საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 6 თებერვალს მინსკში გაფრინდა
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები 6 თებერვალს მინსკში გაფრინდა, სადაც ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ მორიგ შეკრებას გაივლის, ოღონდ ამჯერად - ერთობლივს.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბეგი დარჩიამ იქ ახალგაზრდული ნაკრების ის წევრებიც წაიყვანა, რომლებიც უფროსებში გახდნენ საქართველოს ჩემპიონები - ედნარ შავაძე (55) და რობერტ ქობლიაშვილი (84).

ისინი 20-წლიანთა ნაკრებთან ერთადაც ემზადებიან და ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი, საბოლოოდ რომელ გუნდში დარჩებიან, თუმცა დარჩია თავს იზღვევს და ეროვნულთან ერთად მაინც ამზადებს - ვაიდა, უცაბედად დასჭირდეს; თუ არადა, ახალგაზრდულისთვის ხომ იქნებიან მზად.

ამ დუეტის გარდა, დარჩიამ მინსკში ლაშა გოგიტაძე, რევაზ ლაშხი (ორივე - 60), საჩინო დავითაია (66), ზურაბ დათუნაშვილი, მანუჩარ ცხადაია (ორივე - 74), ვლადიმერ გეგეშიძე (84), სოსო ჯაბიძე, ირაკლი ქაჯაია (ორივე - 96), სერგო გოგისვანიძე და გურამ ფერსელიძე (120) წაიყვანა.

ეს ფალავნები მწვრთნელის გეგმაში ისედაც შედიოდნენ, ბოლო დღეებში კი სპონსორთა დახმარებით მათ კიდევ ორი დაემატა - მიხეილ ქაჯაია (96) მშობლიურმა წყალტუბოს რაიონმა დააფინანსა, რევაზ ნადარეიშვილი (84) - სახელოვანმა ვეტერანმა, მსოფლიოს ოთხგზის და ოლიმპიურმა ჩემპიონმა რომან რურუამ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო უქმეებზე სტამბულში ჩატარებულ "ვები ემრეს მემორიალზე" ნადარეიშვილი მეორეზე გავიდა, ქაჯაია - მესამეზე.

ჩვენები მინსკში 21 თებერვლამდე ივარჯიშებენ, მერე კი უნგრეთში გადაინაცვლებენ და 23-24 თებერვალს სომბათჰეიში "ოქროს დიდი პრიზის" რიგით მეორე ტურნირზე გამოვლენ. ის შეჯიბრება დასკვნითი იქნება თბილისში 19-24 მარტს გასამართი ევროპის პირველობისთვის. ჯერჯერობით დაზუსტებით ვერ გეტყვით, ვინ იჭიდავებს უნგრეთში.

შეიძლება, დარჩიამ იქ მინსკიდან ყველა წაიყვანოს, ხოლო თუ ვინმეს გამოაკლებს, ალბათ, ბოლო დღეებში დამატებულ ფალავნებს, რადგან შავაძის გარდა, სხვები საქართველოს ჩემპიონები არ არიან.

მართალია, ქვეყნის პირველობაში ლონდონის ოლიმპიადის მეხუთეადგილოსნები - გეგეშიძე და ფერსელიძე ტრავმების გამო საერთოდ არ გამოსულან, მაგრამ მათ საპატიო მიზეზი ჰქონდათ და ვფიქრობ, მწვრთნელი შანსს მაინც მისცემს.

ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას ჩვენი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიც აგრძელებს, რომლის ძირითადი ნაწილი, ანუ ლიდერები 8 თებერვალს, გამთენიისას ანკარაში გაემგზავრებიან, სადაც 9-10 თებერვალს იაშარ დოგუს სახელობის მემორიალი ტარდება.

მთავარ მწვრთნელ რევაზ მინდორაშვილს იქ გიორგი ედიშერაშვილი (55), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60), კონსტანტინე ხაბალაშვილი (66), დავით მარსაგიშვილი (84), ელიზბარ ოდიკაძე (96) და გენო პეტრიაშვილი (120) მიჰყავს.

მწვრთნელს დავით ხუციშვილის გამოცდაც სურდა, მაგრამ ტრავმა მიიღო - მხრის კუნთი გაეჭიმა. მან ვარჯიში უკვე განაახლა, თუმცა ტურნირზე საჭიდაოდ ჯერ მზად არაა. მინდორაშვილმა მის ნაცვლად სიაში ზურაბ ერბოწონაშვილი შეიყვანა, ოღონდ ბედის ირონიით, ისიც დაშავდა - ამ დღეებში ერთ-ერთ ვარჯიშზე მუხლი დაიზიანა...

რაც შეეხება ამ ნაკრების სათადარიგოებს, მათი ნაწილი "დოგუს მემორიალიდან" ერთ კვირაში - 16-17 თებერვალს კიევის საერთაშორისო ტურნირში იჭიდავებს. იქ სულ ხუთი ფალავნის გაგზავნა იგეგმება: ბექა ლომთაძის (60), ზურაბ იაკობაშვილის (66), მამუკა კორძაიას (96), დავით მოძმანაშვილისა და გიორგი საკანდელიძის (ორივე - 120).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა