთი “სუფთა” სამქულიანებზე გაჰყავდათ და თითქმის უშეცდომოდ ისროდნენ. ეს “წვიმა” საფინალო სირენამდე არ გაჩერებულა. ამის წყალობით, “ჰიუსტონმა” სეზონში შედეგიანობის რეკორდი დაამყარა.

გარდა ამისა, “რაკეტებმა” ამ ჩემპიონატში ყველაზე მეტი შედეგიანი გადაცემა შეასრულეს – 35. საინტერესოა, რომ მასპინძლებს მოხსნა უფრო ნაკლები ჰქონდათ, ვიდრე პასი – 34. რაც შეეხება 23 ჩაგდებულ სამქულიანს, ეს არის “ორლანდოს” მიერ რამდენიმე სეზონის წინ დამყარებული რეკორდის გამეორება.

კიდევ ერთი ზუსტი შორეული ტყორცნა და აბსოლუტური რეკორდის მოწმენი გავხდებოდით. სწორედ ამას ითხოვდნენ მაყურებლები მატჩის ბოლოს, მაგრამ გაბრაზებულმა მარკ ჯექსონმა თავის შეგირდებს მითითება მისცა, არაფრის დიდებით არ დაეშვათ რეკორდი. საქმე კინაღამ ჩხუბამდე მივიდა, როცა დრეიმონდ გრინმა პატრიკ ბევერლის წინააღმდეგ იუხეშა და მას შორიდან არ ასროლინა.

ინდიანა-ატლანტა 114:103

18:21, 32:28, 31:21, 33:33

ი: ჯორჯი (29+5 მოხსნა), ჰილი (15+8 პასი), უესტი (15+7 მოხსნა+5 ჩაჭრა+3 დაფარება), სტივენსონი (14+6 მოხსნა), ჰიბერტი (12+8 მოხსნა+3 დაფარება), მაინმი (12), ოგასტინი (10).

ა: ტიგი (24+8 პასი), ჰორფორდი (15+8 მოხსნა), ჯენკინსი (14), კორვერი (10+8 პასი), პეტრო (10), სმიტი (9+10 მოხსნა).

ბრუკლინი-ლეიკერსი 83:92

24:18, 16:31, 24:18, 19:25

ბ: ლოპესი (30+11 მოხსნა+3 დაფარება), უილიამსი (15+5 მოხსნა+6 პასი), ჯონსონი (11+6 მოხსნა+5 პასი), რ. ევანსი (4+11 მოხსნა).

ლ: ბრაიანტი (21+8 მოხსნა+4 ჩაჭრა), ნეში (17+8 პასი), გასოლი (15), კლარკი (14+12 მოხსნა).

მემფისი-ფინიქსი 90:96

27:27, 25:23, 19:15, 19:31

მ: ბეილესი (29), რენდოლფი (21+13 მოხსნა), პრინსი (11+6 მოხსნა+3 ჩაჭრა).

ფ: გორტატი (20+7 მოხსნა), დრაგიჩი (17), ო'ნილი (14), მარშალი (11), სკოლა (10+7 მოხსნა).

ჰიუსტონი-გ. სტეიტი 140:109

38:37, 39:25, 27:24, 36:23

ჰ: ლინი (28+9 პასი), ჰარდენი (18+7 პასი+3 ჩაჭრა), პარსონსი (16+8 პასი), დაგლასი (14), მორისი (13), პატერსონი (12+10 მოხსნა), აშიქი (11+15 მოხსნა), ბევერლი (11).

გ-ს: ჯეკი (20+5 პასი), ლი (18), ლენდრი (12+5 მოხსნა), ბოგუტი (10+9 მოხსნა), ჯეფერსონი (10+6 მოხსნა).

დენვერი-მილუოკი 112:104

27:29, 24:37, 28:20, 33:18

დ: ლოუსონი (22+7 პასი), გალინარი (22+6 მოხსნა), ბრიუერი (20), ფარიდი (13+10 მოხსნა), ჩენდლერი (7+10 მოხსნა).

მ: დალემბერი (35+12 მოხსნა), ჯენინგსი (12+10 პასი+3 ჩაჭრა), სანდერსი (12+7 მოხსნა+5 დაფარება), მბა ა მუტე (12+6 მოხსნა), ელისი (12+6 მოხსნა+6 პასი+3 დაფარება).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის მოთამაშეები

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა