ევროპული სანაკრებო-სარაგბო ბატალიების პარალელურად, იმ ქვეყნების ეროვნული ჩემპიონატების შეხვედრებიც გაიმართა, რომლებშიც ქართველი მორაგბეები ასპარეზობენ
ფოტოზე: ბურთით ლევან დათუნაშვილი, მარცხნივ კარლენ ასეიშვილი

ევროპული სანაკრებო-სარაგბო ბატალიების პარალელურად, იმ ქვეყნების ეროვნული ჩემპიონატების შეხვედრებიც გაიმართა, რომლებშიც ქართველი მორაგბეები ასპარეზობენ.

I დივიზიონი

საფრანგეთში, ელიტურ პირველ დივიზიონში, სატურნირო ცხრილის პირველი ხუთი საფეხური "ქართულ გუნდებს" უკავიათ.

ამათგან პირველი სამეულის წევრებმა - "ტულონმა", "კლერმონმა" და "ტულუზმა" მე-17 ტურში მარცხი განიცადეს, რაც ადვილი ასახსნელია. მათი წამყვანი მორაგბეების უმრავლესობა სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებებში იყვნენ გამოძახებულნი.

ასეთი კოლექტიური უიღბლობის მიუხედავად, ეს გუნდები აქამდე დაკავებულ პოზიციებს ინარჩუნებენ.

დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონმა" სტუმრად ითამაშა ერთ-ერთ აუტსაიდერ "ბორდოსთან" და მოულოდნელად დიდი ანგარიშით დამარცხდა - 0:41.

ასეთმა სამარცხვინო წაგებამ, სავსებით ბუნებრივია, რომ ტულონელთა მულტიმილიონერი პრეზიდენტის, მურად ბურჯელალის განრისხება გამოიწვია.

"ვუყურებდი თამაშს და თვალებს არ ვუჯერებდი. ფედერალ 1 დივიზიონის გუნდები ბევრად უკეთ თამაშობენ, ვიდრე ამას "ტულონი" აკეთებდა. ასეთი დიდი სხვაობით მარცხი ხომ უმიზეზოდ არ ხდება.

რაგბის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, გარკვეულ კომპონენტებში ამ შემადგენლობით პროგრესის მიღწევა შეუძლებელია.

იმედი მაქვს, "ბორდოსთან" მატჩი მოთამაშეების საბოტაჟის გამო არ წავაგეთ და კიდევ შეიძლება მდგომარეობის გამოსწორება", - თქვა მურად ბურჯელალმა.

ფოტოზე: მაცხნივ ლევან ჩილაჩავა

ქართველი მორაგბეებიდან მხოლოდ ჩილაჩავამ ითამაშა. ის ძირითად შემადგენლობაში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს. ქუბრიაშვილი დისკვალიფიცირებული იყო, მიქაუტაძემ კი საქართველოს ნაკრებში იასპარეზა.

"ტულონს" 55 ქულით კვალში მიჰყვება დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი", რომელმაც სტუმრად ითამაშა "მეტრო რასინგთან" და 6:12 დამარცხდა.

"ვულკანებს" საფრანგეთის, საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებებში ჰყავდათ მივლენილი მოთამაშეები, თუმცა მათი შემადგენლობა მაინც სოლიდურად გამოიყურებოდა და წესით, პარიზელთა წინააღმდეგობა უნდა დაეძლიათ. არ გამოუვიდათ.

ზირაქაშვილი და კოლელიშვილი საქართველოს ნაკრებში იყვნენ გამოძახებულნი.

ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის მესამეადგილოსანმა "ტულუზმა" სტუმრად წააგო "აჟენთან" - 9:22.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფრანგული კლუბებიდან ყველაზე მეტად სწორედ ტულუზელები დაზარალდნენ - გუნდის ნახევარი საფრანგეთის ნაკრებშია, დიდი ნაწილი - ტრავმირებული.

თითქმის ერთწლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ პირველად ითამაშა საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭმა ჯაბა ბრეგვაძემ. ის მოედანზე 51-ე წუთიდან გამოჩნდა, კაკოვინი ტრავმირებულია.

ძალზედ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა შინ ბასკურ "ბიარიცთან" მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი ჟღენტის "მონპელიემ" - 33:10.

არადა, მასპინძლებისთვის თამაში პირველ ტაიმში არაფრით აეწყო. დიდი ბრძოლისა და გარჯის შემდეგ მონპელიელებმა პირველი ტაიმი მხოლოდ ერთი ქულის სხვაობით მოიგეს - 11:10.

შესვენების შემდეგ ჩვენებურთა გუნდი მთლიანად დაეუფლა სათამაშო უპირატესობას და მოწინააღმდეგეს მონაგრის გაზრდის საშუალება არ მისცა. თვითონ კი ორი ლელოს გატანა და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილის შენარჩუნება შეძლო.

გორგოძე და ნარიაშვილი საქართველოს ნაკრებში ირჯებოდნენ, ჟღენტი ტრავმირებულია.

ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრმა", რომელსაც "მონპელიეს" მსგავსად 49 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა, შინ მოუგო ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსეს" - 44:13.

კასტრელები მთელი მატჩის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ, რაც საბოლოო ანგარიშშიც აისახა.

ფეიქრიშვილი სათადარიგოთა შორის გახლდათ და თამაშში 70-ე წუთიდან ჩაერთო. ჟვანია საქართველოს ნაკრებში იყო გამოძახებული.

ფოტოზე: ბურთით ანტონ ფეიქრიშვილი

თამაზ მჭედლიძის "მონ დე მარსანი", რომელიც სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა, საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა პლეი ოფში მოხვედრისთვის მებრძოლ "გრენობლს" და დამაჯერებლად დაამარცხა - 32:14.

მჭედლიძემ "ბორჯღალოსანთა" რიგებში ითამაშა.

XVII ტური

მეტრო რასინგი-კლერმონი 12:6, მონ დე მარსანი-გრენობლი 32:14, ბაიონი-პერპინიანი 13:10, აჟენი-ტულუზი 22:9, ბორდო-ტულონი 41:0, კასტრი-სტად ფრანსე 44:13, მონპელიე-ბიარიცი 33:10.

სატურნირო მდგომარეობა: 1. ტულონი - 61 ქულა, 2. კლერმონი - 55, 3. ტულუზი - 54, 4. მონპელიე - 49, 5. კასტრი - 49, 6. მეტრო რასინგი - 42, 7. გრენობლი - 42, 8. პერპინიანი - 39, 9. ბიარიცი - 37, 10. სტად ფრანსე - 37, 11. ბაიონი - 34, 12. ბორდო - 24, 13. აჟენი - 23, 14. მონ დე მარსანი - 14.

II დივიზიონი

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში პლეი ოფში გასვლის რეალური შანსი ქართველ მორაგბეთა ხუთ გუნდს აქვს.

მათ შორის საუკეთესო პოზიციაზე ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკია", რომელმაც მე-20 ტურში სტუმრად წააგო დავით ხინჩაგიშვილის, ირაკლი ნატრიაშვილისა და გოდერძი შველიძის "ბრივთან" - 9:13.

ორიაკელებმა პირველ ტაიმში შესანიშნავად ითამაშეს და მშრალი ანგარიშით - 9:0 მოიგეს, თუმცა შესვენების შემდეგ გუნდებმა როლები გაცვალეს. მასპინძლებმა 13 ქულის აღება და უმძიმესი გამარჯვების მოპოვება შეძლეს.

"ბრივმა" ამ გამარჯვების შემდეგ 55 ქულა დააგროვა და საპლეიოფო ხუთეულს მიუახლოვდა.

შველიძემ და დათუნაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშეს, ნაცარაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს, ასეიშვილი მოედანზე 45-ე წუთიდან გამოჩნდა და არბიტრმა შვიდ წუთში გაასინბინა, ნატრიაშვილი თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო, ხინჩაგიშვილი საქართველოს ნაკრებში იყო გამოძახებული.

"ბრივს" სამი ქულით ჩამორჩება და მე-7 ადგილზეა გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძის, დავით დადუნაშვილისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბი", რომელმაც სტუმრად წააგო უშუალო კონკურენტთან, მეხუთეადგილოსან "კარკასონთან" - 9:14.

პარადოქსია, მაგრამ ტარბელებმა, "ორიაკის" მსგავსად, პირველი ტაიმი 9:0 მოიგეს. მეორე ნახევარში კი მონაგარს ვეღარაფერი შემატეს და გააქტიურებულ მასპინძლებს დანებდნენ.

დადუნაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და არბიტრმა 32-ე წუთზე სინბინში გაუშვა, ნემსაძე თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთო, ჩხაიძემ და მირცხულავამ საქართველოს ნაკრებში ითამაშეს.

"ტარბს" სამი ქულით ჩამორჩება და მე-8 ადგილზეა გურამ კავთიძის "ლიონი", რომელმაც სტუმრად წააგო მეორეადგილოსან "ლა როშელთან" - 3:9. კავთიძე განაცხადში არ იყო.

პლეი ოფში მოხვედრის თეორიული შანსი აქვს ალექსანდრე თოდუას, ვახტანგ მაისურაძის, ვახტანგ ახობაძის, გიორგი თეთრაშვილისა და კახაბერ კობერიძის "ალბის", რომელიც 43 ქულით მე-10 ადგილზეა.

ალბელებმა შინ დაამარცხეს აუტსაიდერი, დავით აშვეთიასა და შალვა სუთიაშვილის "მასი" - 26:19.

თოდუა, მაისურაძე და სუთიაშვილი საქართველოს ნაკრებში იყვნენ გამოძახებულნი; ახობაძეს, თეთრაშვილს, კობერიძესა და აშვეთიას არ უთამაშიათ.

დივიზიონში დასარჩენად იბრძვის კიდევ ორი "ქართული გუნდი" - "ბეზიე" და "დაქსი". სამწუხაროდ, მე-20 ტურში ორივე დამარცხდა.

ბექა შეყლაშვილის "ბეზიემ" სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით წააგო "ექსთან" - 14:15. ქართველი შერკინების ბურჯი ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა 23-ე წუთზე დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა.

ლანგედოკელებისგან განსხვავებით, შინ "ნარბონთან" დამარცხდა ტარიელ რატიანიძის "დაქსი" - 12:15. რატიანიძე განაცხადში არ იყო.

XX ტური

ალბი-მასი 26:19, დაქსი-ნარბონი 12:15, პო-ოში 22:15, ექსი-ბეზიე 15:14, ბრივი-ორიაკი, 13:9, კარკასონი-ტარბი 14:9, კოლომიე-ოიონაქსი 25:13, ლა როშელი-ლიონი 9:3.

სატურნირო მდგომარეობა:

1. ოიონაქსი - 77 ქულა, 2. ლა როშელი - 62, 3. პო - 62, 4. ორიაკი - 59, 5. კარკასონი - 55, 6. ბრივი - 55, 7. ტარბი - 52, 8. ლიონი - 49, 9. ნარბონი - 44, 10. ალბი - 43, 11. კოლომიე - 43, 12. ოში - 33, 13. ექსი - 33, 14. დაქსი - 30, 15. ბეზიე - 26, 16. მასი - 23.

კელტთა ლიგა

მე-14 ტურის მატჩები გაიმართა "კელტთა ლიგაშიც", სადაც შარშანდელთან შედარებით, ძალიან ცუდად ასპარეზობს საქართველოს ნაკრების მესამეხაზელის, დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგი", რომელმაც ამჯერად ირლანდიურ "მანსტერთან" წააგო - 3:30 და ახლა 22 ქულით მე-9 ადგილზეა. ბასილაიამ საქართველოს ნაკრებში ითამაშა.

XIV ტური

ალსტერი-ოსფრიზი 12:16, კარდიფი-ლენსტერი 11:26, ჰლანეჰლი-ქონოთი 25:15, ნიუპორტი-ბენეტონი 23:14, მანსტერი-ედინბურგი 30:3, ზებრე-გლაზგო 20:36.

სატურნირო მდგომარეობა:

1. ალსტერი - 53 ქულა, 2. გლაზგო - 46, 3. ლენსტერი - 44, 4. ჰლანეჰლი - 42, 5. მანსტერი - 41, 6. ოსფრიზი - 39, 7. კარდიფი - 28, 8. ბენეტონი - 27, 9. ედინბურგი - 22, 10. ქონოთი - 20, 11. ნიუპორტი - 18, 12. ზებრე - 6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზი
პოს წარმატებაზე რატომ არ წერთ. ქირვანა დაივიწყეთ
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ბექა საღინაძის ლელოთი ჩელენჯ თასის ფინალში!
PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა