დღეს ერევანში სერჟ სარგსიანის სახელობის ტურნირი დაიწყება, რომელშიც თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრები 23 სპორტსმენით გამოვა
დღეს ერევანში სერჟ სარგსიანის სახელობის ტურნირი დაიწყება, რომელშიც საქართველოს ნაკრები გაფართოებული შემადგენლობით, დაახლოებით 23 სპორტსმენით გამოვა. თაობათა ცვლის მიჯნაზე მდგარ თუ ორწლიანი წარუმატებლობით გატანჯულ ნაკრებში შესაცვლელ-გადასახალისებელი ზომაზე მეტია. ამიტომ არცაა გასაკვირი, მწვრთნელები ამხელა გუნდით რომ წავიდნენ.

თანაც, ჩვენი სათადარიგო სპორტსმენები შეჯიბრებებით განებივრებულნი არ არიან და ეს მათთვის სტარტია. მით უფრო, ერევნული ტურნირი ძლიერიც უნდა გამოვიდეს - გამარჯვებული ჯილდოდ 5 ათას დოლარს მიიღებს. ცხადია, ეს დიდი ფულია, თუმცა ამ რეგიონშიც და, საერთოდ, მსოფლიოშიც ლიდერობას კარგა ხანს შეინარჩუნებს ორი კვირის წინ ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში გამართული პრეზიდენტ რამზან კადიროვის სახელობის შეჯიბრება ადლენ ვარაევის თასზე - გამარჯვებულები 20 ათასი დოლარით დააჯილდოვეს!

ბუნებრივია, იმ ტურნირმა ინტერესიც დიდი გამოიწვია და, ალბათ, უმეტესობამ ახლავე დაიწყო მზადება საგაისოდ გამოსასვლელად. ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა რაფაელ მარტინეტიმაც განაცხადა, იმდენად კარგად ჩაატარეთ, გაისად მშვიდად ჩამოვალ აქო, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ჩეჩნეთის პარლამენტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ ვეჭვობთ, მართლა ასე წყნარად ჩავიდეს, ან თვით კადიროვს შერჩეს შეჯიბრების გამართვის თავი.

რაც შეეხება სარგსიანის სახელობის შეჯიბრებას, ჩვენი ახალგაზრდული თუ უფროსთა ნაკრებების ლიდერებიდან იქ ბესარიონ გოჩაშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (ორივე - 55), მალხაზ ზარქუა, მალხაზ ქურდიანი (60), შალვა მუზიაშვილი, კობა კაკალაძე (66), დავით ხუციშვილი, მალხაზ მუზიაშვილი, გელა საღირაშვილი (74), ბექა ჭელიძე, არჩილ ქიტიაშვილი (84), ელიზბარ ოდიკაძე (96), დავით მოძმანაშვილი, გიორგი საკანდელიძე, გიორგი ნიკურაძე (120) იჭიდავებენ. ტრავმებისა თუ სხვა მიზეზთა გამო ამჯერად არ იქნებიან ოთარ თუშიშვილი (66), გიორგი გოგშელიძე (96) და ლევან ბერიანიძე (120).

nino
გამარჯობათ!ერევნის ტურნირის დგევანდელი შედეგები ხომ არ იცით?ან იქნებ მიტხრათ რომელ საიტზე ჰეიდლება ვნახო?დიდი მადლობა
[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა