ჩვენი ძიუდოისტები ანთალიაში მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე მიდიან
ოქტომბრის ბოლო ორი დღე ჩვენი ძიუდოისტებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტურნირით იქნება დატვირთული - ანთალიაში მსოფლიოს გუნდური პირველობა ტარდება, რომელშიც ჩვენი ფედერაციის ხელმძღვანელთა დიდი მცდელობით დაგვიშვეს. საქართველოს ნაკრების ახალმა თავკაცმა სოსო ლიპარტელიანმა დაასახელა იქ წასაყვანი შემადგენლობა: ამირან პაპინაშვილი (66), ნუგზარ ტატალაშვილი (73), ლევან წიკლაური, ხვიჩა ხუციშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი (90), ლაშა გუჯეჯიანი (+90), გუშინ კი მწვრთნელი ფედერაციის პრესსამსახურის მეშვეობით დაგვიკავშირდა და გვაცნობა, რომ ამ გუნდს კიდევ ერთი მძიმეწონოსანი - ზვიად ხანჯალიაშვილი დაამატა.

შეგახსენებთ, რომ ეს გუნდური შეჯიბრება "გუნდი-გუნდზე" პრინციპით ტარდება, ასპარეზობა კი შვიდის ნაცვლად ხუთ წონით კატეგორიაში იმართება. ნებადართულია ორი სათადარიგოს წაყვანა, მათი შერჩევა კი ნებაყოფლობითია, თუმცა თავის დროზე ორგანიზატორებმა ეს ისე ჩაიფიქრეს, რომ მათგან ერთი ზედა, მეორე კი მჩატე წონების წარმომადგენელი ყოფილიყო. ისინი მწვრთნელთა კომპეტენციაში არ ერევიან და ეს საკითხი მთლიანად მათ მიანდეს გადასაწყვეტად, მაგრამ შეეცადნენ, გუნდების ხელმძღვანელებისთვის ლავირების საშუალება მიეცათ - კონკრეტულ შეხვედრაში შეუძლიათ მონაწილის შეცვლა მეტოქის სიძლიერის, საჭიდაო სტილისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ჩვეულებისამებრ, ამ წესს მწვრთნელთა უმეტესობა ამგვარადაც იყენებს, მაგრამ სოსო ლიპარტელიანი სხვაგვარად მოიქცა - ერთი სათადარიგო ხომ ზედა წონებში ჰყავდა, მეორეც მძიმეწონოსანი შეარჩია. ცხადია, ეს კარგი ცხოვრებით არაა გამოწვეული - ტურნირში დაშვებულ ორი მჩატე წონაში ვინც ჰყავდა ხეირიანი, ისედაც მიჰყავს, სხვებმა კი ამ ეტაპზე სათადარიგო მონაწილედაც ვერ მოაწონეს თავი.

ჯერჯერობით ისევ უცნობია ჩვენი მეტოქეების ვინაობა ანთალიაში. არც თურქეთის, არც ძიუდოს ევროპული ან მსოფლიო ფედერაციების საიტებზე ამ ტურნირზე ახალი არაფერი წერია, ძველი ინფორმაცია კი ისეთია, სადაც საქართველო სარეზერვოებშიც არაა მოხსენიებული. თუმცა ეს მათი პრობლემაა, ჩვენები კი ტურნირში ნამდვილად გამოვლენ. ისინი ლიპარტელიანისა და თურქეთიდან მწვრთნელად დაბრუნებული ირაკლი უზნაძის თავკაცობით 28 ოქტომბრის ღამეს გაემგზავრებიან ანთალიაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა