სამთო თხილამურებში მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლების მეექვსე კომპლექტი მამაკაცებმა სუპერკომბინაციაში გაითამაშეს
სამთო თხილამურებში მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლების მეექვსე კომპლექტი მამაკაცებმა სუპერკომბინაციაში გაითამაშეს. ბრწყინვალე ფორმაში შეხვდა პლანეტის პირველობას ამერიკელი ტედ ლიგეტი - მან შლადმინგში მეორე ოქრო მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ პირველი ტიტული მან სუპერგიგანტში დაისაკუთრა და ეს უდიდეს სენსაციად მოინათლა, რადგან აქამდე ამერიკელს ამ დისციპლინაში არც ერთი სტარტი არ ჰქონდა მოგებული. პირველი დისციპლინის - სწრაფდაშვების შემდეგ მისი პირველობისა ნაკლებად სჯეროდა ვინმეს. ლიგეტი მეორე სახეობის - სპეციალური სლალომის წინ მეექვსე იყო და 0.72 წამს აგებდა ლიდერ რომედ ბაუმანთან. მისი შანსები მით უმეტეს მინიმალური იყო, რადგან აქამდე არც სუპერკომბინაცია ჰქონდა მოგებული, უფრო მეტიც - ერთი პოდიუმიც არ ჰქონია.

მაგრამ ლიგეტიმ მეორე სენსაცია მოახდინა. მან არა მარტო გააბათილა დიდი ჩამორჩენა, არამედ წუთი და 17 მეასედი მოუგო ავსტრიელს. ბაუმანი საბოლოოდ მესამე ადგილს დასჯერდა. ასევე ბევრით ჩამორჩა ლიგეტის ვერცხლისმედალოსანი ივიცა კოსტელიჩი - 1.15 წამი.

ამ სახეობაში მოქმედი ჩემპიონი, ნორვეგიელი აქსელ ლუნდ სვინდალი სწრაფდაშვების შემდეგ მეორე იყო, მაგრამ სლალომისას კარი ვერ გაიარა და დისკვალიფიკაცია მიიღო.

კიდევ ერთ ფავორიტს, ფრანგ ალექსის პინტუროს ფანტასტიკური გარღვევა ჰქონდა - მან სლალომში საუკეთესო დრო აჩვენა, მაგრამ ეს მხოლოდ 22-ედან მეექვსე ადგილზე გადასასვლელად აღმოჩნდა საკმარისი.

ახლა ლიგეტის აქვს შანსი, მოიგოს მესამე ოქრო. ის უდავო ფავორიტი იქნება პარასკევს გიგანტურ სლალომში. წელს მსოფლიოს თასზე ამ დისციპლინაში ხუთი სტარტი შედგა და ოთხი ამერიკელმა მოიგო.

სუპერკომბინაცია

კაცები

1. ტედ ლიგეტი (აშშ) - 2:56.96 (2:02.10+54.86); 2. ივიცა კოსტელიჩი (ხორვატია) - 2:58.11 (2:02.75+55.36); 3. რომედ ბაუმანი (ავსტრია) - 2:58.13 (2:01.38+56.75); 4. ანდრეას რომარი (ფინეთი) - 2:58.30 (2:02.93+55.37); 5. სანდრო ვილეტა (შვეიცარია) - 2:58.38 (2:03.17+55.21); 6. ალექსის პინტურო (საფრანგეთი) - 2:58.41 (2:04.73+53.68)...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სამთო თხილამურები. მსოფლიოს ჩემპიონატი: კანონზომიერება და სენსაცია

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა