2013 წლის 9 თებერვალს საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" თურქულ შეკრებაზე მეოთხე ამხანაგური მატჩი ჩაატარა
2013 წლის 9 თებერვალს საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" თურქულ შეკრებაზე მეოთხე ამხანაგური მატჩი ჩაატარა.
ამჯერად საქართველოს ჩემპიონის მეტოქე პოლონეთის ექსტრაკლასას წარმომადგენელი, ქალაქ გდანსკის წარმომადგენელი საფეხბურთო კლუბი "ლეხია" გახლდათ.
პოლონეთის მიმდინარე ჩემპიონატში გდანსკის კლუბი მეექვსე ადგილზეა მოკალათებული და გუნდის ღირსებას, პოლონელ ფეხბურთელებთან ერთად, ბრაზილიელი და კონგოელი ლეგიონერები იცავენ.
გდანსკელებთან შეხვედრაში ზესტაფონელებს ვერ დაეხმარა თედორე გრიგალაშვილი, რომელსაც ტრავმა აწუხებს. გარდა ამისა, კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი იმერელთა დამრიგებელმა კახა კაჭარავამ დაასვენა...
იმერელთა წინა მატჩის მსგავსად, "ლეხიასთან" შეხვედრაც ორი განსხვავებული ნაწილისაგან შედგებოდა. თუკი პირველ ტაიმში უკეთ ქართველები გამოიყურებოდნენ და ეს უპირატესობა თორნიკე გორგიაშვილის კარგი გადაცემის შემდეგ თორნიკე აფციაურის მიერ გატანილ გოლშიც აისახა, შეხვედრის მეორე ნახევარში უკეთ გდანსკელები გამოიყურებოდნენ - რამდენიმე ეპიზოდში საიმედოდ ითამაშა მარგველთა დაცვამ, როინ კვასხვაძესაც უფრო ხშირად უხდებოდა თამაშში ჩართვა...
საქმე თითქოს "ზესტაფონის" გამარჯვებისაკენ მიდიოდა, თუმცა მატჩის არბიტრის მიერ დამატებულ მესამე წუთზე პოლონელებმა სწრაფი კომბინაცია გათამაშეს და ვოიცეხ ზისკამ დაპირისპირების საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 1-1.
ზესტაფონელთა შემდგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება: კვასხვაძე, ღონღაძე (თორნიკე გრიგალაშვილი, 46), ლოსანო, კაჭკაჭიშვილი, მილუტინოვიჩი (გაგოშიძე, 70), ბენაშვილი (სარდალიშვილი, 65), გორგიაშვილი (ბაბუნაშვილი, 46), იელიჩი (შარიქაძე, 80), აფციაური (დიაკიტე, 55 (გორგიაშვილი, 85)), რაჟამაშვილი (სამუშია, 52), კუტალია (წინამძღვრიშვილი, 64 (ბენაშვილი, 90)).
თურქული შეკრების დასკვნით სპარინგ-შეხვედრას იმერული გუნდი ბელორუსიის ჟოდინოს "ტორპედო-ბელაზთან" 12 თებერვალს გამართავს.
ზესტაფონი - ლეხია 1:1
fczestafoni.ge
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა