მესუთ იოზილმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა
იოახიმ ლიოვის გუნდმა პარიზში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. გერმანიის ნაკრებს საფრანგეთი 1987 წლის შემდეგ არ ჰყავდა დამარცხებული.

მაშინ "ბუნდესნაკრებმა" 2:1 მოიგო (ორივე გოლი რუდი ფიოლერმა გაიტანა). იქიდან მოყოლებული, გამართულ 6 შეხვედრაში 5-ჯერ გამარჯვება ფრანგებს დარჩათ, ერთხელ კი შეხვედრა ფრედ დასრულდა. გასაკვირი ნამდვილად არ არის ის, რომ საერთო ბალანსი საფრანგეთის სასარგებლოდ იყო (11 მოგება, 6 ფრე და 7 მარცხი).

მეზობლების ბოლო შეხვედრა 2012 წელს ბრემენში შედგა. ფრანგებმა 2:1 ოლივიე ჟირუს და ფლორან მალუდას გოლების წყალობით მოიგეს. ერთი წლის წინ გამართული მატჩის მსგავსად, "სტად დე ფრანსზეც" პირველი ტაიმი "სამფეროვნებმა" მოიგეს. არადა, გერმანელები გაცილებით უკეთ თამაშობდნენ და გოლის გატანის საკმაოდ კარგი შანსებიც ჰქონდათ.

შეხვედრის 44-ე წუთზე ანგარიში მატიო ვალბუენამ თავური დარტყმით გახსნა და თითქოს ფრანგთა დაუმარცხებელი სერია უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ამ შეხვედრაში გერმანელების ხასიათმა გადამწყვეტი როლი ითამაშა.

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის მეორე ტაიმში ფრანგები უკეთ გამოიყურებოდნენ და მომენტებსაც უხვად ქმნიდნენ, გოლები ბუნდესნაკრებმა გაიტანა. 51-ე წუთზე შეცდა ეტიენ კაპუ, რომელმაც ბურთი ილქაი გიუნდოგანს ჩააბარა და ამ უკანასკნელის პასის შემდეგ თომას მიულერმა ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრის 74-ე წუთზე კი წლის ერთ-ერთი საუკეთესო პასი ვნახეთ – მესუთ იოზილმა და სამი ხედირამ სამსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა. იოზილის გადაცემა, რომლის შემდეგაც "რეალში" მისი თანაგუნდელი უგო ლორისთან პირისპირ დარჩა, სასწაულთა კატეგორიაში გადის.

მატჩის შემდეგ იოახიმ ლიოვმა, პირველ რიგში, სწორედ იოზილი შეაქო:

"მესუთი დღეს შესანიშნავი იყო. ის დღეს, პრაქტიკულად, შეუცდომლად მოქმედებდა და მას ჩვენ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. ძალიან ბევრი იშრომეს პოდოლსკიმ და მიულერმა, რაც ისეთი შემტევი პოტენციალის მქონე გუნდის წინააღმდეგ, როგორიც საფრანგეთის ნაკრები გახლავთ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დეშამის გუნდმა ბოლო პერიოდში მოუმატა და ახლა გაცილებით კარგი გუნდია, ვიდრე თუნდაც 2010 წელს იყო. მათ ჯგუფში ფავორიტი ესპანეთია, მაგრამ ვფიქრობ, მუნდიალზე საფრანგეთის ნაკრებსაც ვიხილავთ".

სამი ხედირა: "პირველი ტაიმის ანგარიში რეალურ სურათს არ ასახავდა, რადგან ჩვენ მეტოქეზე უკეთ ვთამაშობდით. საფრანგეთის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია, რომელთანაც 90 წუთის განმავლობაში არც ერთი წამით არ უნდა მოეშვა. საბედნიეროდ, მეორე ტაიმში თამაში გადავაწყვეთ და ლამაზი გამარჯვება მოვიპოვეთ".

იმედგაცრუებული იყო მატიო ვალბუენა, რომელმაც საფეხბურთო კარიერაში თავით პირველი გოლი გაიტანა: "ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რადგან კარგად ვითამაშეთ და რომ არა ჩვენი შეცდომები, ამ შეხვედრას არ წავაგებდით. ხასიათი, რა თქმა უნდა, გაგვიფუჭდა, რადგან მოგება გვსურდა, მაგრამ ამ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი მატჩები საქართველოსთან და ესპანეთთან გველის და თუ იმ შეხვედრებს მოვიგებთ, ეს დამარცხება აღარ გაგვახსენდება".

დიდიე დეშამი: "შეტევაში საკმაოდ კარგად ვითამაშეთ და გოლების გატანაც შეგვეძლო. სამწუხაროდ, დაცვაში დაშვებულმა შეცდომებმა ცუდი სამსახური გაგვიწია და დავმარცხდით. მეტოქედ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავდა, რომელთან წაგებაც ტრაგედია არ არის, მაგრამ ოდნავ უფრო მეტად რომ გაგვმართლებოდა, ამ შეხვედრას არ წავაგებდით".

საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს მესუთ იოზილის შექებაც არ დაავიწყდა: "იოზილი ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია, რომელსაც მოედნის შესანიშნავი ხედვა აქვს და მისთვის ბურთის წართმევა ძალიან ძნელია. ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს ის შესანიშნავ ფორმაში იყო და მას ლამის ყველაფერი გამოსდიოდა".

Video

საფრანგეთი - გერმანია 1:2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

[საფრანგეთი-გერმანიის წინ] იოახიმ ლიოვი: ფრანგები ძლიერ ნაკრებებთან ყოველთვის კარგად თამაშობენ

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა