ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: სამი ოვერტაიმი ბოსტონში

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: სამი ოვერტაიმი ბოსტონში

"მაიამი" საკუთარ მოედანზე იღებდა "ლეიკერსს", რომელსაც ფლორიდელებთან ბოლო ექვს მატჩში ხუთი ჰქონდა წაგებული
დღის ცენტრალურ მატჩში "მაიამი" საკუთარ მოედანზე იღებდა "ლეიკერსს", რომელსაც ფლორიდელებთან ბოლო ექვს მატჩში ხუთი ჰქონდა წაგებული. კალიფორნიელები ამ შეხვედრით ასრულებდნენ შვიდმატჩიან გასვლით სერიას. საბოლოოდ, ეს მოგზაურობა დ’ენტონის გუნდმა დადებითი ბალანსით დაამთავრა – 4 მოგება და 3 წაგება.

ბოლო მატჩებში "ლეიკერსი" კატასტროფულად თამაშობდა რომელიმე მეოთხედს. ამჯერად კალიფორნიელები მეოთხე მეოთხედში ჩავარდნენ. სტუმრებმა 12 წუთში რვა შეცდომა დაუშვეს, "ჰიტს" კი ერთხელაც არ დაუკარგავს ბურთი და მეტოქის შეცდომები რვა ქულაში გარდასახა.

გარდა ამისა, სტუმრების რიგებში არ აღმოჩნდა კალათბურთელი, რომელიც შეძლებდა ჯეიმსისა და უეიდის შეჩერებას, რომლებმაც თამაშიდან 34-ჯერ ისროლეს და 26 ბურთი მოათავსეს კალათში. სტუმრებმა წააგეს ფარი, რაც ასეთი ტიპის

შეხვედრებში მნიშვნელოვანი ფაქტორია. გარდა ამისა, "ლეიკერსმა" ვერაფერი დაუპირისპირა "ჰიტის" სწრაფ გარღვევებს. "მაიამიმ" ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო, ლებრონ ჯეიმსმა კი საკლუბო რეკორდი დაამყარა – ზედიზედ ხუთი მატჩი ჩაატარა, რომელშიც მინიმუმ 30 ქულას აგროვებდა და 60-პროცენტიანი სიზუსტით ესროდა.

ნამდვილი თრილერი გათამაშდა ბოსტონში, სადაც ერთმანეთს ხვდებოდნენ შთამბეჭდავი მოგებათა სერიის მქონე გუნდები. "ბოსტონმა" რონდოს დაკარგვის შემდეგ ზედიზედ ექვსი მატჩი მოიგო, "დენვერს" კი მიჯრით ცხრა შეხვედრა ჰქონდა მოგებული.

"სელტიქსს" 63 წუთი დასჭირდა ბრწყინვალე ფორმაში მყოფი მეტოქის დასამარცხებლად. ასეთ შეხვედრებში რომელიმე მოთამაშის გმირობის მოწმენი ვხდებით. პირსისგან და გარნეტისგან ძლიერი თამაში არავის უკვირს, ჯეისონ ტერის 26 ქულა კი სწორედ ის ფაქტორი გახდა, რამაც "დენვერს" ზედიზედ მეათე შეხვედრა არ მოაგებინა. სწორედ ექსდალასელის სამქულიანმა დაუსვა წერტილი მესამე ოვერტაიმს.

"დენვერმა" ერთგვარი გმირობა ჩაიდინა, როცა ლიგაში ერთ-ერთ საუკეთესო დაცვა გადალახა. "სელტიქსმა" წააგო ფარქვეშ ბრძოლა, სამაგიეროდ, 13 სამქულიანი ჩააგდო და საბოლოოდ თამაშიდან 39-პროცენტიანი სიზუსტე იკმარა მატჩი მოსაგებად.

ტერის, პირსისა და გარნეტის გარდა, გმირულად თამაშობდა ჯეფ გრინი, რომლის სამქულიანმა გადაარჩინა "ბოსტონი" პირველ ოვერტაიმში. მეორე დამატებით დროში მასპინძლები პირსის სამქულიანით "გამოძვრნენ", მესამეში კი საქმეს ხელი მოჰკიდა გარნეტმა, რომელმაც, უბრალოდ, "დაბომბა" მეტოქის ფარი საფირმო საშუალო ტყორცნებით.

დასავლეთის ლიდერებმა – "სან ანტონიომ" და "ოკლაჰომამ", უბრალოდ, დასცინეს თავიანთ მეტოქეებს. "თანდერმა" პირველ ტაიმში მოამთავრა საქმე და კინაღამ აიძულა "ფინიქსი", განეახლებინა ანტირეკორდი მატჩში შედეგიანობის მიხედვით. "ოკლაჰომას" ლიდერები საერთოდ არ გამოჩენილან მოედანზე მეოთხე მეოთხედში.

ტიმ დანკანისა და მანუ ჯინობილის გარეშე მოთამაშე "სან ანტონიომ" კი "ბრუკლინთან" გასვლით მატჩში მეორე ტაიმში გადაწყვიტა მატჩის ბედი. "სპურსმა" მესამე და მეოთხე მეოთხედები 60:29 მოიგეს. "სან ანტონიოს" მოგება განაპირობა ტონი პარკერის გენიალურმა თამაშმა და 19 ცდიდან 12-მა ჩაგდებულმა სამქულიანმა.

მაიამიში განადგურების შემდეგ "კლიპერსმა" რეაბილიტაცია ნიუ იორკში გადაწყვიტა. მატჩის შემდეგ ჯამალ კროუფორდმა აღიარა, რომ მისი გუნდი ვერ მოიგებდა ვეტერანი გრანტ ჰილის გარეშე. ამ უკანასკნელმა მიმდინარე სეზონში პირველად შეგვახსენა, რომ დიდი ინდივიდუალისტია. კარმელო ენტონიმ პირველ სამ მეოთხედში 40 ქულა დააგროვა და მისი შემჩერებელი არ ჩანდა, მაგრამ მოედანზე 40 წლის ჰილის გამოჩენის შემდეგ მელომ ბოლო მეოთხედში მხოლოდ ორი ტყორცნა შეასრულა.

სანამ "ნიქსის" ლიდერი დაკარგულ თამაშს ეძებდა, კროუფორდი იმყარებდა პოზიციებს საუკეთესო მეექვსე მოთამაშის პრიზისთვის ბრძოლაში. გადამწყვეტ სპურტში (15:4) მისი წილი 8 ქულა იყო. ამის შემდეგ ენტონიმ და ფელტონმა სცადეს მატჩის ბედის შემოტრიალება, მაგრამ ექვს ქულაზე ახლოს ვერ მიუახლოვდნენ მეტოქეს.

ნიუ იორკი-კლიპერსი 88:102

17:22, 27:30, 26:19, 18:31

ნ-ი: ენტონი (42+8 მოხსნა), ფელტონი (20+5 პასი), ჩენდლერი (6+11 მოხსნა).

კ: კროუფორდი (27), პოლი (25+6 მოხსნა+7 პასი+4 ჩაჭრა), გრიფინი (17+12 მოხსნა), ბლედსოუ (13+3 დაფარება).

მაიამი-ლეიკერსი 107:97

25:26, 28:27, 25:20, 29:24

მ: ჯეიმსი (32+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), უეიდი (30+5 პასი+3 ჩაჭრა), ჩელმერსი (13), ბოში (12+11 მოხსნა).

ლ: ბრაიანტი (28+6 მოხსნა+9 პასი), კლარკი (18+9 მოხსნა), ჰოვარდი (15+9 მოხსნა), ნეში (15).

საკრამენტო-ჰიუსტონი 117:111

28:25, 29:28, 27:33, 33:25

ს: სალმონსი (23+6 პასი), ტომასი (23+6 პასი), კაზინსი (20+7 მოხსნა), ტომპსონი (12+7 მოხსნა), გარსია (11), ჰეისი (8+12 მოხსნა).

ჰ: ჰარდენი (30+6 მოხსნა), პატერსონი (18+6 მოხსნა), აშიქი (17+12 მოხსნა+3 დაფარება),

დელფინო (15), ლინი (12+6 პასი).

ბოსტონი-დენვერი 118:114 (3ო)

29:19, 21:27, 28:24, 14:22, 7:7, 8:8, 11:7

ბ: პირსი (27+14 მოხსნა+14 პასი), ტერი (26+3 ჩაჭრა), გარნეტი (20+18 მოხსნა+6 პასი+3 დაფარება), გრინი (17+3 დაფარება), ბრედლი (13+5 მოხსნა+3 ჩაჭრა).

დ: ლოუსონი (29+6 მოხსნა+9 პასი), გალინარი (18+10 მოხსნა+3 ჩაჭრა), მილერი (15+5 მოხსნა+6 პასი), ფარიდი (14+12 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბრიუერი (13+3 ჩაჭრა), მაკგი (5+16 მოხსნა+3 დაფარება).

ტორონტო-ნიუ ორლეანი 102:89

32:21, 18:26, 19:19, 33:23

ტ: გეი (20+8 მოხსნა), ლუკასი (19), ლოური (14+5 მოხსნა+10 პასი), ჯონსონი (14+7 მოხსნა), ვალანჩუნასი (11+10 მოხსნა), ანდერსონი (11+3 ჩაჭრა).

ნ-ო: ლოპესი (19), ვასკესი (17+7 მოხსნა+6 პასი), ანდერსონი (15+6 მოხსნა), რობერტსი (13).

ორლანდო-პორტლენდი 110:104

22:26, 33:23, 24:23, 31:32

ო: რედიკი (22+5 პასი), ვუჩევიჩი (17+19 მოხსნა), აიონი (16+11 მოხსნა+6 პასი), ნიკოლსონი (14+5 მოხსნა), აფლალო (14), ნელსონი (10+15 პასი).

პ: ოლდრიჯი (25+6 მოხსნა+5 პასი), ბატუმი (19+8 მოხსნა+6 პასი), მეტიუზი (17+5 მოხსნა), ჰიქსონი (11+7 მოხსნა), ლილარდი (4+12 პასი).

მემფისი-მინესოტა 105:88

21:20, 26:17, 29:19, 29:32

მემ: პრინსი (18), რენდოლფი (16+8 მოხსნა), კონლი (16+8 პასი), დეი (16).

მინ: რიდნური (17), რუბიო (17), ჟელაბალი (14), შვედი (10+9 პასი).

ბრუკლინი-სან ანტონიო 86:111

35:25, 22:26, 14:30, 15:30

ბ: ჯონსონი (19), ლოპესი (18+9 მოხსნა), უილიამსი (15).

ს-ა: პარკერი (29+11 პასი), გრინი (14), სპლიტერი (13+9 მოხსნა), ბონერი (11), დიაო (10).

ფინიქსი-ოკლაჰომა 69:97

16:27, 18:24, 14:23, 21:23

ფ: მორისი (12).

ო: უესტბრუკი (24+6 პასი+4 ჩაჭრა), სეფოლოშა (20+3 ჩაჭრა), დურანტი (18+7 მოხსნა), იბაკა (12+6 მოხსნა).

ცვლილება შაკის გუნდში

"დეტროიტ პისტონზის" ცენტრი ანდრე დრამონდი მონაწილეობას არ მიიღებს "ყველა ვარსკვლავის უქმეებზე" დებიუტანტებისა და "მეორეწლიანების" ტრადიციულ მატჩში. ამის მიზეზი ზურგის ტრავმაა.

დრამონდს "შაკის გუნდში" უნდა ეთამაშა. ახლა დეტროიტელის ადგილს ამ გუნდში "ორლანდოს" ფორვარდი ენდრიუ ნიკოლსონი დაიკავებს. აღნიშნული შეხვედრა ჰიუსტონში 15 თებერვალს გაიმართება.

ნოა ოლ სტარს გამოტოვებს?

ამასობაში გამორიცხული არ არის, "ყველა ვარსკვლავის მატჩი" გამოტოვოს "ჩიკაგოს" ძირითადმა ცენტრმა ჟოაკიმ ნოამ. ფრანგ კალათბურთელს ტერფის ტრავმა აწუხებს და გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, რეგულარულ ჩემპიონატში რამდენიმედღიან პაუზას სამკურნალოდ და დასვენებისთვის გამოიყენებს.

"რა თქმა უნდა, მინდოდა ამ მატჩში მონაწილეობის მიღება, მაგრამ უნდა ვიმოქმედო გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე "ყველა ვარსკვლავის მატჩი". ასე რომ, ვნახოთ", - ამბობს ნოა.

ფრანგმა დაადასტურა, რომ მონაწილეობას მიიღებს "ჩიკაგოს" ორ შეხვედრაში, რომელიც "ყველა ვარსკვლავის უქმეებამდე" გაიმართება.

კლივლენდი ოდენს მოელაპარაკა?

"კლივლენდ კავალიერზი" დედლაინის დადგომამდე აპირებს თავისუფალი აგენტისთვის - გრეგ ოდენისთვის ორწლიანი კონტრაქტის შეთავაზებას. თუ თანამშრომლობა წარმატებული გამოვა, ცენტრს ხელშეკრულების ერთი წლით გაგრძელების საშუალება ექნება.

ოდენის აგენტის, მაიკ კონლის თქმით, 25 წლის კალათბურთელი რამდენჯერმე შეხვდა "კავალიერსის" ხელმძღვანელობას და უახლოეს ხანში ისევ აპირებს კლივლენდში ჩასვლას.

ოდენს NBA-ში დებიუტი 2008 წელს ჰქონდა და მას შემდეგ ხუთი ოპერაცია გადაიტანა მუხლების სამკურნალოდ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ვინ ჩატენის "ოლ სტარზე"?

იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა

იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს

"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა