ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ზედიზედ ექვსი რონდოს გარეშე

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ზედიზედ ექვსი რონდოს გარეშე

პაუ გასოლი: ერთი თვე თამაშგარეთ
"გოლდენ სტეიტთან" 140 ქულის დაგროვებისა და NBA-სთვის სარეკორდო 23 სამქულიანის ჩაგდების შემდეგ, "ჰიუსტონი" სტუმრად ეწვია ჩემპიონს და ბოლო ცხრა მატჩში მეშვიდედ მოგება სცადა.

როგორც გუნდის ლიდერს შეშვენის, შესანიშნავად ითამაშა ჯეიმს ჰარდენმა, რომელმაც 36 ქულა დააგროვა და ამას 12 (!) მოხსნა, 7 პასი და 3 ჩაჭრა დაუმატა.

ნამდვილად MVP-ის დარი სტატისტიკაა, მაგრამ "როკეტსში" სხვებს არ წაუვიდათ თამაში. მაგალითად, ლინმა და მორისმა სროლის მცირე შესაძლებლობა მიიღეს და სიზუსტეც მოიკოჭლებდა - 17-დან 4. ცნობილია, რომ "მაიამის" წინააღმდეგ ერთი კალათბურთელის კარგი თამაში საკმარისი არ არის გამარჯვების მოსაპოვებლად. და ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა.

კრის ბოში არ თამაშობდა, ამიტომაც თამაშის მთელი ტვირთი ლებრონ ჯეიმსმა და დუეინ უეიდმა მიიღეს საკუთარ თავზე და შესანიშნავად გაართვეს თავი ამოცანას. წყვილმა 63 ქულა დააგროვა, მაგრამ საჭირო მომენტში "მეორე ეშელონის" დახმარება რომ არ ჰქონოდათ, ლებრონისა და დუეინის მონდომება წყალში ჩაიყრებოდა.

ბოშის არყოფნაში სასტარტოში მოხვედრილმა ჰასლემმა შესანიშნავად იმუშავა. საქმე მხოლოდ 13 მოხსნაში არ არის. მთავარი ისაა, რომ სირენამდე 18 წამით ადრე, როცა "მაიამი" სამ ქულას აგებდა, ცენტრმა შეტევაში ააღებინა მეტოქეს ჯარიმა. და ამის შემდეგ, "ჰიუსტონი" 108 ქულაზე "გაიყინა", "მაიამიმ" კი დარჩენილ დროში არა თუ სამი ქულა გააბათილა, არამედ ექვსი ქულით მოიგო მატჩი.

"ბოსტონმა" ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა მას შემდეგ, რაც სეზონის ბოლომდე გამოაკლდა რაჟონ რონდო. თუმცა "კელტები" ახლოს იყვნენ "ტორონტოსთან" მატჩში დამარცხებასთან. ბოლო მეოთხედისთვის დოკ რივერსის შეგირდები 10 ქულას აგებდნენ. თუმცა ხუთეულის მსუბუქმა ვარიანტმა (ტერი, ბარბოზა, პირსი, გრინი, გარნეტი) ოპერატიულად შეძლო ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა, ძირითადად, გარნეტის შესანიშნავი თამაშით. ვეტერანმა სეზონში თავისი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ჯამში მოპოვებული 27 ქულიდან 11 მეოთხე მეოთხედზე მოდის. ეს 12-წუთეული "ბოსტონმა" დიდი უპირატესობით მოიგო - 30:16 და გამარჯვება გაიფორმა. სხვათა შორის, ეს მოგება მე-400 იყო რივერსისთვის "ბოსტონის" მთავარი მწვრთნელის რანგში. ადრე ასეთი შედეგი მხოლოდ ორ სპეციალისტს - ტომ ჰეინსონსა და რედ აუერბახს ჰქონდა.

სულ კი რივერსს კარიერაში 571 გამარჯვება დაუგროვდა, "დალასის" დამრიგებელს რიკ კარლაილს კი ამ შედეგამდე 71 მოგება აკლია. მან გუშინ,"პორტლენდის" ძლევის შემდეგ, 500 გამარჯვებას უწია. აქამდე ისტორიაში მსგავსი შედეგი მხოლოდ 27 მწვრთნელს ჰქონია, მოქმედთაგან კი, კარლაილისა და რივერსის გარდა, ასეთი მონაგარით თავს ადელმანი, პოპოვიჩი და კარლი იწონებენ.

"დალასს" ამ მოგებისთვის დიდი მონდომება დასჭირდა, რადგან "პორტლენდს" სირენამდე წუთით ადრე, ერთი ზუსტი სამქულიანი აკლდა ანგარიშის გასათანაბრებლად.

როგორც ჩანს, წელს "ვაშინგტონის" მთავარი მისია დივიზიონის ლიდერების გამწარებაა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჯერ იყო "კლიპერსის" დამარცხება, ახლა კი "ნიუ იორკს" არ გაუმართლა. "ნიქსმა" 106 ქულა მიიღო გუნდისგან, რომელიც წელს ლიგაში ყველაზე დაბალშედეგიანია (საშუალოდ 91 ქულა) და 5-5 სამქულიანი ჩააგდებინა უებსტერსა და არიზას, რომლებიც, საშუალოდ, 2.7 შორეულ ტყორცნას ათავსებენ კალათში. და კიდევ, ნიუიორკელებმა 28-დან 19 სამქულიანი ააცილეს. არ შეიძლება არ აღინიშნოს ისიც, რომ სტუმრების ოთხმა გამთამაშებელმა - კიდმა, ფელტონმა, შუმპერტმა და პრიჯიონიმ ჯამურ 88 წუთში მხოლოდ 9 შედეგიანი პასი შეასრულეს. ამდენივე იყო უოლის ანგარიშზე, რომელმაც მოედანზე 39 წუთი გაატარა. გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა ბოლო მეოთხედის დასაწყისში მასპინძლების 18:7 გაქცევა. ამისთვის მათ მხოლოდ 204 წამი და ზედიზედ შვიდი შედეგიანი შეტევა დასჭირდათ.

ტორონტო-ბოსტონი 95:99

23:20, 22:30, 34:19, 16:30

ტ: გეი (25+12 მოხსნა+4 ჩაჭრა), ლოური (17+7 მოხსნა+8 პასი+4 ჩაჭრა), ჯონსონი (16+12 მოხსნა), დეროზანი (13), ბარნიანი (13).

ბ: გარნეტი (27+10 მოხსნა), ლი (15), ბარბოზა (14), პირსი (12+11 მოხსნა+6 პასი), ბრედლი (11), ბასი (10).

ფილადელფია-ინდიანა 69:88

15:18, 19:19, 14:22, 21:29

ფ: ჰოლიდეი (19+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), ალენი (12+6 მოხსნა), მოლტრი (12), ჰოიესი (6+10 მოხსნა+3 დაფარება).

ი: ჰიბერტი (18+14 მოხსნა+5 დაფარება), ჯორჯი (15+5 მოხსნა+6 პასი), ჰილი (15+5 მოხსნა+5 პასი), უესტი (15+3 ჩაჭრა).

ვაშინგტონი-ნიუ იორკი 106:96

28:29, 23:19, 19:25, 36:23

ვ: უოლი (21+5 მოხსნა+9 პასი), არიზა (20), უებსტერი (19), ნენე (13+10 მოხსნა), ოკაფორი (12+7 მოხსნა), სინგლტონი (10).

ნ-ი: ენტონი (31+9 მოხსნა), სტაუდმაიერი (19+6 მოხსნა+3 დაფარება), ფელტონი (17), სმიტი (13), ჩენდლერი (8+13 მოხსნა).

ორლანდო-კლიპერსი 76:86

17:17, 25:23, 13:24, 21:22

ო: ნელსონი (18+5 მოხსნა), ვუჩევიჩი (15+14 მოხსნა), ო'ქუინი (10+9 მოხსნა).

კ: ბლედსოუ (27+6 მოხსნა+6 ჩაჭრა+3 დაფარება), ჯორდანი (13+14 მოხსნა), ჰოლინზი (13+8 მოხსნა).

კლივლენდი-შარლოტი 122:95

32:21, 33:20, 35:26, 22:28

კ: ირვინგი (22), უეიტერსი (19+5 პასი), ტომპსონი (17+9 მოხსნა+3 პასი+3 დაფარება), სპეიტსი (11+10 მოხსნა).

შ: მალენსი (15+7 მოხსნა), სეშენსი (14), ჰენდერსონი (12), ტეილორი (10), ტომასი (10).

ატლანტა-მემფისი 103:92

26:22, 32:26, 22:14, 23:30

ა: ტიგი (22+13 პასი), სმიტი (19+11 მოხსნა+6 პასი+3 დაფარება), ჰორფორდი (17+11 მოხსნა), კორვერი (12+6 მოხსნა).

მ: რენდოლფი (20+7 მოხსნა), კონლი (17+8 პასი), ბეილესი (15+5 პასი), გასოლი (14+10 მოხსნა+3 ჩაჭრა).

მაიამი-ჰიუსტონი 114:108

32:30, 31:26, 26:27, 25:25

მ: ჯეიმსი (32+6 მოხსნა+5 პასი), უეიდი (31+5 მოხსნა+8 პასი+4 ჩაჭრა), ბატიე (12), კოული (10), ჰასლემი (9+13 მოხსნა).

ჰ: ჰარდენი (36+12 მოხსნა+7 პასი+3 ჩაჭრა), აშიქი (15+14 მოხსნა), პატერსონი (15), პარსონსი (13), ლინი (13).

დეტროიტი-ბრუკლინი 90:93

24:23, 22:17, 27:29, 17:24

დ: მონრო (23+10 მოხსნა), ბაინუმი (13+7 პასი), სინგლერი (12+5 მოხსნა), ნაითი (12).

ბ: ლოპესი (17+9 მოხსნა), ჯონსონი (16), უოლასი (14), უილიამსი (12+9 პასი), ევანსი (10+14 მოხსნა).

ნიუ ორლეანი-ფინიქსი 93:84

26:27, 28:26, 24:18, 15:13

ნ-ო: ვასკესი (19+12 პასი+4 ჩაჭრა), ამინუ (16+11 მოხსნა), ანდერსონი (14), ლოპესი (11+8 მოხსნა).

ფ: გორტატი (14+7 მოხსნა), დადლი (14+6 მოხსნა), დრაგიჩი (13+6 პასი), ბიზლი (11+5 მოხსნა), სკოლა (11).

ოკლაჰომა-გ სტეიტი 119:98

34:22, 33:27, 23:30, 29:19

ო: დურანტი (25+7 მოხსნა), უესტბრუკი (22+5 პასი+4 ჩაჭრა), მარტინი (21), იბაკა (15+9 მოხსნა+6 დაფარება), ჯექსონი (12+6 პასი), პერკინსი (6+11 მოხსნა).

გ-ს: ჰ. ბარნსი (19), ტომპსონი (19), კარი (14+8 მოხსნა+11 პასი), ლი (12+11 მოხსნა+6 პასი), ბეიზმორი (11).

დალასი-პორტლენდი 105:99

27:33, 30:28, 23:21, 25:17

დ: მაიო (28+5 პასი), კარტერი (17), ნოვიცკი (16+8 მოხსნა), მერიონი (13+10 მოხსნა), ბრენდი (7+10 მოხსნა).

პ: ოლდრიჯი (27+10 მოხსნა), მეტიუზი (21), ლილარდი (19+6 პასი), ჰიქსონი (14+10 მოხსნა).

მინესოტა-სან ანტონიო 94:104

23:21, 18:26, 23:21, 30:36

მ: პეკოვიჩი (21+10 მოხსნა), უილიამსი (15+12 მოხსნა), ბარეა (15), რიდნური (10+5 მოხსნა), ჟელაბალი (10), რუბიო (9+11 პასი).

ს-ა: პარკერი (31+5 მოხსნა+8 პასი), გრინი (28), ლეონარდი (19+10 მოხსნა), სპლიტერი (12+7 მოხსნა).

იუტა-მილუოკი 100:86

19:25, 32:18, 26:19, 23:24

ი: ჯეფერსონი (19+11 მოხსნა), მილსეპი (19+6 მოხსნა+5 პასი+4 დაფარება), კანტერი (17+9 მოხსნა+5 დაფარება), ფოიე (12), კეროლი (11), ფეივორსი (9+11 მოხსნა+3 ჩაჭრა+3 დაფარება).

მ: ჯენინგსი (17+5 მოხსნა+4 ჩაჭრა), ილიასოვა (17), ელისი (13+5 პასი), დალემბერი (10+11 მოხსნა+4 ჩაჭრა+4 დაფარება), დანლივი (10).

გასოლი: ერთი თვე თამაშგარეთ

"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ფორვარდი პაუ გასოლი ოთხი-ექვსი კვირა ვერ დაეხმარება თავის გუნდს, - იტყობინება ESPN. ესპანელმა კალათბურთელმა "ბრუკლინთან" მატჩში მიიღო ტრავმა. როგორც თამაშის შემდეგ სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, გასოლმა მარჯვენა ტერფის ტრავმა გაიმიზეზა და მინიმუმ ერთი თვე ვერ დაეხმარება თავის გუნდს. როგორც კალათბურთელი ამბობს, ის დაახლოებით ორი თვე გრნობდა ტკივილს ფეხის არეში.

მიმდინარე სეზონში ფორვარდი საშუალოდ მატჩში 13.4 ქულასა და 8 მოხსნას აგროვებს.

რიჩარდსონმა სეზონი დაასრულა

"ფილადელფია სიქსერზის" შემტევი მცველი ჯეისონ რიჩარდსონი ექვსიდან ცხრა თვემდე გამოტოვებს მარცხენა მუხლზე გადატანილი ოპერაციის გამო. 32 წლის კალათბურთელი იძულებული გახდა ქირურგიული ჩარევისთვის მიემართა დაზიანებული მყესის სამკურნალოდ.

ამ რეგულარულში რიჩარდსონის საშუალო სტატისტიკა 10.5 ქულასა და 3.8 მოხსნას შეადგენს.

სპურსი ჯეფერსონს უმიზნებს

როგორც ამერიკული პრესა წერს, "სან ანტონიო სპურსი" ფავორიტია "იუტა ჯაზის" ცენტრის ელ ჯეფერსონის ხელში ჩასაგდებად.

იტყობინებიან, რომ ამ გარიგების განხორციელებას, შესაძლოა, ხელი შეუწყოს კლუბებს შორის კარგმა დამოკიდებულებამ. გასული წლის აგვისტოში, "ჯაზის" გენერალური მენეჯერი გახდა დენის ლინდსეი, რომელიც 2007 წლიდან "სპურსის" ოფისში მუშაობდა.

ჯეფერსონის სანაცვლოდ "იუტამ" შეიძლება მიიღოს გამთამაშებლები პატრიკ მილსი ან ნანდო დე კოლო, აგრეთვე ფორვარდი სტივენ ჯექსონი და ცენტრი ტიაგო სპლიტერი.

საუკეთესო ახალბედა ვალანჩუნასია

"ტორონტო რეპტორზის" ცენტრი იონას ვალანჩუნასი ექსპერტებისა და გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელი. შეგახსენებთ, რომ 20 წლის ლიტველი გასული წლის ზაფხულში გადაბარგდა NBA-ში, მანამდე კი ევროლიგის "ამომავალი ვარსკვლავის" პრიზი მიიღო.

გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა ხორვატმა დარიო გირიჩმა, მესამეზე გავიდა ფრანგი ლეო ვესტერმანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კარნავალი ჰიუსტონში

"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" ლებრონ ჯეიმსს ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა

იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა

იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს

ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა

The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის

კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი

"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა

"ეს ერთადერთი რამაა, რისიც მეშინია" - ერლინ ჰოლანის გულახდილი ინტერვიუ

"ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენთან თამაშობს" - როგორ ეხმაურებიან მიქაუტაძის თამაშს სოციალურ ქსელში?

ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ნაპოლისთან" დამარცხდა

[VIDEO] მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა - "ვილიარეალმა" და "იუვემ" ქულები გაიყვეს

[VIDEO] აი, გუნდი - პსჟ-მ ლიდერების გარეშეც კი მოუგო სტუმრად "ბარსელონას"!

[VIDEO] თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე გავიდა

[VIDEO] სადებიუტო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე - მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა!

ეს მოხდა ბაქოში - "ყარაბაღმა" ისევ გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის ლიდერებშია

ჩემპიონთა ლიგა: მიქაუტაძე სასტარტოშია - ქოჩორაშვილი სათადარიგოა

This Is Anfield: საბედნიეროდ "ლივერპულს" მამარდაშვილის სახით ალისონის მემკვიდრე ჰყავს - რამდენ ხანს იუქმებს ბრაზილიელი?

"რეალთან" 0:5-ის შემდეგ "კაირატის" მეკარე ავტომობილით დააჯილდოეს

ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის