ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რა მიზანი აქვს ნაკრებს: გაახალგაზრდავება თუ შედეგის მიღწევა?

რა მიზანი აქვს ნაკრებს: გაახალგაზრდავება თუ შედეგის მიღწევა?

ეროვნული გუნდი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელების კრებული უნდა იყოს და არა "საბავშვო ბაღი", მოთამაშეების გასაზრდელად რომ ვიყენებდეთ
შესაძლოა, სათაურში დასმული კითხვა პარადოქსულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ბოლო წლებში ქართულ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენები გვიჩვენებს, რომ კითხვა უსაფუძვლოდ არ დასმულა.

ბერლინის "ჰერტას" ფეხბურთელმა ლევან კობიაშვილმა sportall.ge-ს ინტერნეტპრესკონფერენციაში მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას მოღვაწეობის შეფასებისას გუნდის გაახალგაზრდავებაზე ძალიან საყურადღებო ფრაზა თქვა.

"მგონი, სწორი არ იქნება, თუ იმაზე დავიწყებთ საუბარს, რომ ქეცბაიას 4-5-წლიანი პროგრამა აქვს, ნაკრებში გაახალგაზრდავების პროცესი მიმდინარეობს და ამიტომ მას ყველანაირი შედეგი ეპატიება.

ეროვნული ნაკრები არის გუნდი, რომელშიც ძლიერებმა უნდა ითამაშონ.

ერთი მხრივ, ამ გაახალგაზრდავების პროცესის არ მესმის. ეს შეიძლება კლუბში მოხდეს, ეროვნულში კი საუკეთესოები უნდა თამაშობდნენ, არ აქვს მნიშვნელობა, 30 წლის არის, 35-ის, 18-ის თუ 20-ის.

თემურ ქეცბაია იქნება თუ სხვა მწვრთნელი, ყველა შედეგით ფასდება" , - განაცხადა კობიაშვილმა (იხილეთ ვრცლად).

... როდესაც ნოდარ ახალკაცს გაუჭირდა, 1985 წელს თბილისის "დინამოში" 30 წლის რევაზ ჩელებაძე დააბრუნა და მაშინდელ "დინამოს" "ჩელემ" იმდენი სარგებლობა მოუტანა, ნეტავ ახლა გვყავდეს მსგავსი ვეტერანი ფორვარდი.

"მილანში" ასაკოვან მალდინის, ბარეზის, კოსტაკურტასა და ინძაგის ათამაშებდნენ, გერმანიის ნაკრებში 39 წლის ლოთარ მათეუსს და კიდევ არაერთი მაგალითის ჩამოთვლა შეიძლება.

როდესაც გუნდში სათანადო დონის ახალგაზრდა არ არის, გამოცდილის ყოფნა აუცილებელიც არის. კამერუნელმა თავდამსხმელმა როჟე მილამ მსოფლიო აღიარება 38 წლის ასაკში, 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლით მოიპოვა, ხოლო 42 წლისამ მუნდიალზე ორი გოლი გაიტანა.

ჩვენთან რა ხდება? ნუთუ ეს უნდა ეთქვა ცნობილ ფეხბურთელს, რომ გაგვეგო, რა არის სხვადასხვა დროში საქართველოს ნაკრების წარუმატებლობის მიზეზი?

ჩვენი ეროვნული გუნდი 1990 წელს ჩამოყალიბდა და ლიტვასთან პირველ შეხვედრას თუ არ ჩავთვლით, სულ ექსპერიმენტებით აწვალებდნენ.

გაახალგაზრდავება პირველივე შესარჩევი ციკლიდან დაიწყო, რის გამოც ბევრი ცნობილი მოთამაშე "თამაშგარეში" ან მცირედ დასაქმებული აღმოჩნდა: საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონის "ლე ჰავრის" 29 წლის თავდამსხმელი გია გურული, 28 წლის საყრდენი ნახევარმცველი როსტომ თორღაშვილი, "მრეტებისა" და ფოთის "კოლხეთის" შემტევი ნახევარმცველები - ბუბა ტყავაძე და გიორგი დარასელია, რომლებიც ამ დროისთვის თავიანთ პოზიციაზე საუკეთესოთა შორის არიან.

ეს პროცესი შემდეგაც გაგრძელდა და თაობათა დამანგრეველი წყვეტა მივიღეთ.

თავად ქეცბაიასაც კარგად ემახსოვრება, როგორ განიცდიდა ქართველი გულშემატკივარი ეროვნული გუნდიდან მის გაშვებას, როდესაც 34 წლის ასაკში სარგებლობის მოტანა კიდევ შეეძლო. ეს ყველაფერი ფამაგუსტის "ანორთოსისში" კარგი თამაშით დაამტკიცა.

"გაახალგაზრდავების პროცესით" იმხელა აბსურდამდე მივედით, რომ ასაკობრივი ნაკრებების გაახალგაზრდავება (?!) დავიწყეთ - ფრაზას დაუკვირდით და მიხვდებით, რომ ასეთი კურიოზი შეუძლებელია ნორმალურ ქვეყანაში ხდებოდეს. ტენდენცია ქართულ კლუბებსაც გადაედოთ და 28-29 წლის მოთამაშეების განდევნის პროცესს ლამის ყველგან წმინდათა წმინდა საქმედ თვლიან.

მიზეზი ძალიან მარტივია: გამოუცდელს გვერდს თუ გამოცდილი არ უმაგრებს, ნაკლები "მადა" აქვს და შედარებით ადვილი სამართავია ისიც და მთლიანად გუნდიც.

მაგრამ ჩვენი მიზანი მხოლოდ ნაკრების გაახალგაზრდავება და გუნდის იოლად მართვაა, თუ წარმატების მიღწევა ნებისმიერი ასაკის მოთამაშეებით? მგონია, რომ სწორედ გუნდის იოლად მართვის ქვეცნობიერი სურვილია ამ გაუაზრებელი პროცესის თავი და თავი, რაც ბოლო 20 წელია, ქართულ ფეხბურთში ხდება - მხოლოდ ქეცბაიას ნამდვილად არ ვგულისხმობთ.

ფეხბურთი რთული სახეობაა, ერთეული მწვრთნელების ხვედრია. რთულია გუნდის მართვაც, მაგრამ სხვაგვარ მუშაობას აზრი არ აქვს - მწვრთნელის საქმის გაიოლებით ქვეყნის საქმე არ კეთდება.

ვერავინ იტყვის, რომ საქართველოს ნაკრებში ვეტერანები თავს არ იკლავდნენ და ფეხებს უფრთხილდებოდნენ. ეროვნულში ყველაზე დიდი არაპროფესიონალები არა ფეხბურთელები, არამედ ის ადამიანები იყვნენ, რომლებმაც ნიჭიერი თაობები ვერ გამოიყენეს და მათ "ფეხების გაფრთხილება" დააბრალეს; ვინც გუნდში ავტორიტეტებს ვერ იტანდა და ათასი ბნელი აზრი აწუხებდა.

გულშემატკივარს კარგად ემახსოვრება გიორგი ქინქლაძის სიტყვები, რომელიც 28 წლის კახა ცხადაძის ნაკრებიდან გაშვებას გამოეხმაურა: "გუნდს ყოჩი დააკლდა და უმისოდ საქართველოს ნაკრები დასუსტდება!"

ასეც მოხდა.

დიდი ახსნა არ სჭირდება იმას, თუ რა მნიშვნელობა აქვს გუნდში თაობების უწყვეტობას. არ შეიძლება, ნაკრებში მხოლოდ ახალგაზრდები ან მხოლოდ ვეტერანები თამაშობდნენ - ეროვნული გუნდი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელების კრებული უნდა იყოს და არა "საბავშვო ბაღი", მოთამაშეების გასაზრდელად რომ ვიყენებდეთ.

ნებისმიერ საქმეშიც ასეა - დასაწინაურებელ თუ გასაყიდ ახალგაზრდებს უფროსი და გამოცდილი მოთამაშის დარიგება და გვერდში დგომა ესაჭიროებათ და ასე მგონია, ნაკრებში თაობების უწყვეტობის დარღვევამ გუნდებიც აზარალა და ქართული ფეხბურთიც.

ნაკრები კაცების უნდა იყოს და არა ბავშვების. სწორედ მათ შეუძლიათ გადამწყვეტ მომენტში თამაშის საკუთარ თავზე აღება, რისი დეფიციტიც დღევანდელ ნაკრებს აშკარად ეტყობა. საბოლოოდ, თაობები ვერ იღებენ წინათა გამოცდილებას, ცოდნას, ნიუანსებისა და საფეხბურთო ეშმაკობების წვდომას, თამაშის გაშიფვრის უნარს და ათას რამეს.

აბა, ახლა მოგვცა 28-29 წლის კახა ცხადაძე, მურთაზ შელია, გია გურული, როსტომ თორღაშვილი, ბუბა ტყავაძე, გიორგი დარასელია და თუნდაც 34 წლის თემურ ქეცბაია და შოთა არველაძე (რომელიც ასევე ასაკის გამო დავიწუნეთ) - ვინმეს სჯერა, რომ ისინი ნაკრებს არ წაადგებოდნენ?!

საერთოდ, ფეხბურთელი ღვინოსავით არის: მაჭრობიდან რაც უფრო გამოსულია, მით უკეთ დაღვინებულიცაა. ჩვენ კი მაჭარისგან ღვინის გემოს ვითხოვთ - ასე სად არის?!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• vaxvax

მწვრთნელი უნდა იყოს მაღალი დონის პროფესიონალი და ნიჭიერი ადამიანი,რომელმაც უნდა შექმნას გუნდი,სადაც გვერდი-გვერდ ითამაშებენ გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელები,მის ფუნქციებში კი არავინ არ უნდა ერეოდეს,ნორმალურ ქვეყნებში ასეა და შედეგიც აქვთ

• 777

რაღაცაში მართალი სტატიის ავტორი, თუმცა, ჩემი აზრით, ნაკრებში უნდა იყოს ის ვინც ღირსია იყოს ძირითადში და ვინც საუკეთესო ფორმაშია, ადრე ხშრიად ხდებოდა, როცა მოიწვევდნენ ვეტერანს, რომელიც არ იყო ფორმაში, თამაშობდა ძირითადში, როცა ახალგაზრდა, ან სხვა რომელიმე იყო მასზე უკეთეს ფორმაში იჯდა სკამზე, ხშირად იყო ისეთი ტენდეცია რომ, არ კადრულოდბენ სკამზე ჯდომა, რადგან თუ მიწვევ, აუცილებლად უნდა მათამაშო, ასეც ხდებოა ხშირად, არადა ხშირად ზუსტად გამოცდილი ფეხბურთელი გჭირდება შეცვლაზე...... ბევრი შემთვევა ყოფილა უცხოეთშიც, როცა დამსახურებულ ვეტერანს სკამზე დაუწყია თამაში და შეცვლაზე ბევრად მეტი გაუკეთებია.... ჩვენთან სამწუხაროდ, ვეტერანების უმეტესობა სკამზე ჯდომა არ კადრულობდნენ......

• Toko

საქმე იმაშია რომ თარგამაძე, ოქრიაშვილი, ყენია ანანიძე კობახიძე ჯობია იაშვილს, კობიაშვილს, გოგუას, სირაძეს რომლებიც თავის დროზე თამაშობდნენ მაგრამ შედეგი არ მოუტანიათ... იაშვილი მახსოვს ათასში ერთხელ ჩამოდიოდა ფრაიბურგის მთავარი მოთამაშე როცა იყო. მოეშვით რა ამ ჩორტების ჩაგდებას მწვრთნელმა როგორც გადაწვიტა ისე ჯობია

• ილია

მოვა დრო და ქეცბაია დააყენებს კარგ ნაკრებს,იმედია მერე მაინც აღიარებთ ქეცბაიას.ნაკრებს ისტორიაში ესე სტაბილურად არ უთამაშია როგოც ქეცბაიას ხელში,96 წლის ევროპის შესარჩევის მერე სტაბილურად არასდროს არ უთამაშია ნაკრებს მაშინ ხომ იყვნენ ყველა ის ფეხბურთელები რომელიც ზევით არის ჩამოთვლილი.კარგით რა, ესპანეთთან ცოტა იღბალი რომ ჩვენსკენ ყოფილიყო შეიძლება მსოფიოს ჩემპიონი დაგვემარცხებინა.რა უნდა ისწავლოს ახალგაზრდა ფეხბურთელმა კობიაშვილისგან ან იაშვილისგან,რომელიმეს სანაკრებო დონეზე რამეს მიუღწევია? ხიზანიშვილი ხომ არის ყველაზე გამოცდილი, რაში გამოადგა ნაკრებს? ბელარუსიასთან და ფინეთთან მაგის შეცდომებით გავიდა გოლები. ან რაშედარებები მოგყავთ სად მალდინი,ინძაგი,ბარეზი,მათეუსი და სად კობიაშვილი? ისინი მსოფლიო დონის ლეგენდები იყვნენ,მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები ქონდათ მოგებული რა შედარებები მოგყავთ.

• odala

ძლივს ნორმალური სტატია არ წავიკითხე! მერაბ, გაფიცებ ადამიანობას, შენი დაწერილია? წერილის მთავარ სათქმელსაც ვიზიარებ. საკმაოდ არგუმენტირებულადაც აქვს თავისი 'ვიუ პოინთ' წარმოდგენილი.

• guja_kakhadze

ფეხბურთელი ან არის ფორმაში ან არა. ასაკი მხოლოდ მიზეზია. 10 წლის, წინ ვისაც ახსოვს, ითხოვდნენ 16 წლის ფეხბურთელს რომელიც 30 მეტრს 3,8 წამში გაიქცეოდა. მსგავსი სისულელეები აღარ ისმის, მაგრამ ახლა სხვა ტენდენციაა...ამით კი ქართული ფეხბურთი ზარალდება.

• ქარ

ნაწილობრივ ვეთანხმები ავტორს და ნაწილობრივ კომენტარებს. რას ერჩოდნენ სირაძეს ანდა დვალიშვილს ანდა იაშკას ანდა კობის თავდასხმაში აშკარად გვიჭირს ხო? ვარსკვლავები არ მოუკრეფიაო იძახით და კობი შალკეში თამაშობდა იაშკაზე ლაპარაკი ზედმეტია კაცი ლამის ლეგენდაა გერმანიაში რომელი ფეხბურთელი თამაშობდა ასე სტაბილურად? შოთა რაც ნაკრებიდან წავიდა იმის მერე ჰოლანდიაში ლამის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, იაშკას და გელაშვილის მაგალითები რო ავიღოთ თუნდათ გელაშვილი სულ სათადარიგოა იაშკა სასტარტოში რამდენი წლით უფროსია არა. ფორმა ვერ აღიდგინა ტრავმა და ა.შ. გაამართლებთ ახლა. ეგრე არაა კვირკველიაზე კარგი ფლანგერი ვინაა დადიანი? ძლივს რო დადის ანდა გელაშვილი 2 სვლით მეტოქეზე უკან როა?! კარგი მწვრთნელი ისაა ვინც ოქროს ნაზავს შეარჩევს თუ ფორმაში იქნება 40წლის უნდა დააყენო თუარადა 18ის. კობიც იაშკაც და კვირკველიაც დასაბრუნებელია ნაკრებში, ასევე უნდა გამოიძახონ ჭანტურია რას გადაგვაყოლეს ამ მჭედლიძეს და გელაშვილს. ვაწაძეც კაი ბიჭია. ხიზანაზე კარგი კიდე დამისახელეთ მაგ პოზიციაზე დღეს!

• revas baramidze

kargyt ra bolos da bolos morchit ra am uasro zerilebis zeras erty da igive xalxi

• dato chagelishvili

უკვე მართლა ზედმეტი მოგდით თქვენი აზრის თავზე მოხვევა ქომაგებისთვის..წამოაყენეთ თქვენი პროექტი მაშინ თუ რაში ხედავთ გამოსავალს და უაზრო სტატიების წერას შეეშვით მემგონის სჯობს ეს ყველაფერს..რაღაც მიზეზის ძებნა ყოველთვის და ამის გამო მწვრთნელის კრიტიკა უკვე ამოვიდა ყელში..კოსტაკურტა მალდინი და ინძაგი რომ იყვნენ კლუბში მაშინ ნაკრებში ერთადერთი ინძაგი ამოიძახეს და ისიც შეცვლაზე ათამაშეს ორჯერ..და ამ კომენტარებძე პასუხის გაცემას თუ დაიწყებთ ხოლმე კარგი იქნება..ან საერთოდ გააუქმეთ ეს ფუნქცია

• katlego

დაღვინებულია ბატონო მერაბ ხიზანა, მარა მე უფრო დაძმარებული მგონია. კობის ახალგაზრდობის წლებში არ მოუწყვეტია ვარსკვლავები და 36 წლის ასაკში ითამაშებს? ახალგაზდებს იმის ჟილკა მაინც ექნებათ, რომ ვიღაცას უნდა მოუგონ. ისე თუ კარგად თამაშობს 40 წლისაც ვათამაშოთ, მარა რომელი თამაშობს რო?

• rezo

მართალია

მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

"რატომ ის? რადგან ბოსი მე ვარ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ანჟესთან" მატჩის შემდეგ?

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა