მანუჩარ მარკოიშვილმა და გიორგი შერმადინმა კი ფინალები დათმეს
ვიქტორ სანიკიძემ "ვარეზესთან" მატჩის დასრულებამდე 15 წამით ადრე ორი საჯარიმო ჩააგდო და სიენას "მონტეპასკისთვის" მეტოქე მიუწვდომელი გახდა - 77:71. დარჩენილ დროში სხვაობა მხოლოდ სამ ქულამდე შემცირდა, სიენელებმა 77:74 იმარჯვეს და სანიკიძემ პირველი იტალიური ტიტული, თასი მოიგო.

იტალიის თასის ფინალში მან 21 წუთი ითამაშა, 5 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა.

საბერძნეთის თასის გადამწყვეტი მატჩი, "ოლიმპიაკოსსა" და "პანათინაიკოსს" შორის, 10 თებერვალს იტალიურ ფინალზე ნახევარი საათით ადრე დაიწყო და ერთი საათით გვიან დასრულდა.

მიზეზი დარბაზში მომხდარი არეულობა იყო, მოედანზე შუშხუნებთან ერთად სკამებიც ისროლეს... ანთებული შუშხუნა "ოლიმპიაკოსის" კალათბურთელ ჰაინსს მოხვდა, თუმცა დიდი შესვენებების მიუხედავად, მატჩი მაინც გაგრძელდა და "პანათინაიკოსის" გამარჯვებით დასრულდა - 81:78.

ოლიმპიაკოსელმა გიორგი შერმადინმა 4 ქულა ჩააგდო.

თურქეთის თასის ფინალში მანუჩარ მარკოიშვილის "გალათასარაიმ" "ფენერბაჰჩესთან" 57:63 დათმო. მანუმ შეხვედრა 9 ქულით დაასრულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

versus
ღმერთმა სულ გამარჯვების გზით გატაროს! გილოცავ ვიქტორ!
gizog
გილოცავ, ვიქტორ, სულ გამარჯვებით გევლოს.
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა