რაფაელ ნადალი მოგებით დაბრუნდა პროფესიულ ტურში
რაფაელ ნადალი მოგებით დაბრუნდა პროფესიულ ტურში! ჩილეს ქალაქ ვინა დელ მარში მიმდინარე ATP-ის ტურნირზე ესპანელმა შვიდთვიანი შესვენების შემდეგ პირველი მატჩი წყვილთა თანრიგში ჩაატარა.

მან პარტნიორად არგენტინელი ხუან მონაკო აირჩია და ამ დუეტმა ძალიან იოლად მოუგო გამოცდილ ჩეხურ წყვილს ფრანტიშეკ ჩერმაკისა და ლუკაშ დლუჰის შემადგენლობით - 6:3, 6:2.

შეხვედრა საათი და ოთხი წუთი გაგრძელდა. ნადალი და მონაკო შესანიშნავად თამაშობდნენ საკუთარ მოწოდებებზე და ბრეიკის საშუალება არ მისცეს მეტოქეს, თავად კი ოთხი ბრეიკი გააკეთეს. ამ მოგებით ეს ინტერნაციონალური წყვილი მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ფრანგი გიიომ რუფენისა და იტალიელი ფილიპო ვოლანდრის წინააღმდეგ ითამაშებს.

გვიან ღამით ნადალს ერთეულებში პირველი მატჩი უნდა ჩაეტარებინა. ესპანელი არგენტინელ ფედერიკო დელბონისს ხვდებოდა. საინტერესოა, რომ რაფა და ხუან მონაკო ვინა დელ მარში პირველ ორ ნომრად არიან განთესილები და თუ წარმატებით დაძლიეს სამი ბარიერი, ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს. შეგახსენებთ, რომ მონაკო ჩილეს ტურნირის მოქმედი ჩემპიონია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ტურნირების წინ: ნადალი იწყებს

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა