საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზის "დიდ მუზარადზე" გამოსვლა სამივე სინჯის თითო მედლით დაასრულა
ნავსი გატყდა და ვალერი ლიპარტელიანი (90) საქვეყნოდ ცნობილი პარიზული ტურნირის ჩემპიონია!

ნავსი გატყდა პირადად ფალავნისთვისაც და საქართველოსთვისაც - რაღაც დაუწერელი კანონით, ჩვენებურებს ხომ ყოველთვის უჭირდათ პარიზში მოგება, ლიპარტელიანმა კი ამ წარმატებით დაამტკიცა, რომ კრიზისი დაძლია და მეტოქეთათვის ძველებურად შეუჩერებელი გახდება.

შენგელი ფიცხელაურის, ამირან ტოტიკაშვილის, გიორგი რევაზიშვილის, გიორგი გუგავასა და დავით ასუმბანის შემდეგ ის მეექვსე ქართველია, ვინც ეს პრესტიჟული შეჯიბრება მოიგო.

სამივე სინჯის თითო მედალი, ანუ ჯამში სამი ჯილდო - ასეთი შედეგით დაასრულა ჩვენმა ნაკრებმა პარიზის "დიდ მუზარადზე" გამოსვლა. ვერცხლის მედალი ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) მოიპოვა, ბრინჯაო - ამირან პაპინაშვილმა (60).

თამამად შეიძლება ითქვას, რომ გამოცდა ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემაც წარმატებით ჩააბარა, რომელმაც პირველად გაიყვანა გუნდი უცხოეთში.

ცხადია, ერთი ტურნირი ბევრს არ ნიშნავს, მაგრამ პარიზში ნაკრების მრავალმხრივი პროგრესი დავინახეთ. განსაკუთრებით, ასე ყბადაღებული ფიზიკური მომზადების, გამძლეობა-სუნთქვის მხრივ. ბიჭებიც ბევრად უფრო გახსნილად, თავისუფლად და თამამად ჭიდაობდნენ.

ცხადია, ყველა ერთ დონეზე არაა, მაგრამ წინსვლა თითქმის ყველას ეტყობოდა.

მართალია, გუნდის ნაწილმა ფიზმომზადების შეკრება საკუთარი ხარჯით გაიარა ბაკურიანში, მაგრამ უზნაძის გაზრდილი დატვირთვები და გონივრულად გადანაწილებული ძალებიც, რაც სპორტსმენებს ამოსუნთქვის საშუალებას აძლევდა, დიდ როლს ითამაშებდა. ამასთან, უზნაძე უშუალოდ ჭიდაობის დროსაც, მწვრთნელის სკამიდანაც უნარიანად დირიჟორობდა შეგირდებს და გონივრული რჩევებით ამარაგებდა.

იქნებ "წიწილების დათვლა" ჯერ ადრეა - ამის დრო ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე დადგება, მაგრამ ოლიმპიადიდან სულ რაღაც 6 თვეში იმ დემორალიზებული გუნდიდან ასეთი ბრძოლისუნარიანი კოლექტივის შეკრებას ბევრი ვერ იფიქრებდა. ახლა კი მომავალს იმედიანად შევყურებთ.

აქვე გეტყვით, რომ იმ სამი მედლის გარდა, ჩვენი რამდენიმე ძიუდოისტი მეშვიდე ადგილზე გავიდა, ანუ მედალს ისინიც მიუახლოვდნენ. ეს კი გუნდის სტაბილურობის მაჩვენებელია.

ფინალისტები

ფინალში წაგების მიუხედავად, გავბედავთ და ვიტყვით, რომ პარიზში ყველაზე მეტად ჭრიკიშვილის პროგრესი დავინახეთ.

მართალია, ამჯერად არ გვინახავს ის ჭრიკიშვილი, როგორიც 2010 წელს მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობაზე ვიხილეთ, მაგრამ უფროსებში გადმოსვლის შემდეგ ჯერ არც ასეთი ტურნირი ჩაუტარებია.

ის არც იღლებოდა, თავის ტექნიკურ არსენალსაც კარგად იყენებდა და ბევრად უფრო გახსნილად, თამამად ჭიდაობდა.

ლიპარტელიანმაც ბევრად უკეთ იასპარეზა, მაგრამ ჭრიკიშვილთან შედარებით, ის თითქოს ცოტა უფრო მძიმედ მოძრაობდა, ვერ იყო იმდენად გახსნილი. სამაგიეროდ, ძალზე დამაჯერებლად და მშვიდად იდგა ტატამზე, არც ზედმეტ მოძრაობას აკეთებდა და ადრინდელი ბევრი ტურნირივით უმწეო კი არ ჩანდა, იგრძნობოდა, რომ დაკვირვებით, აზრიანად, აკადემიურად ირჯებოდა, არ რისკავდა.

ეტყობოდა, რომ მყარად იდგა, მოგება შეეძლო და შენც მშვიდად იყავი, რისი საშუალებაც ადრე ხშირად არ გვქონდა. მან იპონებით დაამარცხა ჩვენი ტურნირის წლევანდელი აზერბაიჯანელი ფინალისტი შაჰინ გაჰრამანოვი და ფრანგი ლუდოვიკ გობერტი, გაფრთხილებებით - რუსი ვიქტორ სემენოვი და უზბეკი დილშოდ ჩორიევი; ფინალში კი იუკოთი სძლია მისთვის ბოლო წლებში უხერხულად ქცეულ მეტოქეს, კუბელ მსოფლიოს ბრინჯაოსპრიზიორსა და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ ეშლი გონსალესს.

ვალერი ლიპარტელიანი (ლურჯი) და კუბელი ეშლი გონსალესი

აქ კარგად გამოჩნდა მისი ტაქტიკური მომზადება - დასაწყისში იუკო აართვა, მერე კი ჭკვიანურად შეინარჩუნა ანგარიში. მართალია, სამი გაფრთხილება მიიღო, მაგრამ მის სტილს პასიურსაც ვერ დავარქმევთ. ეს უფრო გაფრთხილებების გონივრულ გადანაწილებას ჰგავდა, თორემ ინიციატიცა რომ არ დაუთმია, ამას კუბელის უმწეობაც მოწმობს - პრაქტიკულად, შანსი არ მისცა მას; ჩავლებებით, ხელის "გათიშვით" თუ დაკვირვებული მოძრაობებით გონსალესი ბოლომდე გაანეიტრალა.

Video

ვალერი ლიპარტელიანი პარიზის ტურნირის გამარჯვებული გახდა

აქ აღსანიშნავია უზნაძის ჭკვიანური დარიგებებიც, თუმცა მისი ღვაწლი განსაკუთრებით სემენოვთან გამოჩნდა შეხვედრის ბოლოს - ჭიდაობა ჩოქბჯენში გადავიდა და ლიპარტელიანი წამოდგომას აპირებდა, როცა მწვრთნელმა შებოჭვისკენ მოუწოდა. საბოლოოდ ვერ შებოჭა და კაცმა რომ თქვას, საამისოდ დიდად ნოყიერი საფუძველი არც თავიდან ჩანდა, მაგრამ დროის გასაყვანად მშვენიერი შანსი იყო.

მართლაც, იმ კოტრიალსა და უშედეგო მცდელობაში 30-იოდე წამი მაინც გავიდა, შეხვედრის დასასრულს კი ამხელა დროის მოგება, როცა ანგარიშია შესანარჩუნებელი, გამარჯვებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია.

საბედნიეროდ, უზნაძე შეგირდებს ჩოქბჯენში ჭიდაობისკენ ხშირად მოუწოდებდა და გაგვიჩნდა იმედი, რომ ეს მორიგი "აქილევსის ქუსლიც" დაიძლევა.

უზნაძე ჭრიკიშვილსაც ისეთ დროულ მითითებებს აძლევდა, რაც მის ჭიდაობას ეფექტურობას და აქტიურ სტილს სძენდა.

სამწუხაროდ, ფინალში ჩვენებურს "გახსნა" გაუჭირდა და ვერც მწვრთნელს აჰყვა დარიგებებში. თუმცა აქამდე არაფრით გამორჩეულ 28 წლის უზბეკ იაკიო იმამოვთან იყო საკამათო მომენტი - იპონისას მეტოქემ გდება თითქოს გარედან დაიწყო.

ბოლოს ჭრიკიშვილი ამაზე მსაჯსაც მიანიშნებდა და მწვრთნელსაც, მაგრამ ფინალში მისი გამოსვლა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ადრინდელებისგან, მან ვერ იპოვა თავისი ჭიდაობა - ვერც ჩავლებას უღებდა მყარად, ვერც ხელს უთიშავდა, ვერც ინიციატივას დაეუფლა.

Video

ავთანდილ ჭრიკიშვილმა პარიზის ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

არადა, ამ ყველაფრისკენ მოუწოდებდა უზნაძე. შენი ჭიდაობა იჭიდავეო, კი ეძახდა მწვრთნელი, მაგრამ ჭრიკიშვილი ვერ "აფეთქდა".

სამწუხაროა, რადგან წინა შეხვედრებში ის შეუჩერებელი იყო - სერბ ალექსეი ნეფედოვს ვაზარ-იპონით აჯობა და შეხვედრის მიმდინარეობას ანგარიშიც ასახავს; ბელგიელ იოახიმ ბოტიესა და ბრაზილიელ ვიქტორ პენალბერს ვაზარებით აჯობა, ნახევარფინალში კი ბრწყინვალედ დააიპონა იაპონელი კეიტა ნაგაშიმა.

ავთანდილ ჭრიკიშვილი (მარცხნივ)

საინტერესოა, რომ ბრინჯაოს მედლები პენალბერმა და ნაგაშიმამ მოიპოვეს, რაც იმაზე მიუთითებს, რამდენად ძნელი გზა გაიარა ჩვენებურმა ფინალამდე.

უმედლო წინსვლა

ამ ორი ფალავნის გარდა, გარკვეული წინსვლა უმედლოდ დარჩენილთა გამოსვლაშიც იგრძნობოდა. მაგალითად - ზებედა რეხვიაშვილის (73) და დავით ლორიაშვილის (100). უბრალოდ, მათ შედეგის მისაღწევად გვარიანად უნდა მოუმატონ.

ოღონდ რეხვიაშვილს თუ უფრო გამძლეობაზე აქვს სამუშაო, ლორიაშვილმა, ამასთან ერთად, ტაქტიკა-ტექნიკასაც უნდა მიხედოს; ასპარეზობის დროსაც მეტი წინდახედულება, მეტი ფიქრი მართებს.

მას უთუოდ აქტივში ჩაეთვლება ებრაელ ორ სასონთან მოგება, ვისთანაც წინა კვირას თბილისში ნახევარფინალში დამარცხდა.

აღსანიშნავია ფრანგ ტიერი ფაბრისთან ვაზარით მოგებაც, თუმცა სამი გაფრთხილებაც მიიღო, ამათგან ბოლო ორი - 15 წამში. თან მეორეზე აშკარად ჩავარდა მუხლებზე, რაც იმ მომენტში, როცა მსაჯმა ჯიუტად დაიჩემა "შიდო" მისი მისამართით, ყოვლად დაუშვებელი იყო. არბიტრმა დარჩენილ 5 წამში მეოთხე გაფრთხილება, პრაქტიკულად, ვერ მოასწრო, თორემ ნამდვილად არ დაინდობდა.

ლორიაშვილი შვედ მარტინ პაცეკთან დამარცხდა, როცა ბოლო წამებზე ვერ გაძლო, თორემ მანამ შეხვედრა მისი უპირატესობით მიმდინარეობდა.

რეხვიაშვილმა ორი შეხვედრა მოიგო, თუმცა რუს მურატ კოძოკოვთან პაექრობაში მსაჯს კურიოზული შეცდომა მოუვიდა - გაფრთხილებები აერია (არადა, თანაბარი იყო) და გამარჯვება ჩვენებურს მისცა, თუმცა მისი შეცდომა მალევე გამოასწორეს და ფალავნები თავიდან გაიყვანეს საჭიდაოდ დამატებით დროში, სადაც ოქროს ქულა იუკოთი რეხვიაშვილმა მოიპოვა.

ამის შემდეგ ის ჯერ მომავალ გამარჯვებულთან, მსოფლიოს ჩემპიონსა და ოლიმპიურ პრიზიორთან, მონღოლ ხაშბაატარ ცაგანბაატართან დამარცხდა, სანუგეშოში - ბელგიელ დიკ ვან ტიხელტთან.

60 კილოგრამი და ხელმოცარულნი

აღსანიშნავია 60 კილოგრამის ვითარებაც - პაპინაშვილის წარმატებას ველოდით კიდეც, თუმცა ურიგოდ არც ბეთქილ შუკვანი გამოსულა, რომელიც საბოლოოდ მეშვიდეზე დარჩა.

არადა, ოლიმპიადის შემდეგ მას ბოლო დღეებამდე არც უვარჯიშია და არც - უჭიდავია სადმე. თუ ის წვრთნას სათანადოდ მოეკიდება, წონაში ერთ-ერთ ლიდერად იქცევა.

ჩვენები მეოთხედფინალში დამარცხდნენ - პაპინაშვილმა მეოთხედ წააგო რუსთა ევროპის ჩემპიონ ბესლან მუდრანოვთან, შუკვანმა - კორეელ ფინალისტ ინ-მინ იანთან.

სანუგეშოში მან ფრანგ ევროპის ჩემპიონ სოფიან მილოსთან დათმო ბრძოლა, პაპინაშვილმა კი კორეელ ვონ ჯინ კიმთან ერთად ბრაზილიელი ოლიმპიური პრიზიორი ფელიპე კიტადაიც დააიპონა.

ამირან პაპინაშვილი კვარცხლბეკზე

ჩვენი გუნდის სხვა წევრებიდან დებიუტანტმა თორნიკე თათარაშვილმა (66) და ნუგზარ ტატალაშვილმა (73) თითო ბრძოლა მოიგეს, ტრისტან ფეიქრიშვილი (66), ლაშა გურული (100), გიორგი ზაქარიაძე და ადამ ოქრუაშვილი (ორივე +100) კი პირველივე შეხვედრაში დამარცხდნენ. ამათგან ყველაზე მოულოდნელი ოქრუაშვილის წაგებაა.

ჩვენი ნაკრები პარიზში დარჩება ერთობლივ ვარჯიშებზე, სამშობლოში კი პარასკევს დაბრუნდება. უზნაძეც მერე დაასახელებს 23-24 თებერვალს დიუსელდორფში "დიდ პრიზზე" წასაყვან შემადგენლობას.

კვარცხლბეკი

ვაჟები

60 კგ. 1). ნაოჰისა ტაკატო (იაპონია); 2). ინ-მინ იანგი (კორეა); 3). ამირან პაპინაშვილი (საქართველო), ბესლან მუდრანოვი (რუსეთი). 7). ბეთქილ შუკვანი (საქართველო).

66 კგ. 1). დავიდ ლაროსე (საფრანგეთი); 2). ტუმურკულეგ დავაადორჯი (მონღოლეთი); 3). იუნ-ჰო ჩო (კორეა), ტომოფუმი ტაკაჯო (იაპონია).

73 კგ. 1). ცაგანბაატარ ხაშბაატარი (მონღოლეთი); 2). ბრუნო მენდონსა (ბრაზილია); 3). დექს ელმონტი (ჰოლანდია), შოჰეი ონო (იაპონია). 7). ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო).

81 კგ. 1). იაკიო იმამოვი (უზბეკეთი); 2). ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო); 3). კეიტა ნაგაშიმა (იაპონია), ვიკტორ პენალბერი (ბრაზილია).

90 კგ. 1). ვალერი ლიპარტელიანი (საქართველო); 2). ეშლი გონსალესი (კუბა); 3). დილშოდ ჩორიევი (უზბეკეთი), ჰიროტაკა კატო (იაპონია).

100 კგ. 1). ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი); 2). ტემუულენ ბატულგა (მონღოლეთი); 3). ჰენკ ხროლი (ჰოლანდია), სირილ მარეტი (საფრანგეთი). 7. დავით ლორიაშვილი (საქართველო).

+100 კგ. 1). ტედი რინერი (საფრანგეთი); 2). სუნგ-მინ კიმი; 3). გუჰამ ჩო (ორივე - კორეა), რიუ სიჩინოჰე (იაპონია).

ქალები

48 კგ. 1). ჰარუნა ასამი (იაპონია); 2). ლაეტიტა პაიეტი (საფრანგეთი); 3). მარია ცელია ლაბორდე (კუბა), ურანცეცეგ მუნკბატი (მონღოლეთი).

52 კგ. 1). იუკი ჰაშიმოტო (იაპონია); 2). მაილინდა კელმენდი (კოსოვო); 3). ანდრეა ჩიტუ (რუმინეთი), ტაკუმი მიიაკავა (იაპონია).

57 კგ. 1). აუტომნე პავია (საფრანგეთი); 2). ანზუ იამამოტო (იაპონია); 3). ლორედანა ოჰაი (რუმინეთი), ნაე უდაკა (იაპონია).

63 კგ. 1). კლარის აგბეგნენო (საფრანგეთი); 2). ანიცკა ვან ემდენი (ჰოლანდია); 3). კანა აბე, მიკი ტანაკა (ორივე - იაპონია).

70 კგ. 1). კიმ პოლინგი (ჰოლანდია); 2). კალიტა ზურანჩიჩი (კანადა); 3). ლუსი დეკოსე (საფრანგეთი), ლაურა ვარგას კოჩი (გერმანია).

78 კგ. 1). ლუსი ლოუტე (საფრანგეთი); 2). აკარი ოგატა; 3). რიუკა სატო (ორივე - იაპონია), კატრინ რობერგე (კანადა).

+78 კგ. 1). მეგუმი ტაჩიმოტო (იაპონია); 2). იდალის ორტისი (კუბა); 3). ეუნ გიეონგ კიმი, ჯიოუნ კიმი (ორივე - კორეა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

luno
batoni irakli uznadzes ufro aqebs vidre bichebs,xooo maaa ert i tvec araa uznadze mtavari mstvneli da opaaaaa,sxvas agaraferi uketebiaaaa...ooox batono irakliii....tatams migmac iqneb arigebdat vinmeee....
koki
ავთანდილ ჭრიკიშვილმა სათანადოდ არ შეაფასა მეტოქე და ეს იყო მისი დამარცხების მთავარი მიზეზი და არა ის, რასაც კომენდატორები გვაბოლებდნენ მისი დამარცხების მიზეზების კომენტარებისას (გარედან გააკეთა მეტოქემ ილეთი და მსგავსი არაფრისმთქმელი გამონათქვამები).
zviadi
ოხ, შენ გენაცვალე ქართველო ვაჟკაცო. ნაღდი ქართული (სვანური)ჯიშის რაინდია ვარლამი.
odala
ვიდეოში ბრიტანელი კომენტატორი ამბობს მეოთხე ქართველია ვინც ეს ტურნირი მოიგოო. ქართველები წერენ მეექვსეო...
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
[VIDEOS] ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ლუის ენრიკე: კვარაცხელია განსხვავებულია, სანახაობრივია, უმაღლესი ინტელექტი აქვს
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენი" "დიუნკერკთან“ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] "კვარამ" "რენს" თქვენი მოწონებული გაუტანა
[VIDEO] ალისონს სამი გაუტანეს - "ლივერპული" "ლიდსთან" ფრეს დასჯერდა
"რენთან" მატჩში ლუის ენრიკემ პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
ბუდუს "ჰაიდენჰაიმმა" ზედიზედ მეორე მატჩი შემოატრიალა
[VIDEO] შოთა ნონიკაშვილმა უკრაინის პრემიერლიგაში გაიტანა!
"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
[VIDEO] ჩაკვეტაძემ ისევ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
[VIDEO] მესი, ჩემზე დაქორწინდები? - არგენტინელის პასუხმა ასაკოვანი გულშემატკივარი გაახარა
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
[VIDEOS] ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
კურტუამ მადრიდის "რეალს" შემადგენლობის გაძლიერება მოსთხოვა
"მართალია ერთმანეთი არ მოგვწონს, მაგრამ..." - პიმბლეტმა გეიჯისთან ბრძოლის წინ თოფურიაზე ისაუბრა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
[VIDEO] ბითაძის 20 და მამუკელაშვილის 16 წუთი - ქართველების ტური NBA-ში
რომელ სამეულს აარჩევს ენრიკე პარიზელთა შეტევაში - დღის საინტერესო მატჩები