ეილათში, ფედერაციის თასზე, საქართველოს ნაკრები ხორვატებმაც გაანადგურეს
7 თებერვალს ეილათში (ისრაელი), ფედერაციის თასზე, ევროაფრიკული ზონის პირველი ლიგის A და C ჯგუფებში მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა.

საქართველოს ნაკრები სტარტზე ავსტრიელთა მძლეველმა (2:1) ხორვატებმაც მშრალი ანგარიშით - 3:0 დაამარცხეს: მსოფლიო რეიტინგში 873-ე საფეხურზე მყოფმა 15 წლის ანა კონიუჰმა სოფიო ქვაცაბაიას (459-ე) 6:0, 6:0 მოუგო, 16 წლის დონა ვეკიჩმა (93-ე) მაკა ჩახნაშვილს (400) მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო - 6:0, 6:1; დარია ჯურაკისა და ტერეზა მრდეზას დუეტმა ეკა გორგოძისა და სოფიო შაფათავას ტანდემს აჯობა - 6:3, 6:2.

ჩვენს ჯგუფში ბელორუსმა ავსტრია დაამარცხა - 3:0. ასე რომ, 8 თებერვალს ნახევარფინალის საგზურისთვის ბელორუსები და ხორვატები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, რომლებსაც ორ-ორი მოგება აქვთ. პირველ ლიგაში ვადამდე ადგილის შესანარჩუნებლად ქართველები და ავსტრიელები იბრძოლებენ.

C ჯგუფში მე-2 ტურის პაექრობები ასე დამთავრდა: თურქეთი-პოლონეთი 0:2, რუმინეთი-ისრაელი 2:1.

ასპარეზობის პირველ დღეს კოკისპირული წვიმების გამო B და D ჯგუფების წარმომადგენლებს არ უთამაშიათ. სასტარტო შეხვედრები მათ 7 თებერვალს გამართეს:

B ჯგუფი. დიდი ბრიტანეთი-ბოსნია 3:0, უნგრეთი-პორტუგალია 3:0.

D ჯგუფი. სლოვენია-ლუქსემბურგი 2:1, ბულგარეთი-ჰოლანდია 3:0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

1222
ტატიშვილი არაა ნაკრებში?
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა