დღეს რომ ზამთრის ოლიმპიადა ტარდებოდეს, გუნდურ ჩათვლაში კანადა, ნორვეგია და აშშ მოიგებდნენ
ანალიტიკურმა კომპანია Infostrada Sports-მა, რომელიც სპორტული სტატისტიკით არის დაკავებული, გამოაქვეყნა პროგნოზი სოჭის 2014 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის.

ამ პროგნოზის თანახმად, ზამთრის თამაშებზე მედლების ჩათვლაში პირველობას კანადის ნაკრებს უწინასწარმეტყველებენ. ამ გუნდმა 2010 წელს, ვანკუვერის თამაშებზე პირველი ადგილი დაიკავა. ანალიტიკოსთა აზრით, კანადა სოჭში გააუმჯობესებს ვანკუვერის შედეგებს (14 ოქრო, 7 ვერცხლი და 5 ბრინჯაო) და მოიგებს 17 ოქროს, ექვს ვერცხლსა და 9 ბრინჯაოს.

მედლების ჩათვლაში მეორე ადგილს უწინასწარმეტყველებენ ნორვეგიას - 14 ოქროს მედალს. ანალიტიკოსებმა მესამე ადგილზე დააყენეს ამერიკის შეერთებული შტატები (10 ოქრო).

Infostrada Sports-მა რვა პირველი ადგილი მისცა ავსტრიის ნაკრებს და ის მეოთხე პოზიციაზე იქნება გუნდურ ჩათვლაში. შვიდ-შვიდი ოქროს მედალი უნდა მოიპოვონ გერმანიამ და მასპინძელმა რუსეთმა, ოღონდ გერმანელები რუსებს მედლების საერთო რაოდენობით გაასწრებენ.

პროგნოზის შედგენისას Infostrada Sports-მა გაითვალისწინა შედეგები, რომელიც სპორტსმენებმა ვანკუვერის ოლიმპიადის შემდეგ დააფიქსირეს. ამასთან, პროგნოზი რეგულარულად ახლდება და წარმოდგენას გვიქმნის იმის შესახებ, თუ როგორ დასრულდება სოჭის ზამთრის თამაშები, ახლა რომ იღებდეს სტარტს.

სოჭში ზამთრის ოლიმპიადა 2014 წელს, 7-23 თებერვალს ჩატარდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სოჭის ოლიმპიადაზე უსაფრთხოებას რობოტები უზრუნველყოფენ

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა