საქართველოს ნაკრებმა დაძაბულ შეხვედრაში სტუმრებს ანგარიშით 25:12 სძლია
9 თებერვალს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებმა ერთა თასის მეორე ტურში პორტუგალიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა.
"ბორჯღალოსნებმა" დაძაბულ შეხვედრაში სტუმრები ანგარიშით 25:12 დაამარცხეს.
მე-3 წუთზე ლელო ლაშა ხმალაძემ დადო, რის შემდეგაც მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 7:0 გახადა.
რამდენიმე წუთში კი სტუმრებმა ჯარიმა გაიტანეს და ანგარიშში სხვაობა 4 ქულამდე შეამცირეს.
მეორე ტაიმში ანგარიში ამჯერად სტუმრებმა გახსნეს. პორტუგალიელებმა ჯარიმა ზუსტად შეასრულეს და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს - 7:6.
ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი ჯარიმის დარტყმის შანსი მიიღო და მერაბ კვირიკაშვილმა ნაკრებს სამი ქული მოუტანა, თუმცა მალევე პორტუგალიელებმაც შეძლეს საჯარიმო დარტყმით მორიგი სამი ქულების აღება - 10:9.
69-ე წუთზე ლელო თედო ზიბზიბაძემ გაიტანა. კვირიკაშვილმა კი უხერხული პოზიციიდან გატანა ვერ შეძლო - 15:9.
სტუმრებმა მატჩის ბოლო წუთებზე ჯარიმა ზუსტად შეასრულეს - 15:12. პორტუგალიელებს არც "ბორჯღალოსნები" ჩამორჩნენ - კვირკაშვილმა ჯარიმა ამჯერად წარმატებით გამოიყენა - 18:12.
შეხვედრილს მიწურულს კი თედო ზიბზიბაძემ საკუთარ ანგარიშზე მეორე ლელო ჩაიწერა, რასაც კვირიკაშვილის ზუსტი გარდასახვა მოჰყვა - 25:12.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ერთა თასის მორიგ შეხვედრას 23 თებერვალს რუსეთის ეროვნულ გუნდთან სტუმრად გამართავს.
ევროპის ერთა თასი. II ტური
09.02. მიხეილ მესხი. 15:00
საქართველო-პორტუგალია 25:12
საქართველო: 15. ლაშა ხმალაძე, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. თედო ზიბზიბაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ირაკლი მაჩხანელი (კაპ.), 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. გიორგი ბეგაძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია.
სათადარიგოები: 16. რევაზ ბელქანია, 17. დავით ხინჩაგიშვილი, 18. ირაკლი მირცხულავა, 19. ვახტანგ მაისურაძე, 20. ბექა ბიწაძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. დავით კაჭარავა, 23. ირაკლი ყიასაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
მწვრთნელები: ილია მაისურაძე
მწვრთნელი: ილია ზედგინიძე
ევროპის ერთა თასი. II ტური
რუმინეთი - რუსეთი 29:14
ბელგია - ესპანეთი 21:21
სატურნირო ცხრილი
1. რუმინეთი 2 2 0 0 48:27 8
2. საქართველო 2 2 0 0 42:25 8
3. რუსეთი 2 1 0 1 27:38 4
4. ბელგია 2 0 1 1 34:38 3
5. ესპანეთი 2 0 1 1 30:34 3
6. პორტუგალია 2 0 0 2 25:44 1
საქართველო - პორტუგალია 25:12
ასევე იხილეთ:
ბელგია-საქართველო 13:17 - რიხით დაწყება არ გამოვიდა [VIDEO]
gubaz
გივი (გია) თუთბერიძე, არ გეწყინოს ჯიგარ, მაგრამ გეტყობა, რომ რაგბთან ძალიან მწყრალათ ხარ.
koki
ცალსახაა, რომ ჩვენმა ნაკრებმა შეცვალა თამაშის სტილი, რაც ჩემის აზრით უფრო სამომავლო მიზნებისთვისაა განკუთვნილი ანუ სტილის მიახლოება ზე გუნდების თამაშთან.ამ სტილით რუსებთან თამაში შეიძლება ცოტა გაგვირთულდეს, მაგრამ, გარწმუნებული ვარ მოუგებთ, თანაც დისკვალიფიკაცია მოხდილი და დაშავებული მოთამაშეებიც დაგვიბრუნდებიან. რუსებს ჯერ ბევრი აკლიათ ჩვენს დონემდე, დაახლოებით ისეტი შეფარდებაა კლასში, როგორც შოტლანდია საქართველო.
ნიკა
ჩვენ ნაკრებს დაბალანსება აკლია ანუ შერკინების ხაზი გაცილებით უკეთესი გვყავს ვიდრე ბეკები,გარემარბები და 9 ნომერი.მეკომ ცუდად ჩაატარა მთელი თამაში,ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე ბეგაძეც.3 საკუთარი აუტის და 2 შერკინების წაგება კატასტროფული შედეგია.მითუმეტეს პორტუგალიასთან.ამას ემატება ბავშვური შეცდომები რომელიც ძალიან ხშირად გვემართება.პირველ რიგში ვგულისხმობ ბურთის წინ დავარდნას.მოწინააღმდეგის მიერ ფეხით დაკიდებული ბურთის უმრავლესობის ნორმალურად დაჭერას ვერ ახერხებენ ჩვენი მორაგბეები.ეს სენი უკვე მრავალი წელია გვჭირს და ვარავინ და ვარაფერმა უშველა ამ პრობლემას.არ ვიცი სხვა ნაკრები თუნდაც ჩვენზე გაცილებით დაბალი დონის რომელიც კონკრეტულად ამ შეცდომას უშვებს იმ სიხშირით როგორც ჩვენ.თუმცა ბიჭები ყოველთვის ბრძოლობენ ბოლომდე,რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი.ლელო ლელო საქართველო ! ! !
giorgi
ყველაფერი კაი, მაგრამ სხვა გუნდების შედეგებს რატომ არ გვაჩვენებთ ან ცხრილი სადაა?
zaza
ღმერთმა ქნას ვცდებოდე. რუსების და რუმინელების თამაში ვნახე. თამაშის ბოლოს ძლივს გატეხეს რუსები. საკმაოდ რთული თამაში გველის
zaza
მწვრთნელი რა შუაშია. ცდილობს ის კაცი რაც შეუძლია. ჩვენს ხასიათს ჩემი აზრით არგენტინის თამაშის სტილი უფრო შეეფერება, რადგან ძალიან გვიჭირს ხელდახელ თამაში.
Maxo
შენს პირს შაქარი, გორან!
Maxo
პირველი 3 წუთი სუპერ რაგბი ითამაშეს და ლელოც დადეს - აი ეს არის ის, რისკენაც მივისწრაფით და რის ხარჯზეც უნდა დავამარცხოთ მომავალში ელიტური ნაკრებები (შოტლანდია, იტალია ირლანდია და ასე შემდეგ). თუმცა, სამწუხაროდ, კონცენტრაციას კარგავენ მალევე და სიმწყობრეს კარგავენ, მერე ბევრი შეცდომაც მოსდით. ამაზეა ძალიან ბევრი სამუშაო. სხვა მხრივ, სწორი მიმართულებით მივდივართ, სხვაგვარად წინ ვერ წავალთ.
goran
ჩანს რომ რაგბის აზრზე არ არის ხალხი . რა არის მწვრთნელის ბრალი?!, ის რომ ჩვენს აუტში ბურთი დავკარგეთ 3 ჯერ? ის რომ ჯარიმები და გარდასახვა გავმაზეთ 3 ჯერ? რაგბი გუნდური თამაშია, აქ თითო შეცდომა ძალიან ძვირად ჯდება. კარგად ნახეთ რამდენ ფაზიანი ლელო დაიდო ხმალაძის მიერ. ასეთი ლელო როდის გინახავთ საქართველოს ნაკრების შესრულებით? ეს არის მწვრთნელი ხელი მეგობრებო. ამას დრო უნდა თაობები და აზროვნების შეცვლა. წინ დიდი შრომაა საჭირო. მაღალი კლასის რაგბის ნიშნები ჩანს. დამიჯერეთ. მე ძველი რაგბისტი ვარ. :)
zaza
ახალ სტილს რომ ვერ ვითვისებთ კარგად და ძველიც გვავიწყდება აშკარაა.
zaza
შეიძლება რაგბიში ბევრი არაფერი მესმის, მაგრამ ახალ სტილს რომ ვერ ვითვისებთ კარგად და ძველიც გვავიწყდება აშკარაა.
555
საშინელებაა ერთ ადგილს ვტკეპნით მწვრთნელია შესაცვლელი! სად პოულობენ ამ მწვრთნელებს " მალიარი ხარ ბიჭო " თუ ვინ ხარ .......... !
დდდ
ხალხო ასეთი უკანა ხაზი საქართველოს ნაკრები არ ჰყოლია. ბევრს ჰგონია რომ ნაკრები უარესობისკენ მიდის მარა ეგრე არაა!!! თუ ძლიერი და სწრაფი უკანა ხაზი არ გვეყოლება ვერაფერს გავხდებით სხვა კონკურენტ ქვეყნებთან და ის რასაც დღეს საქართველოს მთავარი მწვრთნელი აკეთებს ჩემი აზრით 100%ით სწორია!!!
sandro samkharadze
მწვრთნელი უნდა შეიცვალოს აუცილებლად,ბიჭები თამაშობენ მთელი სულით და გულით მაგრამ გუნდს მწვრთნელის არაფერი ეტყობა,რასაც ვიგებთ ეს მარტო მორაგბეების დამსახურებაა!!!!
გივი (გია) თუთბერიძე
სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს მწვრთნელი. ნაკრების თამაშში რეგრესია და არა პროგრესი.
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
რიჩარდ ქოქრილი: წაგება ჩემი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა
[VIDEO] რა ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან - საქართველოს ნაკრებმა იაპონიასთან დასანანი მარცხი განიცადა
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა