თბილისის "დინამოდან" წასული 24 წლის ბრაზილიელი ფლანგის შემტევი ბაქოს "ინტერში" სეზონის დასრულებამდე ითამაშებს
მცირე ხნის წინათ დავწერეთ, რომ თბილისის "დინამოსა" და რობერტინიოს გზები გაიყარა. 24 წლის ბრაზილიელ ფლანგის შემტევს გუნდის მთავარი მწვრთნელი დუშან უჰრინი არ ენდობოდა: ამ სეზონში ჩატარებულ 14-ივე მატჩში რობერტინიო მოედანზე შეცვლაზე შევიდა.

მისი და კლუბის შეთანხმებით, კონტრაქტი გაწყდა და რობერტინიომ თბილისური კლუბი დატოვა.

მაშინ გვითხრა, რომ ბრაზილიაში იმყოფებოდა, მაგრამ დავადგინეთ, რომ თბილისში იყო და 8 თებერვალს თურქეთში მოსამზადებლად მყოფ ერთ-ერთ კლუბს შეკრებაზე შეუერთდა.

რობერტინიომ ისიც დასძინა, რომ ჯერ არსად გადასულა: ამაზე არც ვფიქრობ, რადგან ოჯახთან ერთად ყოფნა მომენატრა, კარიერის გაგრძელებაზე ამის შემდეგ ვიფიქრებო; მაგრამ როდესაც ქართველ მეგობრებს ემშვიდობებოდა, თურმე მათ გაუმხილა, რომ აზერბაიჯანის ჩემპიონატში, ბაქოს "ინტერში" აპირებდა გადასვლას.

ეს ინფორმაცია აზერბაიჯანული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე დადასტურდა:

"სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ცოტა ხნით ადრე "ინტერი" კიდევ ერთი ფეხბურთელით გაძლიერდა. რობერტინიო სოარეს ანგინეტი (რობერტინიო), რომელიც ადრე თბილისის "დინამოში" გამოდიოდა, ამიერიდან "ინტერში" ითამაშებს".

ჩვენი ინფორმაციით, ბრაზილიელმა თბილისელ მეგობრებს უთხრა, რომ აზერბაიჯანელებთან სამწლიან კონტრაქტს აფორმებდა, თუმცა "ინტერის" პრესსამსახურის ცნობით, კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე კლუბის ფორმას რობერტინიო სეზონის ბოლომდე, ანუ ჯერ მხოლოდ ექვსი თვით მოირგებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რობერტინიო: თბილისის "დინამოში" დარჩენა აღარ მინდოდა, კარგად!

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა