ვიქტორია აზარენკას 50 კვირა
მსოფლიოს ყოფილმა მე-13 ჩოგანმა, 24 წლის უნგრელმა აგნეს შავაიმ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. ჩოგბურთელმა ეს გადაწყვეტილება ზურგის ქრონიკული ტრავმის გამო მიიღო.

"ეს არის ერთ-ერთი უმძიმესი მომენტი ჩემს ცხოვრებაში, რადგან ათ წელიწადზე მეტი საჩოგბურთო სამყაროში ვტრიალებდი. მხოლოდ 24 წლის ვარ და ბევრის მიღწევა შემეძლო, მაგრამ სამწუხაროდ, აღარ შემიძლია, რისკის ქვეშ დავაყენო ჩემი ჯანმრთელობა", - ამბობს უნგრელი ჩოგბურთელი.

შავაის კარიერის განმავლობაში მოგებული აქვს WTA-ს ხუთი ტიტული ერთეულებში და ორი - წყვილთა თანრიგში. 2007 წელს აგნესმა ამერიკის ღიას მეოთხედფინალში გააღწია, რაც მისი მთავარი მიღწევაა "დიდი სლემის" ტურნირებზე. მსოფლიოს რეიტინგში საუკეთესო შედეგს 2008 წლის აპრილში მიაღწია, როცა მე-13 ადგილზე დამკვიდრდა. პროფესიულ ტურში გამოსვლამ უნგრელს ჯამში 2 086 125 დოლარი მოუტანა.

2012 წელს შავაიმ მხოლოდ ოთხი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და ყველა წააგო. ბოლოს ის კორტზე ამერიკის ღია პირველობის დროს გავიდა, სადაც ვერ შეძლო პირველი წრის მატჩის დასრულება თავისი თანამემამულის, გრეტა არნის წინააღმდეგ. ბოლო რეიტინგის მიხედვით, შავაი 1017 პოზიციაზე იმყოფება.

"მაქვს საკმარისი ცოდნა და გამოცდილება, რომელიც შემიძლია ახალ თაობას გადავცე. ახლა სწორედ საჩოგბურთო აკადემიის გახსნაზე და ბავშვებთან მუშაობაზე ვოცნებობ. არ ვგეგმავდი ამ საქმის ასეთ ასაკში დაწყებას, მაგრამ ასე გამოვიდა. ასე რომ, მალე შეიტყობთ შავაის აკადემიის გახსნის შესახებ. კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა, მაგრამ ახლა მზად ვარ ახალი ცხოვრების დასაწყებად", - განაცხადა საკუთარი გეგმების შესახებ უნგრელმა.

აზარენკას 50 კვირა

WTA-ს განახლებული რეიტინგის გამოქვეყნების შემდეგ 23 წლის ბელორუსი ჩოგბურთელი ვიქტორია აზარენკა მეათე ჩოგბურთელი გახდა ისტორიაში, ვინც 50 კვირა გაატარა WTA-ს კლასიფიკაციის უმაღლეს საფეხურზე.

შტეფი გრაფი 377 კვირა

მარტინა ნავრატილოვა 332

კრის ევერტი 260

მარტინა ჰინგისი 209

მონიკა სელეში 178

სერენა უილიამსი 123

ჟუსტინ ანენი 117

ლინდსი დევენპორტი 98

კაროლინ ვოზნიაცკი 67

ვიქტორია აზარენკა 50

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვიკა+რედფუ: აზარენკას სკანდალისტი რეპერი შეუყვარდა

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა