აქა ამბავი ევროპის ჩემპიონის მიერ კოპა ამერიკას მომგების ძლევისა
ერთი კონტინენტის გამარჯვებულმა მეორის ტრიუმფატორს ნეიტრალურ ტერიტორიაზე აჯობა - ყატარის დედაქალაქ დოჰაში, "ხალიფა ინტერნეშნლზე" ესპანეთის ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონობასთან ერთად მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონია, 3:1 მოუგო ურუგვაის ნაკრებს.

იუბილეზე მოპარული გოლი

ამ თამაშში ყველაზე გამოსარჩევი კარლეს პუიოლის დაბრუნებაა - თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ: 34 წლის ვეტერანმა პირველი ტაიმი ითამაშა და "ფურია როხას" მაისურით საიუბილეო, მე-100 კეპი მოიხვეჭა. ესპანეთის ნაკრებში სულ 6 ფეხბურთელია, რომლებიც კარლესს ეროვნულ ნაკრებში თამაშების რაოდენობით ჯობნიან: იკერ კასილიასი, ჩავი, ანდონი სუბისარეტა, ჩაბი ალონსო, რაული და ფერნანდო ტორესი.

პუიოლს შეეძლო, იუბილე გოლითაც აღენიშნა, მაგრამ ყატარელი არბიტრის, ფაჰად ჯაბერის თანაშემწის გამოგონილი ოფსაიდით მას წესების დაცვით გატანილი გოლი გაუუქმეს.

ვისენტე დელ ბოსკემ სამივე დებიუტანტი ათამაშა. "ჩელსის" განაპირა მცველი სესარ ასპილიკუეტა სულაც ძირითადში იყო. შეცვლაზე შევიდნენ ისკო და მარიო სუარესი.

კურიოზული გოლით

ესპანელთა სამივე გოლი "ბარსელონას" ფეხბურთელებმა გაიტანეს, საგოლე პასებიც კატალონიელებისაა. პირველი გოლი ცოტა კურიოზული გამოდგა - სესკ ფაბრეგასმა შორიდან დაარტყა. დარტყმას აუღებელი ნამდვილად არ ეთქმოდა, მაგრამ მეკარე მუსლერამ ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა. "ფურია როხას" მეორე გოლი საჯარიმოს მისადგომებთან ურუგვაელთა მხრიდან ბურთის უაზრო დაკარგვას მოჰყვა - ჟერარდ პიკემ უმალ მოძებნა პედრო როდრიგესი. მესამე გოლი ფაბრეგასის პასს მოჰყვა, პედრომ მუსლერას დაასწრო. გოლკიპერს ამ შემთხვევაშიც უკეთ გარჯა მართებდა.

ურუგვაელებმა შედეგიანად ერთხელ გაისროლეს - პირველ ტაიმში გაათანაბრეს ანგარიში - მცველმა კასერესმა, პლეიმეიქერს რომ შეშურდება, ისეთი პასი "გაუჭრა" კრისტიან "სებოლა" როდრიგესს და მადრიდის "ატლეტიკოს" ახალგაზრდა ნახევარმცველმაც კარლეს პუიოლს დაასწრო.

Video

ესპანეთი - ურუგვაი 3:1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვისენტე დელ ბოსკე: მნიშვნელოვანია, საბრძოლო ჟინი შევინარჩუნოთ [VIDEO]

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა