გერმანელი სამთო მოთხილამურის ტრიუმფი
ერთდღიანი შესვენების შემდეგ, ავსტრიის ქალაქ შლადმინგში განახლდა მსოფლიოს ჩემპიონატი. მედლების მესამე კომპლექტი ქალებმა სუპერკომბინაციაში გაითამაშეს.

მას შემდეგ, რაც ჩემპიონატის პირველ დღეს სლოვენიელმა ტინა მაზემ სუპერგიგანტში მოიპოვა ოქრო და კიდევ ერთხელ დაამტკიცა ამ სეზონში თავისი ბრწყინვალე ფორმა, ის უდავო ფავორიტი იყო კომბინაციაში, რომელიც სწრაფდაშვებისგან და სლალომისგან შედგებოდა. მისი აქციები კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც შლადმინგში ტრავმა მიიღო ამერიკელმა ლინდსი ვონმა და სეზონის ბოლომდე გამოვიდა მწყობრიდან.

მაზეს ყველაზე რეალურ კონკურენტად მიიჩნეოდა ავსტრიელი ანა ფენინგერი, რომელიც ამ დისციპლინაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გახლდათ. სწორედ ეს ორი მოთხილამურე ჩაუდგა სათავეში ოქმს პირველი სახეობის - სწრაფდაშვების შემდეგ. მაგრამ მეორე სახეობის - სლალომის დროს სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. აქ თავი შეგვახსენა ცნობილმა გერმანელმა მარია რიშმა, რომელსაც ფავორიტებს შორის არ მოიხსენიებდნენ წლევანდელი სუსტი სეზონის გამო. ისე კი, რიში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი გახლავთ სუპერკომბინაციასა და სპეციალურ სლალომში.

უბრალოდ, წელს გერმანელს ბევრი არაფერი გამოსდიოდა და მსოფლიოს ჩემპიონატამდე მხოლოდ ერთი სლალომი ჰქონდა მოგებული მსოფლიოს თასზე.

მაგრამ პარასკევს, რიშმა შეძლო პრაქტიკულად ჩავარდნილი სეზონის გადარჩენა. სწრაფდაშვების შემდეგ ის მეოთხე ადგილზე იყო, სლალომში კი წელს თავისთვის საუკეთესო გამოსვლა აჩვენა და მინი-სენსაცია შემოგვთავაზა - სწორედ ასე უნდა შევაფასოთ უძლეველი ტინა მაზეს დამარცხება. სლოვენიელს ცუდი სლალომი გამოუვიდა და რიშს 2 მეათედი წამის "ამოქაჩვისა" და 46 მეასედი წამით მოგების საშუალება მისცა. ამიტომაც მაზეს ვერცხლის მედლით დაკმაყოფილება მოუწია, რაც მისთვის ნამდვილად დიდი იმედგაცრუება იყო.

რაც შეეხება ანა ფენინგერს, ის რიშისა და მაზეს კონკურენტი არ ყოფილა, რადგან სლალომისას ერთი კარი ვერ გაიარა და ფინიშამდე ვერ მიაღწია.

გუშინ, გაიხარა ადგილობრივმა პუბლიკამ, რადგან ავსტრიის ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა ამ ჩემპიონატზე. მისი მფლობელი გახდა ვეტერანი ნიკოლ ჰოსპი, რომელმაც პლანეტის პირველობაზე პირველი პოდიუმი მოიპოვა 10-წლიანი შესვენების შემდეგ, სულ კი ჰოსპისთვის ეს გახლდათ მეშვიდე მედალი მსოფლიოს ჩემპიონატებსა და ოლიმპიადებზე.

სუპერკომბინაცია

ქალები

1. მარია რიში (გერმანია) - 2:39.92 (1:49.87+50.05); 2. ტინა მაზე (სლოვენია) - 2:40.38 (1:49.67+50.71); 3. ნიკოლ ჰოსპი (ავსტრია) - 2:40.92 (1:50.99+49.93); 4. მიხაელა კირხგასერი (ავსტრია) - 2:41.56 (1:51.36+50.20); 5. კატრინ ცეტელი (ავსტრია) - 2:41.71 (1:51.28+50.43); 6. ელიზაბეტ გიორგლი (ავსტრია) - 2:42.24 (1:49.72+52.52)...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სამთო თხილამურები: სენსაცია ამერიკელისგან

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა