ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველო ზარალდება - 2020 წლის ოლიმპიადაზე ჭიდაობა, ალბათ, არ იქნება!

საქართველო ზარალდება - 2020 წლის ოლიმპიადაზე ჭიდაობა, ალბათ, არ იქნება!

დამოუკიდებელ საქართველოს სულ 25 მედალი აქვს და აქედან 15 მედალი ჭიდაობაზე მოდის...
12 თებერვალს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომმა ისეთი რეკომენდაცია მიიღო, რომელმაც შესაძლოა, გვარიანად შეცვალოს ქართული სპორტის მომავალი - თითქმის გადაწყვეტილია, რომ 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე აღარ იქნება წარმოდგენილი ერთ-ერთი უძველესი სპორტის სახეობა - ჭიდაობა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიას რეკომენდაცია გაეწია, რომ 2020 წლის თამაშებში დამტკიცდეს 25 სპორტის სახეობა.

ესენია: მძლეოსნობა, ნიჩბოსნობა, ბადმინტონი, კალათბურთი, კრივი, კანოე, ველოსპორტი, ცხენოსნობა, ფარიკაობა, ფეხბურთი, ტანვარჯიში, ძალოსნობა, ხელბურთი, ბალახის ჰოკეი, ძიუდო, ცურვა, თანამედროვე ხუთჭიდი, ტაეკვონდო, ჩოგბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, სროლა, მშვილდოსნობა, ტრიატლონი, აფროსნობა და ფრენბურთი.

სოკ-ის აღმასკომის რეკომენდაციით, 25 ძირეულ სახეობათა სიაში აღარ არის ჭიდაობა (არც თავისუფალი, არც ბერძნულ-რომაული და არც ქალთა ჭიდაობა), რომელიც ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) ქოლგის ქვეშაა.

ჭიდაობას მაინც აქვს შანსი, მოხვდეს 2020 წლის ოლიმპიადაზე, მაგრამ ამ შანსს თეორიულიც კი ძნელად ეთქმის: ჭიდაობა დაემატა 7 სხვა სახეობას (ბეისბოლი/სოფთბოლი, კარატე, გორგოლაჭებიანი სპორტი, სპორტული მეკლდეურობა, სქვოში, ვეიკბორდინგი და ვუშუ), რომელთაგანაც სოკ-ის სესია ერთს აირჩევს.

მაისში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესია სანკტ-პეტერბურგში გაიმართება და რვავე კანდიდატი სახეობა იქ წარადგენს თავის პრეზენტაციას.

მოკლედ, ჭიდაობას შესარჩევის გავლა მოუწევს. როგორც "ევროსპორტის" რეპორტიორი წერს, აქაც ამ სახეობის შანსი მწირია, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ თავად სოკ-ის აღმასკომის რეკომენდაციით იღებენ ძირეული ოლიმპიური სახეობების სიიდან.

2009 წელს 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე დამატებით შვიდკაცა რაგბი და გოლფი ჩართეს ოლიმპიურ პროგრამაში. ეს ორი სახეობა 2020 წლის ოლიმპიადაზეც იქნება.

სოკ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მარკ ადამსმა აღიარა, რომ ჭიდაობის ამოღება ძირეული სახეობების სიიდან არ იყო იოლად მისაღები გადაწყვეტილება.

"ჩვენ დეტალურად განვიხილეთ თითოეული სახეობა 26-დან და მხოლოდ ამის შემდეგ მივედით დასკვნამდე", - განაცხადა მან.

ოფიციალურად არავის უთქვამს, თუმცა ჭიდაობის სუსტი პოზიცია რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული - ის ნაკლებად პოპულარულია, არ არის ბევრ ქვეყანაში განვითარებული (ანუ სპორტის გეოგრაფია მოიკოჭლებს), ნაკლებად ტელეგენურია და ჩაფლულია კორუფციაში.

ჭიდაობა ამოიღეს სიიდან, თუმცა იქ რჩება ისეთი სახეობები, როგორიცაა ტაეკვონდო და მაგიდის ჩოგბურთი.

საბოლოო ვერდიქტს ჭიდაობას ბუენოს-აირესის სესიაზე, სექტემბერში გამოუტანენ. იქვე გადაწყდება მასპინძელი ქალაქიც - 2020 წლის თამაშების მასპინძლობა სტამბულს (თურქეთი), მადრიდს (ესპანეთი) და ტოკიოს (იაპონია) სურთ.

თქმა არ უნდა, ყველაზე მეტად ეს გადაწყვეტილება პოსტსაბჭოთა სივრცეს დაარტყამს: რუსეთს და კავკასიის ქვეყნებს. ბუნებრივია, პირველ რიგში - ჩვენს ქვეყანას...

რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ მამიაშვილი მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი:

"ჩემი ინფორმაციით, ჭიდაობა 99,99%-ით დარჩება ოლიმპიურ ოჯახში. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ფილა-ს ძალიან ბევრი რადიკალური ცვლილების განხორციელება მოუწევს".

"ეს ძალიან დასანანი გადაწყვეტილებაა, ჭიდაობა ოლიმპიადაზე თავიდანვე იყო", - განაცხადა ცნობილმა ინდოელმა მწვრთნელმა სატპალ სინგჰმა.

სააგენტო "როიტერი" დაუკავშირდა ფილა-ს, თუმცა ამ ორგანიზაციაში კომენტარზე თავი შეიკავეს.

ლონდონის ოლიმპიადაზე ჭიდაობის სამივე სახეობაში 344 სპორტსმენი გამოვიდა.

ქართული ზარალი - მედლების ნახევარზე მეტი

რამდენად დააზარალებს ეს გადაწყვეტილება ქართულ სპორტს, თუკი ჭიდაობას ვეღარ ვიხილავთ ოლიმპიადაზე?

მას მერე, რაც საქართველო დამოუკიდებლად მონაწილეობს ოლიმპიადებზე, ჩვენმა სპორტსმენებმა ჯამში 25 მედალი მოიპოვეს: 6 ოქრო, 5 ვერცხლი და 14 ბრინჯაო.

აქედან 15 მედალი ჭიდაობაზე მოდის: ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ მანუჩარ კვირკველია (პეკინი 2008) და რევაზ მინდორაშვილი (პეკინი 2008).

ვერცხლის მედლები მოიპოვეს: რამაზ ნოზაძემ (ათენი 2004), რევაზ ლაშხმა (ლონდონი 2012), ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (ლონდონი 2012) და დავით მოძმანაშვილმა (ლონდონი 2012).

ბრინჯაოს მედლები წილად ხვდათ: ლუკა კურტანიძეს (ატლანტა 1996 და სიდნეი 2000), აკაკი ჩაჩუას (სიდნეი 2000), მუხრან ვახტანგაძეს (სიდნეი 2000), ოთარ თუშიშვილს (პეკინი 2008), გიორგი გოგშელიძეს (პეკინი 2008 და ლონდონი 2012), მანუჩარ ცხადაიას (ლონდონი 2012) და დავით მარსაგიშვილს (ლონდონი 2012).

ჩვენი გამოთვლით, ოლიმპიური მედლების 56% ჭიდაობის სახეობებზე მოდის - ანუ ქართული ზარალი ძალიან დიდი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჟაკ როგე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიდან მიდის

• gio ))

სად ჩიდაობა და სად ტაეკვონდო კაი ტო..ტაეკვონდო ბევრად ჯობს,გინდ სანახაობით და რიტიც გინდა იმით..

• wtf

ტაეკვონდო რომ მაგარი სპორტია მაგაზე არ ღირს კამათი ეხლა...

• Giorgipirweli

ბადმინტონს ხო ტოვებენ, რაც მთავარია

• olympic

სხვათაშორის ტაეკვონდო მსოფლიოს 196 ქვეყანაშია განვითარებული, თან ისე რომ ყველა იღებს მონაწილეობას მსოფლიოს პირველობაზე, რაც შეეხება ჭიდაობას, მიუხედავად ჩემი დიდი სიმპატიისა, მაქსიმუმ 30 ქვეყანა იყოს ჩართული , შედარება არ არის ამ ორი სპორტის ერთმანეთტან, მიუხედავად მისი ისტორიისა, ოლიმპიური მოძრაობა ზუსტად რაოდენობას და ხარისხს აძლევს უპირატესობას. ისე ვიზუალურადაც ვგონებ გაცილებით წამგებიან სიტუაციაშია ჭიდაობა

• buxuti

სააწყენია, პრაგმატულად რომ ვთქვათ. თან ტაეკვანდო დატოვო და ჭიდაობა ამოიღო, არაა მთლად სამართლიანი. ვინაიდან თავისუფალი ჭიდაობაც ამოიღეს (კლასიკური მგონი ისეთი არატელეგენურია, ამოსაღებს კი გავდა) თუმცა, დადებითი მხარე შეიძლება ის იყოს, რომ იქნება სხვა სახეობების განვითარებაზეც იზრუნოს ვინმემ, თორემ არაა მთლად საამაყო მარტო მოჭიდავეების იმედზე რომ ვიყავით ხოლმე.

კატასტროფა,კატასტროფა,კატასტროფა!!!ჯერ ისედაც რა ფასი აქვს ოლიმპიადას ადრინდელთან შედარებით,ფეხბურთის ერთ თამაშს უფრო მეტი მაყურებელი ყავს,მინემ მთლიან ოლიმპიურ თამაშებს და ესენი ისე იზამენ მალე გაუქმდება ეს ბიუროკრატიული სისტემა.ისე ბატონო ნიკოლოზ მართალი ხარ:მარტო კვირკველია და მინდორაშვილი კი არა,ცირეკიძე და ცოტა ძველი სპორტსმენებიც რომ 2012-ში გადმოვიტანოთ და ყველას მედალი ერთი ოლიმპიადის მონაპოვრად ჩავთვალოთ,მოწინავეთა შორის ვიქნებით.არა ჯობია ერთხელ და კარგად,ვინემ კოველ წელიწადს თითო-ოროლა???

მოდელს მომღერალი არჩია - ლამინ იამალს არგენტინელ ქალბატონთან რომანი აქვს

მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა

[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა