"მარსელს" მესამე ადგილიც საეჭვო გაუხდა
24-ე ტური პარასკევს, "პარი სენ ჟერმენის” მატჩით გაიხსნა. ჩემპიონატის ლიდერს "ბასტია” ესტუმრა, რომელიც, რა თქმა უნდა, დაამარცხა, თუმცა სტუმრებს შეუძლიათ იამაყონ იმ ფაქტით, რომ სალვატორე სირიგუს მშრალი სერიის შეწყვეტა მოახერხეს – იტალიელ კიპერს გოლი 803 წუთის განმავლობაში არ ჰქონდა გაშვებული, სანამ 83-ე წუთზე მისი კარი ვაჰბი ხაზრიმ არ აიღო. ხაზრის გოლმა შეხვედრას ინტრიგა დაუბრუნა, მაგრამ ბოლოსწინა წუთზე ესეკილ ლავეციმ ყველა კითხვას პასუხი გასცა.

აღსანიშნავია, რომ დიდი უპირატესობის მიუხედავად, პარიზელებმა ანგარიშის გახსნა მხოლოდ მეორე ტაიმში მოახერხეს. 56-ე წუთზე ხავიერ პასტორეს პასით ჟერემი მენეზმა გაიტანა. ამის შემდეგ მოედანზე ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოვიდა და მინდორზე შესვლიდან ხუთ წუთში 11-მეტრიანი გოლად აქცია.

საბოლოოდ - 3:1 და "პარი სენ ჟერმენმა” დაუმარცხებელი მატჩების სერია 9-მდე გაზარდა (8 მოგება და 1 ფრე). შეხვედრის შემდეგ კმაყოფილი ჩანდა კარლო ანჩელოტი, რომელმაც რამდენიმე ლიდერი სათადარიგო სკამზე დასვა და "ვალენსიასთან” სამშაბათს გასამართი მატჩისთვის დაასვენა.

"ჩვენ მოვიგეთ, სამი ქულა ავიღეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახლა წნეხის ქვეშ ჩვენი მეტოქეები არიან, რომლებმაც აუცილებლად უნდა მოიგონ, თორემ ჩამოგვრჩებიან. ახლა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას თავდაჯერებულები ვხვდებით. კარგია, რომ "ვალენსიასთან” მატჩის წინ რამდენიმე ფეხბურთელს განტვირთვის საშუალება მიეცა. იბრას სკამზე დატოვება რთული იყო, მაგრამ მან ყველაფერი გაიგო, ისევე, როგორც მატუიდმა და სახომ. რა თქმა უნდა, არ გვსურდა, რომ რომელიმე წამყვანი ფეხბურთელი ტრავმის გამო გამოგვკლებოდა,” – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

კვლავ ვერ მოიგო "მარსელმა” და პსჟ-ს უკვე 8 ქულით ჩამორჩა. ელი ბოპის გუნდი ერთ-ერთ აუტსაიდერ "ევიანს” სტუმრობდა და 51-ე წუთზე ანდრე-პიერ ჟინიაკის გოლით იგებდა კიდეც, თუმცა სიტუაცია 58-ე წუთზე შეიცვალა, როდესაც კასიმ აბდალამ საჯარიმოში იუხეშა, რასაც პენალტის დანიშვნა და აბდალას გაძევება (მეორე ყვითელი ბარათი მიიღო) მოჰყვა. 11-მეტრიანი იანიკ საგბომ გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.

მატჩის 73-ე წუთზე მინდორზე ჯორდან აიუ გამოვიდა, რომელმაც მოახერხა და ორ წუთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო. 9 კაცით დარჩენის შემდეგ სტუმრებს შეტევაზე, რა თქმა უნდა, აღარ უფიქრიათ. "ევიანი” ბოლო წუთებზე დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ "მარსელმა” გაძლო და შინ ქულა წაიღო.

ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო "სენტ ეტიენმა” და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე გადავიდა. "მწვანეებმა” მოქმედი ჩემპიონი "მონპელიე” ბრანდაოს, პიერ-ემერიკ ობამეიანის, იოან მოლოს და მატიო ბოდმერის გოლების წყალობით გაანადგურეს.

"რეიმსმა” სტუმრად "ნანსი” დაამარცხა. ამ შეხვედრას საერთოდ არ ვახსენებდით, რომ არა ერთი ისტორიული ფაქტი: ეს იყო "რეიმსის” პირველი საგარეო გამარჯვება 1978 წლის 25 აპრილის შემდეგ, როდესაც ამ გუნდმა "სოშოს” მოუგო (3:2). სხვათა შორის, "ნანსის” მხრიდან გოლი 31 წლის მცველმა სებასტიან პუიგრენიემ გაიტანა, ვინც 4 გატანილი გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

ორი ლიდერის, რომენ ალესანდრინის და მევლუთ ერდინჩის გოლებით მოიგო "რენმა”, რომელმაც შინ "ტულუზი” დაამარცხა. ფრედერიკ ანტონეტის გუნდი "სენტ ეტიენს” წამოეწია და ახლა ეს ორი კლუბი მესამე ადგილზე მყოფ "მარსელს” მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება. თუ ამ სამი კლუბის ფორმას გავითვალისწინებთ, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინ არის.

ლიგა 1. XXIV ტური

პსჟ-ბასტია 3:1

გოლები: 1:0 მენეზი (56), 2:0 იბრაჰიმოვიჩი (71-პენ), 2:1 ხაზრი (83), 3:1 ლავეცი (89).

სტ. ეტიენი-მონპელიე 4:1

გოლები: 1:0 ბრანდაო (13), 2:0 ობამეიანი (29), 3:0 მოლო (48), 3:1 კაბელია (49), 4:1 ბოდმერი (75).

აიაჩო-ბორდო 1:0

გოლი: 1:0 რ. ფატი (31).

ნანსი-რეიმსი 1:2

გოლები: 1:0 პუიგრენიე (29), 1:1 აიტე (48), 1:2 ოდერ ფორტესი (58).

ნიცა-ლორიანი 1:1

გოლები: 0:1 მარეკი (75), 1:1 ეისერიკი (82).

ვალანსიენი-ბრესტი 2:1

გოლები: 1:0 დოსევი (10), 2:0 მატერი (45), 2:1 რასპენტინო (90).

ტრუა-სოშო 0:0

ევიანი-მარსელი 1:1

გოლები: 0:1 ჟინიაკი (51), 1:1 საგბო (59-პენ).

გაძევება: აბდალა (58. მარსელი), ჯ. აიუ (75. მარსელი).

რენი-ტულუზი 2:0

გოლები: 1:0 ალესანდრინი (79), 2:0 ერდინჩი (84).

ლიონი-ლილი 1:3

სატურნირო მდგომარეობა

შენიშვნა: "აიაჩოს” -2 ქულა

ბომბარდირები: 21 – იბრაჰიმოვიჩი (პარი სენ ჟერმენი); 12 – ცვიტანიჩი (ნიცა), გომისი (ლიონი); 11 – ობამეიანი (სენტ ეტიენი); 10 – ალესანდრინი (რენი); 9 - ალიადიერი (ლორიანი), ბენ ბასატი (ბრესტი/ტულუზი), ბენ იედერი (ტულუზი), მოდესტი (ბასტია), ერდინჩი (რენი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლიგა 1. XXIV ტურის: "ოლიმპიკების" ბოლო შანსი

"ამის გაგებისას შემრცხვა!... რუსეთში როგორ ვითამაშოთ, როდესაც უკრაინელები საკუთარ მიწაზე ვერ ასპარეზობენ?! - ფონსეკამ ომზე, ტრამპსა და ინფანტინოზე ისაუბრა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
"ამან ძალიან გამაკვირვა" - დონარუმამ მესისთან თანაგუნდელობის პერიოდზე ისაუბრა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა