6 თებერვალს სუპერლიგის მე-12 ტურის სამი მატჩი გაიმართა
2000-იანი წლების დასაწყისისთვის დამახასიათებელი იყო ერთი თავისებურება: მოულოდნელად გავრცელდებოდა ხმა - ესა და ეს გუნდი იშლებაო და... იცით, რა შედეგს ვიღებდით? - ან მართლა წყვეტდა არსებობას, ან კალათბურთელები უხელფასოდ, შიშველ ენთუზიაზმზე თამაშობდნენ.

ბოლო ასეთი შემთხვევა 2009 წლის იანვარში დაფიქსირდა, როცა არსებობა შეწყვიტა "თბილავიამშენმა". მანამდე ეს გუნდი საქართველოს ჩემპიონიც გახდა.

2009 წლის შემდეგ სახელმწიფო აქტიურად ჩაერთო კალათბურთში. ერთმანეთის მიყოლებით შეიქმნა "არმია", "შსს აკადემია", "ოლიმპი", ხოლო სტუდენტურ გუნდებს ოთხწლიანი პროგრამით განათლების სამინისტრომ 200-200 ათასი ლარი გამოუყო.

იანვრიდან განათლების სამინისტრომ ოთხწლიანი პროგრამის დაფინანსება შეწყვიტა და ამიტომაც გაჩნდა ჩვენს გაზეთში პუბლიკაცია სათაურით "ღრუბელი თსუ-ს ცაზე".

ეს სამშაბათის ნომერში ეწერა - თსუ დაშლის პირას იყო. არადა, ოთხშაბათს, 14 საათზე, სუპერლიგაში "დინამოს" წინააღმდეგ უნდა ეთამაშა. მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე გაურკვეველი იყო, გავიდოდა თუ არა გუნდი მოედანზე, თუმცა საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა.

აი, რა გვითხრა თსუ-ს თავკაცმა გიორგი ჩხეიძემ:

"გუნდი თითქმის დაშლილი იყო. განათლების სამინისტრომ დაფინანსება შეწყვიტა და ოთხი დღის განმავლობაში ვეღარ ვვარჯიშობდით. თუმცა საბოლოოდ გაირკვა, რომ გუნდს უნივერსიტეტი დააფინანსებს. ასე და ამგვარად, თსუ სუპერლიგაში კვლავ თამაშობს".

ისიც გაირკვა, რომ სასწავლებელმა გუნდის შენახვა საკუთარ თავზე მაისამდე (სუპერლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე) აიღო. რა იქნება შემდეგ? სამწუხაროდ, ეს კითხვა დაისმება "სამედიცინოსა" და სტუ-ს მისამართითაც.

პასუხი პერსპექტივასავით ბუნდოვანია... გამოცდილება გვკარნახობს და უნდა დავწეროთ - არც მაისისთვის გვექნება ამ კითხვაზე პასუხი. არადა, სტუდენტური გუნდები საქართველოს ჩემპიონატს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დამატებით ხიბლს მატებდა და რაც მთავარია, სტუდენტური გუნდების არსებობა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია აპრობირებული.

ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ესტონური ტარტუს უნივერსიტეტია, რომლის საკალათბურთო გუნდი ევროტურნირებზეც რეგულარულად ასპარეზობს.

შეხვედრა ვიპ-ლოჟაში

"სოხუმი"-"ოლიმპის" დაპირისპირებას დაესწრნენ სოხუმელთა პრეზიდენტი მინდია გულუა და სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი.

ისინი გვერდიგვერდ ისხდნენ, მატჩს თვალს ადევნებდნენ და აშკარა იყო, რომ სერიოზულ საქმეზე მსჯელობდნენ.

მაშინ, როცა ქართულ კალათბურთში მთავრობის დაფინანსებაზე მყოფი გუნდების სხვა, ალტერნატიული წყაროებით შენახვაზე აქტიური ლაპარაკი მიდის, ერთიორად საინტერესოა ბიზნესმენისა და სპორტის მინისტრის შეხვედრის შედეგი.

ცხადია, სპორტის სასახლეში შეხვედრას ოფიციალური სახე არ ჰქონდა და არც ოფიციალური ბრიფინგი მოჰყოლია, მაგრამ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე სოხუმის პრეზიდენტ მინდია გულუასთან შეხვედრის საშუალება მოგვეცა.

მან საინტერესო საკითხებზე ილაპარაკა:

"მინდა, "ოლიმპს" დამსახურებული გამარჯვება მივულოცო. "სოხუმი", ალბათ, კიდევ გააუმჯობესებს თამაშს და შედეგსაც. ჩვენი პრიორიტეტი გუნდის ქართველი კალათბურთელებით დაკომპლექტება იყო. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, კმაყოფილი ვარ, დიდი სიამოვნება მივიღე სანახაობრივი თამაშით.

დავინტერესდით მინისტრთან შეხვედრითაც... ცხადია, საუბრის დეტალებს ვერ მოგახსენებთ, თუმცა, ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან ერთად რამდენიმე საკითხი განვიხილე. ვილაპარაკეთ არა მხოლოდ ერთ გუნდზე, არამედ გზებზე, რომლის მიხედვითაც ქართული კალათბურთი წინ უნდა წავიდეს.

დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ მომავალ წელს "ოლიმპი" კერძო იქნება და არა სახელმწიფო, რაც ქართული კალათბურთის განვითარებისთვის უკეთესია. ამ საქმეს კი ხელშეწყობა სჭირდება.

აგრეთვე, ვისაუბრეთ თბილისში დაგეგმილ 2015 წლის ოლიმპიურ ფესტივალზე და ახალი სპორტული ბაზის მშენებლობაზე.

ჩვენს გუნდს, ვიდრე სახუმში დაბრუნდება, საკუთარი კომპლექსი სჭირდება. ეს საკითხიც დადებითად გადაწყდა. გპირდებით გარკვეულ სიურპრიზს, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენს გუნდს უკავშირდება".

ბატონმა მინდიამ ბოლოს ერთი სიახლე გვითხრა - "სოხუმს" კონტრაქტი აქვს გაფორმებული ერთ სერბ კალათბურთელთან, რომლის ვინაობა მალე გამჟღავნდება.

ფლინი

როგორც ზემოთ დავწერეთ, თსუ "დინამოსთან" სათამაშოდ მაინც გამოვიდა და უვარჯიშებლობა ნამდვილად არ დასტყობია.

როგორც მოსალოდნელი იყო, "დინამო" უპირატესობას შეხვედრის დასაწყისიდან ბოლომდე ფლობდა, მაგრამ ათზე მეტი სხვაობით ჩამორჩენის შემდეგ თსუ-ელები არ ნებდებოდნენ და სხვაობას უმალ ამცირებდნენ.

ამის მიზეზად დინამოელთა მწვრთნელმა ირაკლი ხოშტარიამ ფსიქოლოგია დაასახელა: გარკვეული უპირატესობის მოპოვების შემდეგ ჩემი კალათბურთელები დაცვაში თამაშს არბილებდნენ და უფრო შეტევაზე ფიქრობდნენო.

არ უნდა დავუკარგოთ შრომა თსუ-საც, რომელმაც სირენამდე 2 წუთით ადრე სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა (60:64), თუმცა ეს იყო და ეს - გამოცდილებამ თავისი გაიტანა და "დინამომ" დაგეგმილი გამარჯვება ჩაიწერა.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი ხოშტარიას გუნდს ორთვიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდნენ გამთამაშებელი სოსო ლეჟავა და მეფარე მილან ოლუიჩი. მწვრთნელმა მათ საკმარისი დრო უბოძა, რათა სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა რაც შეიძლება, მალე აინაზღაურონ.

ტურის ცენტრალურ მატჩში ეფექტური ორმაგი დუბლი შეასრულა დინამოელმა ფლინ კლაიმენმა (16 ქულა, 15 მოხსნა), რომელიც ტურის საუკეთესო კალათბურთელად დავასახელეთ.

ლოგიკა

32:9 - ასე დასრულდა "სამედიცინო"-"ქუთაისის" დაპირისპირების პირველი მეოთხედი. გამარჯვებულთან დაკავშირებულ კითხვას აქ გაეცა პასუხი, თუმცა გასარკვევი იყო, საპატიო ანგარიშით წააგებდა თუ არა "სამედიცინო". საბოლოოდ 91:70 ქუთათურთა სასარგებლოდ...

სტუმართა თავკაცმა დავით უსტიაშვილმა ახალგაზრდა მედიკოსებს ახალგაზრდა ქუთათურები დაუპირისპირა.

მათ მწვრთნელს იმედები გაუმართლეს. მატჩის მსვლელობისას ერთი არასასიამოვნო ეპიზოდი დაფიქსირდა - მუხლის ტრავმა მიიღო "მედიკოსთა" მთავარმა მექულე გიორგი რევაზაშვილმა. მან შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

სერგო

"სოხუმის" შემადგენლობაში ამ სეზონში პირველი მატჩი ჩაატარა 224 სმ სიმაღლის სერგო ათუაშვილმა, რომელიც აქამდე ირანულ "ეშტეღლალში" ასპარეზობდა.

მან 16 ქულას 13 მოხსნა წაუმატა, თუმცა არც მისი მონდომება და არც ჩლაიძის 20 ქულა სოხუმელებს გამარჯვებისთვის არ ეყოთ. ჩემპიონატის ერთ-ერთმა ფავორიტმა "ოლიმპმა" მატჩი სტაბილურად ჩაატარა და 13 ქულის სხვაობით გაიმარჯვა.

საინტერესოა, რომ ოლიმპელთაგან ერთბაშად 5 კალათბურთელი ასცდა 10-ქულიან ზღვარს. ყველაზე მეტი, 16 ქულა აკაკი დვალიშვილმა ჩააგდო.

6 თებერვალი. თბილისი

სოხუმი-ოლიმპი 69:82

სოხუმი: 5 26 18 20

ოლიმპი: 24 21 20 17

თსუ-დინამო 60:68

თსუ: 10 17 16 17

დინამო: 20 13 16 19

სამედიცინო-ქუთაისი 70:91

სამედიცინო: 9 21 22 18

ქუთაისი: 32 23 14 22

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mamamia.
გულუამ ხელპასები და დავალიანებები გაისტუმრა???
dato
ეს 11 გუნდი რა მაგარი სისულელეა :(
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა