ქართველ მოთხილამურეს მასპინძელმა მარტინა გნეჩმა (2.09,68) აჯობა
გუდაურელი მოთხილამურე ნინო წიკლაური საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერია და 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოსაპოვებლად იბრძვის. წლევანდელ სეზონს აღმავლობით ატარებს.

ამას წინათ გაუწყეთ, რომ მან ჰუნდერშტოდერისა (ავსტრია) და პიანკავალოს (იტალია) ტრასებზე მესამე ადგილები დაიკავა.

ორიოდე დღის წინ კვარცხლბეკზე ერთი საფეხურით აინაცვლა - ზოლდო ალტოში (იტალია) ქალთა გიგანტურ სლალომში (2.10,80) ვერცხლის მედალი ერგო. ჩვენებურს მასპინძელმა მარტინა გნეჩმა (2.09,68) აჯობა. მესამე ადგილიც იტალიელ დეიდრე ბელოდისს (2.10,88) ხვდა.

ევროპის თოვლიან ტრასებზე სხვა ქართველმა მოთხილამურეებმაც მოსინჯეს ძალები. გერმანული იენერის ოქროსმედალოსანი იასონ აბრამაშვილი ალემანთა ზამთრის კურორტ გიოტშენში გიგანტურ სლალომში (2.16,67) მეთერთმეტე ადგილით დაკმაყოფილდა. სლოვენიაში მეცხრე იყო ჯაბა გელაშვილი (სლალომი, 1.34,92).

ზოლდო ალტოში იასპარეზეს შოთა ნათაძემ (1.09,78) და სოსო ჯაფარიძემ (2.10,33), რომლებმაც, შესაბამისად, მე-17 და 27-ე ადგილები დაიკავეს.

საგულისხმოა, რომ ორივე სპორტსმენი, ნიკოლოზ კოზანაშვილსა და სანდრო ოგბაიძესთან ერთად, 17-22 თებერვალს რუმინულ ბრაშოვში ახალგაზრდების ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალზე გამოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
მომავალ სეზონებზე ბაკურიანი და გუდაური მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებენ
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა