დასრულებულ ციკლში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი კარიერას, სავარაუდოდ, უცხოეთში გააგრძელებს
სავარაუდოდ, უცხოეთში გააგრძელებს კარიერას თბილისის "დინამოს" 22 წლის ნახევარმცველი თორნიკე თარხნიშვილი.

თარხნიშვილი "დინამოში" შარშან ქუთაისის "ტორპედოდან" გადავიდა, მაგრამ ზაფხულში ჩეხი მთავარი მწვრთნელის, დუშან უჰრინის "სეკვესტრში" მოხვდა და იმ რამდენიმე მოთამაშეს შორის იყო, რომლებიც იძულებულები გახდნენ, იჯარით სხვა კლუბში წასულიყვნენ - ასე აღმოჩნდა თორნიკე ბოლნისის "სიონში".

თარხნიშვილს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, დასრულებულ ციკლში ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო და ცხადია, მის ამბიციას "სიონში" თამაში არ აკმაყოფილებდა.

შევიტყვეთ, რომ თარხნიშვილი (რომელსაც მოედნის ცენტრშიც შეუძლია თამაში და ფლანგებზეც) ლატვიურ კლუბს, "ვენტსპილსს" შეუერთდა და სეზონისთვის მასთან ერთად ემზადება.

"ვენტსპილსი" 9 თებერვალს ლიტვის ქალაქ გარგჟდაის "ბანგასთან" საკონტროლო შეხვედრის ჩასატარებლად ესტუმრა.

"ბანგას" ვებგვერდზე მატჩის ფოტოები განათავსეს, სადაც ჩანს, რომ ლატვიელთა შემადგენლობაში 25 ნომრით სწორედ თარხნიშვილი თამაშობს.

გუნდებმა ორი შემადგენლობით ითამაშეს: ლატვიელებმა ორივე მოიგეს - პირველი 1:0, მეორე კი 4:0. თარხნიშვილმა გუნდის ფორმა პირველ მატჩში მოირგო, სადაც მის წინააღმდეგ "ბანგაში" ორმა ქართველმა ითამაშა - მარჯვენა მცველმა გიორგი ქავთარაშვილმა და თავდამსხმელმა მურთაზ ჩანგელიამ.

პირველმა სრულად ითამაშა, ჩანგელია კი 70-ე წუთზე შეცვალეს.

გერმანული ინტერნეტ-სააგენტო "ტრანსფერმარკტი" თორნიკე თარხნიშვილის ტრანსფერის სავარაუდო ღირებულებად 175 ათას ევროს ასახელებს.

შეგახსენებთ, რომ თარხნიშვილი თამაშობდა "ზესტაფონში" (2005-07), ცხინვალის "სპარტაკში" (2007-2009), "სიონსა" (2009-2010, 2012) და "ტორპედოში" (2010-2011).

რაც შეეხება "ვენტსპილსს", რიგის "სკონტოს" შემდეგ ეს გუნდი ლატვიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია: ოთხჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი (2006, 2007, 2008, 2011), ხუთჯერ - თასის მფლობელი (2003, 2004, 2005, 2007, 2011), 2010 წელს კი ბალტიის თასის გამარჯვებული გახლდათ.

2012 წელს ლატვიის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა და ევროპის ლიგაზე ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა