ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ვლადიმერ ხინჩეგაშვილს კონკურენტი მოემატა

ვლადიმერ ხინჩეგაშვილს კონკურენტი მოემატა

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, რუსეთის ნაკრების წევრმა ვიქტორ ლებედევმა დაადასტურა, რომ წონით კატეგორიას იცვლის და 60-ში გადადის
ჩვენი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 55-დან 60 კილოგრამში რომ გადავიდა, მკითხველმა უკვე იცის.

ბუნებრივია, მას მშვიდი ცხოვრება არც იქ ექნება და ნებისმიერი მედლისთვის ცხარე ბრძოლა მოუწევს, თუმცა ბოლო დღეებში ამ წონაში ერთი ისეთი საკადრო ცვლილება მოხდა, ვფიქრობ, მკითხველს დააინტერესებს - მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, რუსეთის ნაკრების წევრმა ვიქტორ ლებედევმა დაადასტურა, რომ წონით კატეგორიას იცვლის და 60-ში გადადის.

ამ გადაადგილებით რუსეთის ნაკრებში უკვე ისეთი კონკურენცია შეიქმნა, ბევრგან მსგავსი იქნებ მსოფლიოს დონეზეც არ იყოს.

თავად განსაჯეთ: ლებედევს ახალ წონაში ევროპის ორგზის ჩემპიონი ოპან სატი და მსოფლიოს ხუთგზის გამარჯვებული, ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი ბესიკ კუდუხოვი ხვდებიან.

აქ არაფერს ვამბობთ ისეთ "ჩვეულებრივ" ფალავნებზე, როგორიცაა, მაგალითად, ევროპის მესამე პრიზიორი რასულ მურთაზალიევი ან სხვები.

ჭიდაობის ყველა ქომაგმა კარგად იცის, ზემოდასახელებული სამეული რა დონის ვარსკვლავია - ნებისმიერ ნაკრებში "გაქაჩავენ" ლიდერობას და მსოფლიო მასშტაბის წარმატებებს მოიმკიან, თუმცა არ გამოვრიცხავთ, ეს კონკურენცია კიდევ უფრო გაძლიერდეს - რაღაც ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ წონის შენარჩუნებას ვერც ლონდონურ ფინალში ხინჩეგაშვილის მეტოქე ჯამალ ოთარსულთანოვი ახერხებს.

მართალია, მას ამაზე ღიად არ უსაუბრია, მაგრამ მწვრთნელ ანატოლი მარგიევის სიტყვებში შესაბამისი ქვეტექსტი იგრძნობა. მწვრთნელმა შეგირდს იარიგინის ტურნირი გამოატოვებინა და განაცხადა, რომ ინდივიდუალური პროგრამით ავარჯიშებდა.

საინტერესოა, რომ რუსებს 60 კილოგრამში სამივე ლიდერი ახალგაზრდა ჰყავთ - ლებედევი მარტში გახდება 25 წლისა, კუდუხოვი 27-ისაა, სატი - 26-ის.

ლებედევი ეროვნებით იაკუტიელია და იქაური ავტონომიის პრეზიდენტ ეგორ ბორისოვის სიძეა. აქედან გამომდინარე, მას არასოდეს აკლდა სავარჯიშო პირობები და პრივილეგიები, თუმცა არსებობდა ერთი დაუძინებელი მტერი, რომელსაც სიძე-სიმამრი ვერაფრით მოერია - სპორტსმენის პირადი წონა, რაც მისთვის მუდამ დიდი პრობლემა იყო.

ამ მიზეზით მართლაც ძლიერსა და კარგ მოჭიდავე ლებედევს ევროპის პირველობებზე არც უასპარეზია - წელიწადში ორჯერ დაკლებას ვერ ახერხებდა, ამიტომ კონტინენტის პირველობას ტოვებდა ხოლმე და მთელი აქცენტი მსოფლიოსთვის მოსამზადებელ ეტაპზე გადაჰქონდა, სადაც მთავარი შესარჩევი ტურნირი რუსეთის პირველობა იყო.

წინა წლებში ამ ამოცანას წარმატებით ართმევდა თავს, შარშან კი ფინალში ოთარსულთანოვთან დამარცხდა. მიზეზად მაშინაც ბევრის დაკლება დაასახელეს, თუმცა იმის შემდეგაც არანაკლებ საინტერესოდ განვითარდა მოვლენები - ლამის ოლიმპიადაზე ოთარსულთანოვის გამარჯვებამდე არ წყდებოდა კამათი იმაზე, რომ ლებედევი სჯობდა ჩეჩენს.

ეს ხმები მხოლოდ ჯამალის ლონდონში გამარჯვების შემდეგ მიწყდა და მარგიევმაც ნიშნი მოუგო იაკუტებს - ახლა ხომ დარწმუნდით, ვინაა უფრო ძლიერიო. სხვათა შორის, ოლიმპიადამდე ვრცელდებოდა ხმები, რომ ლებედევის ბანაკმა ოლიმპიურ გუნდში ადგილის დათმობის სანაცვლოდ, დიდძალი ფული შესთავაზა ოთარსულთანოვსო. ამ ყველაფრის უკანმდგომად კი სიმამრ ბორისოვს ასახელებდნენ.

ოპან სატიც ციმბირელია, ოღონდ ეროვნებით ტუვი. მას არც გავლენიანი სიმამრი ჰყავს და არც ჭიდაობაა ტუვის რესპუბლიკაში იმდენად განვითარებული, რომ ადგილზე მზადების საშუალება ჰქონდეს.

ამიტომ ადგა და სავარჯიშოდ რამდენიმე წლის წინ კრასნოიარსკში გადასახლდა, სადაც დიმიტრი მინდიაშვილმა ძლიერი საჭიდაო სკოლა შექმნა, ოღონდ ამ წონის ლიდერად ჯერ ისევ საქართველოში დაბადებულ-გაზრდილი ოსი კუდუხოვი მიიჩნევა.

თუმცა სატი დაბეჯითებით აცხადებს, რომ მიმდინარე ოლიმპიურ ციკლში ლიდერი სწორედ ის იქნება და უძლიერესი კონკურენცია არ აშინებს.

თავისი სიტყვის დასამტკიცებლად პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა - ძლევამოსილად მოიგო იარიგინის ტურნირი, სადაც ფინალში ყოველმხრივ დაჯაბნა ბურიატი ფალავანი ალექსანდრ ბოგომაევი.

შეგახსენებთ, რომ სატმა მალხაზ ზარქუა დაგვიმარცხა 2010 წლის ევროპირველობის ფინალში.

ვნახოთ, როგორ გაამართლებს სატი საკუთარ სიტყვებს და ჩაიგდებს თუ არა ხელთ ლიდერობას, თუმცა კუდუხოვმაც დაძლია "ვარსკვლავური ავადმყოფობით" გამოწვეული, როგორც ერთხელ მინდიაშვილმა თქვა, "პიჟონური ქცევები" და პროფესიონალად ჩამოყალიბდა.

ამის დასტურად მინდიაშვილის სიტყვების შემდეგ ორჯერ მოგებული მსოფლიოს ოქრო და ოლიმპიური ვერცხლი გამოდგება.

კონკურენტებისთვის კარგია, რომ ამდენი ძლიერი ფალავანი ერთად იყრის თავს, თუმცა ჭიდაობის საერთო სანახაობისთვის ცუდია - ძიუდოსგან განსხვავებით, ჭიდაობაში ხომ ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე წონაში ქვეყნიდან მხოლოდ ერთი კაცია დაშვებული, ანუ ამ რანგის ვარსკვლავთაგან ორი თამაშგარეთ რჩება.

თუმცა, ვინც უნდა დააყენონ რუსებმა, ხინჩეგაშვილს ნებისმიერ ვარიანტში უძნელესი მეტოქე ელოდება... თუმცა ასეთებზე საუბრისას ნურც წონის კიდევ ერთ ლიდერს და მართლაც ძლიერ ფალავანს, აზერბაიჯანელ ტოგრულ ასკეროვს დავივიწყებთ, ლონდონურ ფინალში კუდუხოვის მომგებ ათლეტს...

ეს ფაქტი ხინჩეგაშვილის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს, თუმცა სპორტი ხომ ბრძოლაა, სადაც სინით არავინ მოგართმევს გამარჯვებას.

ისიც გვეიმედება, რომ ჩვენი ნაკრების ახალი მწვრთნელები სათითაოდ შეისწავლიან თითოეული სტრატეგიული მეტოქის ჭიდაობას, რაც ჩვენებურს მათთან ბრძოლას გაუიოლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!

ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა

ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს

ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება

"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად

ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ

"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი

[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო

[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა

The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის

კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო

19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა

21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი

"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა

"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა