საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდისთვის მზადებაზე ისაუბრა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდისთვის ემზადება.

მოგეხსენებათ, გუნდში მთავარი მწვრთნელი შეიცვალა, თანამდებობიდან გადადგა "ზესტაფონის" მთავარ მწვრთნელად დანიშნული კახა კაჭარავა, რომელმაც გუნდი შესარჩევი ციკლიდან ელიტრაუნდში გაიყვანა.

ის გია ცეცაძემ შეცვალა და მისი ხელმძღვანელობით, 19-წლამდელებმა პირველი ერთკვირიანი შეკრება 6 თებერვალს დაასრულეს. გუნდმა "გაგრასთან" საკონტროლო მატჩი ჩაატარა (0:2), რომლის შემდეგაც "ლელომ" ცეცაძეს შეკრების შეფასება სთხოვა.

"მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ ეს ჩვენი სამწვრთნელო შტაბის მიერ მოწყობილი პირველი შეკრება იყო.

რამდენიმე ფეხბურთელი ვერ გამოვიძახეთ - ზოგი ლეგიონერია, ზოგიც თავის კლუბში ემზადება. მოწვეული მოთამაშეების 90 პროცენტს კარგად ვიცნობდი და დანარჩენების საქმეში ნახვაც მსურდა. "გაგრამდე" ორმხრივი თამაში გვქონდა.

შეკრება და ეს მატჩები ერთ მიზანს ემსახურებოდა - ჩვენთვის მთავარი იყო, გამოძახებული ფეხბურთელები საქმეში მენახა, გამეცნო და მათი პლუს-მინუსები უკეთ გამეგო.

ადრეც ვთქვი, რომ ახალ მოთამაშეებს ვერ აღმოვაჩენთ, მაგრამ გარკვეულ ტაქტიკურ ცვლილებებსაც ვგეგმავდი და მაინტერესებდა, ორი დღის განმავლობაში დავალებებს როგორ შეასრულებდნენ.- შედეგებს კი ამჯერად მნიშვნელობა არ ჰქონდა.

შემიძლია გითხრათ, რომ კარგი მატჩი გამოგვივიდა. არ ვამბობ, რომ "იფრინეს", მაგრამ ჩემი ხედვა საკმაოდ კარგად აითვისეს.

ყველანაირად ცდილობენ, თამაში გააუმჯობესონ და ახლა წარმოდგენა ყველაზე შემექმნა.

ყველაზე ძნელი ეტაპი ახლა იწყება, 40 კანდიდატიდან 18 საუკეთესო უნდა შევარჩიოთ. იმედია, მომავალ შეკრებას უკვე სრული შემადგენლობით ჩავატარებთ", - ამბობს ცეცაძე.

რა შეიცვალა ნაკრების მთავარი მწვრთნელის მისვლის შემდეგ? ამ კითხვით ქუთაისის "ტორპედოს" 18 წლის ცენტრალურ მცველს, ნიკა სანდოხაძეს მივმართეთ, რომელიც მეორე ციკლია, ამ თაობის გუნდების კაპიტანია:

"ახალს არ ვიტყვი, მწვრთნელის შეცვლა გუნდზე გავლენას ახდენს. გამიხარდა, ცეცაძე რომ დაინიშნა, რადგან ფეხბურთელებთან ურთიერთობა ეხერხება და მასთან მუშაობა მსიამოვნებს.

საინტერესო ვარჯიშები და თამაშები გვქონდა. არიან ახალი სახეები, ყველას კარგად არც ვიცნობდი.

ელიტრაუნდისთვის სერიოზულად უნდა მოვემზადოთ, რადგან ძლიერი მეტოქეები გვყავს. ფავორიტად ინგლისი ითვლება, მაგრამ ბოლო წლების შესარჩევისა და ელიტრაუნდის შეხვედრებმა გვაჩვენა, რომ შეუძლებელი არც მისი დამარცხებაა.

ის მაიმედებს, რომ ამხანაგური თამაშები საკმაოდ ძლიერ მეტოქეებთან გველის და გუნდის შეთამაშებისა და დაბალანსების საშუალება გვექნება".

სანდოხაძეს მიმდინარე სეზონში ქუთაისის "ტორპედოს" ძირითად გუნდში ჯერ ერთი შეხვედრაც არ ჩაუტარებია. ცხადია, დავინტერესდით, როგორ ახერხებს ფორმის შენარჩუნებას მოთამაშე, რომელიც 19-წლამდელებისთვის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა:

"ჯერჯერობით "ტორპედოს" შემადგენლობაში თამაშები არ მიწევს, მაგრამ დუბლებში ვთამაშობ და პრაქტიკის ნაკლებობას დიდად არ ვუჩივი. თუმცა, იმედი მაქვს, ნელ-ნელა წინ წავიწევ და მალე უმაღლეს ლიგაშიც გამოვჩნდები".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა შეკრება ტესტ-მატჩით დაასრულა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა