სამხრეთ კორეის ქალაქი პიონჩანგი ერთი კვირის განმავლობაში ზამთრის მსოფლიო, მე-10 სპეციალურ ოლიმპიადას მასპინძლობდა
სამხრეთ კორეის ქალაქი პიონჩანგი, სადაც 2018 წელს ზამთრის ოლიმპიური თამაშები გაიმართება, ერთი კვირის განმავლობაში ზამთრის მსოფლიო, მე-10 სპეციალურ ოლიმპიადას მასპინძლობდა.

შეჯიბრებაში ჯილდოებისთვის შეზღუდული შესაძლებლობების სპორტსმენები იბრძოლებენ.

საქართველოდან (დელეგაციის ხელმძღვანელი - სპეციალური ოლიმპიადის ეროვნული დირექტორი ჟანეტა გოცირელი, მწვრთნელი ზაზა იაშვილი) სპეცოლიმპიადაზე სამმა სპორტსმენმა იასპარეზა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქალთა ინტერმედიასლალომში მესამე იყო მსგავსი შეჯიბრებების დებიუტანტი მარიამ ხუციანიძე.

გიორგი სანაკოევმა სპეცოლიმპიადებზე პირველად 2005 წელს ნაგანოში მოსინჯა ძალები და გიგანტურ სლალომში ოქროს მედალი მოიპოვა. მსგავს წარმატებას მიაღწია მან აიდაჰოს შტატის (აშშ) ქალაქ ბოისში.

პიონჩანგში კი ორ ბრინჯაოს დასჯერდა გიგანტურ და სპეციალურ სლალომში.

გამოცდილი სპორტსმენია გიორგი კიკნაძეც: ნაგანოში ის მესამე იყო, ამერიკაში მეოთხე-მეხუთე ადგილები გაიყო. პიონჩანგში ისევ ავიდა კვარცხლბეკზე, ოღონდ ამჯერადაც მესამეზე - სპეციალურ სლალომში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა