რატომ დაარტყა ოსვალდომ პენალტი?
ვერ ვიტყვით, რომ XXIV ტურმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა, მაგრამ ბევრი საინტერესო ამბავი კი ნამდვილად მოხდა.

მაგალითად, ლიდერმა უახლოეს მდევართან ქულათა სხვაობა გაზარდა, მილანურმა გრანდებმა კიდევ ერთხელ გაცვალეს ადგილები, "რომას" ტიფოზებმა საყვარელი გუნდის ფეხბურთელებს ობსტრუქცია მოუწყვეს და ა.შ. ამ ყველაფერზე ქვემოთ...

სტრამაჩონი: ასეთია ნამდვილი ინტერი!

"ინტერი"-"კიევოს" შეხვედრა კვირას, გვიან ღამით გაიმართა და ტურის მიმოხილვაში მასზე არაფერი გვითქვამს. "ნერაძურიმ" აღმაფრენით ჩაატარა მატჩი და ვერონული გუნდი ერთი ამოსუნთქვით დაამარცხა. მილანელთა შეტევა ტრავმამოშუშებულმა დიეგო მილიტომ გამოაცოცხლა, რომელიც ანტონიო კასანოსა და როდრიგო პალასიოსთან ერთად მოქმედებდა.

თამაშის სტარტზე ანგარიში კასანომ გახსნა, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ "კიევოს" კიპერის უხეში შეცდომის წყალობით... ტაიმის შუაწელს ლუკა რიგონი მილანელთა საჯირიმოში შეიჭრა და თავური დარტყმით ანგარიში გაქვითა. თუმცა ვერონელებს სიხარული არ დასცალდათ - მალევე ანდრეა რანოკიამ იხეირა, თავური დარტყმით ბურთი მეტოქის კარის ბადეში გაახვია და "ინტერი" კიდევ ერთხელ გაიყვანა წინ.

მეორე ტაიმში ერთი ბურთი დიეგო მილიტომაც გაიტანა და საბოლოოდ, 3:1 მილანელთა სასარგებლოდ.

ნამატჩევს, "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა სტრამაჩონიმ შემდეგი განაცხადა: "ძალიან კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და ვფიქრობ, კრიტიკოსებიც გავაჩუმეთ. ამ შეხვედრით დამტკიცდა, რომ "ინტერის" ჩამოწერა ძალიან ადრეა. კასანო-პალასიო-მილიტომ ყველა დავალება პირნათლად შეასრულა და მთლიანობაში, ბრწყინვალედ ითამაშა. სწორედ ასეთია ნამდვილი "ინტერი" და რაც მთავარია, პროგრესი გაგრძელდება".

მილანს შეტევაში უჭირს

"მილანი" სარდინიაზე ჩავიდა და იქაურ "კალიარისთან" ორი ქულა დაკარგა. სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით, ტრაგიკული არაფერი მომხდარა და "როსონერი" კვლავაც რჩება ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების რეალურ პრეტენდენტად, მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ "როსონერი" უკვე მეორე თამაშია, შეტევაში ფაქტობრივად ვერაფერს ქმნის?!

მასიმილიანო ალეგრის შეგირდებმა "უდინეზე" გამოგონილი პენალტის წყალობით დაამარცხეს, სარდინიაზე კი წაგებას ბეწვზე გადაურჩნენ და იქაც თერთმეტმეტრიანით იხეირეს. "მილანს" შეტევაში უჭირს და ეს, მიუხედავად იმისა, რომ გუნდს მარიო ბალოტელი დაემატა.

იტალიელი ჟურნალისტები ალეგრის აკრიტიკებენ და მის ტაქტიკურ მონახაზს იწუნებენ, რომლის მიხედვითაც სუპერმარიო ცენტრფორვარდია, სტეფან ელ შაარავის და მბიაე ნიანგს კი ფლანგებზე უწევთ სირბილი. იგივე ელ შაარავი მთელ ფლანგზე დარბის, ამ საქმეს უდიდეს ენერგიას ახარჯავს და საფუძვლიანი ეჭვია, რომ ამის გამო დამაგვირგვინებელ ფაზაში ძველებურად ეფექტური ვეღარ არის. "პატარა ფარაონი" აქამდეც გარემარბობდა, მაგრამ ბალოტელის ტრანსფერის შემდეგ ლამის კლასიკურ ნახევარმცველად იქცა და შეტევაზე მეტ დროს ჩაშლას უთმობს. მოკლედ, სტეფანი ჩრდილში მოექცა და მის უგოლო მატჩებსაც მივეჩვიეთ.

არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც "ფარაონის" ხასიათს უკავშირდება. ყველას კარგად გვახსოვს, რომ ელ შაარავი ზლატან იბრაჰიმოვიჩს ემდუროდა და ამბობდა, მოედანზე მიყვირის და ისე ვერ ვთამაშობ, როგორც შემიძლიაო. წავიდა თუ არა შვედი პსჟ-ში, სტეფანმა ლიდერის თვისებები გამოავლინა და შთამბეჭდავად ათამაშდა. მას შემდეგ, რაც "მილანში" ბალოტელი გადაბარგდა, მთელი ყურადღება მასზე გადავიდა და ელ შაარავიც თითქოს ჩაიკარგა.

მოკლედ, "მილანს" შეტევაში უჭირს და ჟურნალისტთა მტკიცებით, ამაში მთავარი დამნაშავე მასიმილიანო ალეგრია... მწვრთნელმა ცენტრფორვარდად ბალოტელი გაამწესა, ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე მყოფი ელ შაარავი კი ფლანგზე დოღის ცხენივით დაჯლიგინებს. გაითვალისწინებს ალეგრი ჟურნალისტთა რჩევებს? - ვნახოთ...

რატომ დაარტყა პენალტი ოსვალდომ?

"რომამ" "სამპდორიასთან" წააგო, რაც არავის გვიკვირს, მაგრამ ამ შეხვედრაში ერთი ფრიად მოულოდნელი ამბავი მოხდა. გენუელთა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, ბურთთან კი რატომღაც არა ფრანჩესკო ტოტი, არამედ პაბლო დანიელ ოსვალდო მივიდა. სჯობდა არ მისულიყო, რადგან იტალიის ნაკრების ფორვარდს კიპერმა აჯობა.

ნამატჩევს რომაელთა თავკაც აურელიო ანდრეაცოლის პირველად ის ჰკითხეს, რატომ დაარტყა პენალტი ოსვალდომ და შემდეგი მოისმინეს:

"წარმოდგენა არ მაქვს და შესაბამისად, ვერაფერს გეტყვით. შტატიანი პენალტისტი სწორედ ჩესკოა და მეც მიკვირს, რატომ მივიდა ბურთთან ოსვალდო. ამ საკითხით აუცილებლად დავინტერესდები, რადგან თავადაც ნახეთ, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ასეთმა ექსპერიმენტმა".

ჟურნალისტებმა ოსვალდო მკაცრად გააკრიტიკეს და მას ამბიციების მოთოკვისკენ მოუწოდეს - გულშემატკივრებმა სულაც ობსტრუქცია მოუწყვეს საკუთარ გუნდს, ოსვალდოს კი სხვადასხვა საგანი ესროლეს. ამის შემხედვარე, თვით ფრანჩესკო ტოტი აღშფოთდა, რომელმაც ბევრისთვის მოულოდნელად, ოსვალდოს მხარი დაუჭირა:

"გუნდს ცუდი დროება უდგას, მაგრამ ეს აგრესია საჭირო ნამდვილად არაა. ყველაზე მეტად ჩვენ გვინდა, რომ მოვიგოთ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ქულების მოგროვება გვიჭირს. ვფიქრობ, გუნდის თამაშში მცირე პროგრესი შეინიშნება და მალე ყველაფერი შეიცვლება.

რაც შეეხება ოსვალდოს, მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, რომელსაც პენალტის გამო არ გავაფუჭებ. პაბლო გრძნობდა, რომ გაიტანდა, თუმცა ინტუიციამ უტყუნა. ამაზე უკვე ვილაპარაკეთ, არანაირი გაუგებრობა არ ყოფილა და ჯობია, მოვეშვათ ამ თემით სპეკულირებას".

ლიდერი და მდევარი

ლიდერმა მდევართან ქულათა სხვაობა ხუთამდე გაზარდა, მაგრამ ვალტერ მაცარი იმედოვნებს, რომ უკვე მომდევნო ტურში "ნაპოლი" ისევ ერთი ფეხის ნაბიჯზე მიუახლოვდება "იუვენტუსს". საქმე იმაშია, რომ "ვეკია სენიორას" "რომასთან" უწევს გასვლითი პაექრობა, "ჯალოროსი" კი რაც უნდა კრიზისში იყოს, ასეთ თამაშებს მაღალ დონეზე ატარებს.

თვითონ "ნაპოლი" "სამპდორიას" მიიღებს და ბუნებრივია, სამი ქულის მოპოვებას შეეცდება.

ყურადღების ცენტრში რჩება ნეაპოლელი უგო კამპანიარო, რომელმაც "ლაციოს" საოცარი სილამაზის გოლი გაუტანა. 32 წლის არგენტინელმა "ნაპოლისთან" კონტრაქტი არ გაახანგრძლივა და როგორც ამბობენ, ზაფხულში "ინტერში" გადაბარგდება. ამის თაობაზე ჟურნალისტებმა თავად ფეხბურთელს ჰკითხეს და გავრცელებული ცნობაც, ფაქტობრივად, დადასტურდა - კამპანიაროს თქმით, სეზონის ბოლომდე "ნაპოლისთვის" არაფერს დაიშურებს, შემდეგ კი ახალ გამოწვევას მიიღებს.

სიმბოლური ნაკრები

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სერია A. XXIV ტური: როცა გოლი ფეხშიშველსაც გაგაქვს [VIDEO]

ყველა დროის ანტი-რეკორდი - იტალიაში 20-მა გუნდმა მხოლოდ 11 გოლი გაიტანა
ლუჩიანო სპალეტი შესაძლოა, სერია A-ში სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს
პირველი შეხვედრა უკვე შედგა - "იუვენტუსმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი შეიცვალოს
"კვარა" ისევ როტაციაში და ორი მნიშვნელოვანი მატჩი პარალელურად
საქართველო - მოლდოვა | ქალთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა
მესიმ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა
2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა
მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი - კეინმა კარლს წარმატება მიულოცა
საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს
ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა
[VIDEO] სასიამოვნო კადრები - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი "ვილიარეალი" სიტის" მატჩამდე
"ბარსელონამ" შეიძლება ტერ შტეგენი სხვა კლუბში გაუშვას
ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს
"სპორტინგმა" ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო - "რეალმა" "იუვენტუსი" ბელინგემის გოლით დაამარცხა
გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "აინტრახტი" დაჯაბნა
ოსიმენის დუბლი - "გალათასარაიმ" და "ატლეტიკმა" გაიმარჯვეს
მამარდაშვილი "აინტრახტთან" სასტარტოშია, ქოჩორაშვილი "მარსელთან" სათადარიგოა
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა
ვარსკვლავური ფინალი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში - ძიუდოში საქართველოს მასტერსი გაიმართა
[PHOTO] "სიტისთან" მატჩამდე მიქაუტაძე ძველ მეგობარს შეხვდა
კატასტროფულმა ზაბარნიმ უნიკალური ანტირეკორდი გაიმეორა