8 თებერვალს ესპანეთის ქალაქ ხერესში დასრულდა წინასასეზონო ტესტების პირველი სერია
იქ შეიკრიბა 2013 წლის ჩემპიონატში მონაწილე თერთმეტივე გუნდი და აქედან, მხოლოდ "უილიამსი" მუშაობდა შარშანდელი ბოლიდით - დანარჩენებმა ხერესში ახალი მანქანები ჩაიყვანეს. იყო არაერთი პრობლემა, მაგრამ გუნდების უმრავლესობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დაგეგმილი პროგრამა სრულად შესრულდა.

მეოთხე დღეს, ხუთ გუნდში მოხდა პილოტთა ცვლილება: პედრო დე ლა როსას ჰქონდა დებიუტი "ფერარის" საჭესთან (მან ფელიპე მასა შეცვალა), ლუის ჰემილტონმა შეცვალა ნიკო როსბერგი "მერსედესში", სერხიო პერესმა - ჯენსონ ბატონი "მაკლარენში", ლუის რაზიამ - მაქს ჩილტონი "მარუსიაში", ჟიულ ბიანკიმ - პოლ დი რესტა "ფორს ინდიაში" დილის სესიის დროს, თუმცა დღის მეორე ნახევარში პოლი დაუბრუნდა კოკპიტს.

ტესტების დაწყებიდან ერთ საათში წითელი დროშები ააფრიალეს - ერთ-ერთ წრეზე "ფერარის" ბოლიდზე მწყობრიდან გამოვიდა გადაცემათა კოლოფი. მანქანის უკანა ნაწილს ცეცხლი მოედო და საქმეში ჩარევა მოუწიათ მეხანძრეებსა და ტრასის მომსახურე პერსონალს. მანქანა ბოქსებში გადაიყვანეს და რამდენიმე საათის შემდეგ, დე ლა როსა დაუბრუნდა ტრასას.

მეორედ წითელი დროშები გამოფინეს გუტიერესის მანქანის გაჩერების გამო - ბოლიდში საწვავი გათავდა, მესამე პაუზა კი გამოწვეული იყო ტრასის დაზიანებით და რემონტი თითქმის ერთი საათი გაგრძელდა.

დილით, ბევრმა გუნდმა მიმართა რბოლის იმიტაციას, საღამოსთვის კი პილოტები მოკლე სერიებზე გადავიდნენ. მეოთხე დღეს საუკეთესო დრო აჩვენა კიმი რაიკონენმა, ყველაზე გრძელი დისტანცია კი ლუის ჰემილტონმა გაიარა - 145 წრე.

ფორმულა 1 ეთხოვება ხერესს, 11 დღეში კი გუნდები შეიკრიბებიან ბარსელონაში, სადაც 19 თებერვალს სტარტს იღებს ზამთრის ტესტების მეორე სერია.

IV დღე

1. რაიკონენი (ლოტუსი) 1:18.148 (82 წრე)

2. ბიანკი (ფორს ინდია) +0.027 (56)

3. ფეტელი (რედ ბული) +0.417 (96)

4. გუტიერესი (ზაუბერი) +0.521 (142)

5. ვერნი (ტორო როსო) +0.612 (92)

6. ჰემილტონი (მერსედესი) +0.757 (145)

7. პერესი (მაკლარენი) +0.796 (97)

8. ბოტასი (უილიამსი) +1.703 (91)

9. დე ლა როსა (ფერარი) +2.168 (50)

10. პიკი (კატერჰემი) +2.957 (109)

11. რაზია (მარუსია) +3.078 (81)

12. დი რესტა (ფორს ინდია) +5"287 (49)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფორმულა 1: მესამე დღე მასასი იყო

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა