22 წლის ფლანგის ნახევარმცველი უნგრულ "კეჩკემეტიშია", სადაც სამი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა
1 თებერვალს "ტორპედო" ესპანეთში მოსამზადებელი ეტაპის გასავლელად გაემგზავრება. ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის სიაში არ ყოფილა გიგი იოსელიანი. ორმხრივი შეთანხმებით, მან გუნდთან კონტრაქტი გაწყვიტა.

22 წლის ფლანგის ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში "ტორპედოში" ერთხელაც არ უთამაშია და გუნდის დატოვება სწორედ ამის გამო გადაწყვიტა - მის სურვილს ქუთაისელთა ხელმძღვანელობაც არ შეწინააღმდეგებია.

იოსელიანს რამდენიმე მიწვევა ჰქონდა, ლატვიაში იწვევდნენ, მაგრამ საბოლოოდ, უნგრეთში გაემგზავრა და სეზონისთვის "კეჩკემეტიში" ემზადება.

საშემოდგომო ეტაპის შემდეგ 16-გუნდიან უნგრეთის უმაღლეს დივიზიონში ეს გუნდი 20 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფება.

იოსელიანმა "კეჩკემეტის" შემადგენლობაში უკვე სამი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა: ერთი უნგრეთში, ორიც ხორვატიაში, სადაც ახლა უნგრელები სეზონისთვის ემზადებიან.

პირველი თამაში უნგრეთის პირველი ლიგის "სეგედთან" (1:0) შეუცვლელად ჩაატარა. შემდეგი ორი შეხვედრა გუნდმა ხორვატულ შეკრებაზე გამართა და ქართველი ნახევარმცველი მოედანზე ორივეჯერ მეორე ნახევარში გამოჩნდა.

"კეჩკემეტმა" კოსტრენას "პომორაცთან" 1:2 წააგო, "ისტრასთან" - 3:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა