შვილი მამის კვალზე - მილანი უკვე სტადიონზე დადის
"რეალისა" და "ვალენსიასთვის" პრიმერას 23-ე ტური ჩემპიონთა ლიგისთვის გენერალური რეპეტიცია იყო. ორივე გუნდისთვის რეპეტიცია წარმატებული გამოდგა.

აი, ევროპალიგისთვის უკანასკნელი რეპეტიციები ჩაუვარდათ მადრიდის "ატლეტიკოს" და "ლევანტეს". "ბარსა" კი, უბრალოდ, კოსმოსში გაიჭრა...

გაუსწარი ხენტოს და გახდი ლეგენდა

უცნაური რამ მოიმოქმედა "რეალის" ხელმძღვანელობამ - კრიშტიანო რონალდო, რომელიც ახლახან 28 წლის გახდა, ოფიციალურად "მონათლა" კლუბის ლეგენდად. "რეალის" მაისურით პორტუგალიელს 179 თამაშში 182 გოლი აქვს გატანილი. ამ ტურში მან ხენტოს გაუსწრო.

მესი VS რონი

ლიონელ მესიმ 90 წუთი ითამაშა "ხეტაფესთან" 6:1 მოგებულ მატჩში. მან 7-ჯერ დაარტყა კარისკენ, 3-ჯერ ზუსტად, გაიტანა 1 გოლი და გააკეთა 1 საგოლე პასი. მესის წინააღმდეგ 3-ჯერ იუხეშეს.

კრიშტიანო რონალდომ 90 წუთი ითამაშა "სევილიასთან" 4:1 მოგებულ მატჩში. მან 8-ჯერ დაარტყა კარისკენ, 5-ჯერ ზუსტად, 3 გოლი გაიტანა. მის წინააღმდეგ 3-ჯერ იუხეშეს.

ჩვენს "ტურნირში" ერთხელ არ ეყო ჰეთ თრიკი კრიშტიანოს ტურის მოსაგებად, თუმცა ამჯერად მისთვის ყველაფერი კარგად დასრულდა, პორტუგალიელმა ცოტათი შეამცირა სხვაობა: 6:10.

50 წლამდეო...

"ბარსელონას" გოლკიპერმა ხოსე მანუელ პინტომ კლუბთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა, რომელსაც ვადა 2014 წლის ზაფხულში უსრულდება.

37 წლის პინტო დიდ გულზეა და აცხადებს, რომ კიდევ დიდხანს შეუძლია მაღალ დონეზე თამაში: "შრომამ ნაყოფი გამოიღო, ჩემი ახდენილი ოცნება 2014 წლამდე გაგრძელდება. ახლა თავს პატარა ბიჭივით ვგრძნობ, თითქოს 37-ის კი არა, 18 წლის ვიყო. პუიოლივით არა ვარ, ფეხბურთის თამაშს 50 წლამდე ვაპირებ. რა თქმა უნდა, ამას მთელი სერიოზულობით არ ვამბობ, მაგრამ სანამ თავს მხნედ ვგრძნობ, საყვარელ საქმეს თავს არ დავანებებ. ახლა კი ვტკბები "ბარსელონაში" ყოფნის ყოველი დღით".

პატარა მილანი და დიდი კამპ ნოუ

ესპანეთის ჩემპიონატის 23-ე ტურის მატჩში "ბარსელონამ" 6:1 მოუგო "ხეტაფეს". მატჩის ბოლოს მე-6 გოლი ტიაგო ალკანტარამ ჟერარდ პიკეს გაატანინა. თანაგუნდელს ამის მიზეზიც ჰქონდა: ცხოვრებაში პირველად "კამპ ნოუზე" ჟერარდის ვაჟი, მილან პიკე იმყოფებოდა, რომელიც ქვეყანას 22 იანვარს მოევლინა.

პიკეს მეუღლე, კოლუმბიელი მომღერალი შაკირა შვილთან ერთად ტრიბუნაზე იმყოფებოდა და ჟერარდმაც გოლი (თითების კომბინაციით 22 "დახატა", როგორც 22-ში დაბადებულს) მას მიუძღვნა.

"მილანის პირველი მისვლა სტადიონზე მამიკომ გოლით აღნიშნა", - დაწერა შაკირამ "ტვიტერზე" და ფოტოც გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ ბაბუამ პატარა მილანი დაბადებისთანავე გააფორმა "ბარსელონას" კლუბის წევრად.

ტურის ფრაზები

გრეგორიო მანსანო: "ჟერომელის გოლი მომავალში ბოლომდე ბრძოლისთვის კარგი სტიმულია. ვიცოდი, რომ რთული თამაში გველოდა. მეტოქემ სტანდარტული სიტუაციიდან გაიტანა, სადაც ჩვენ უფრო მეტი შანსი გვქონდა. საბოლოოდ, ბრძოლამ შედეგი გამოიღო, თუმცა ფრეზე მეტს კი ვიმსახურებდით", - "მალიორკას" თავკაცი კლუბში მესამე დებიუტის შემდეგ.

ხოსე ლუის მენდილიბარი: "საშინელი შეცდომა დავუშვით და გაგვითანაბრეს. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფეხბურთში ასეთები ხდება ხოლმე", - იშვიათად ხდება, რომ "ოსასუნას" მწვრთნელი წარუმატებლობას მსაჯს არ აბრალებს.

პაკო ერერა: "ძალიან დასანანია, ასეთ დროს რომ გოლს გაუშვებ, თუმცა ბიჭებს გარჯას და მონდომებას ვერ დავუწუნებ. მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ, აგერ, უკვე მერამდენედ, ბოლო წუთებზე გოლი გავუშვით", - "სელტას" მწვრთნელისთვის იმედი ბოლოს კვდება ხოლმე.

ერნესტო ვალვერდე: "მეტოქის ძალიან კარგად მესმის, ამ დროს გოლს რომ გაუშვებ, ორმაგად დასანანია. მატჩი უკვე 0:0 მთავრდებოდა", - პსჟ-ზე მოფიქრალი "ვალენსიას" თავკაცი.

ხუან იგნასიო მარტინესი: "ინდივიდუალურად და გუნდურადაც მეტოქეზე კარგად ვითამაშეთ, რაც საბოლოო ანგარიშში არ აისახა", - "ლევანტეს" მწვრთნელს გუნდი კრიზისში ჰყავს.

მანუელ პელეგრინი: "ამ სტადიონზე თამაში ნებისმიერ გუნდს უჭირს. პირველი ტაიმი თანაბარი იყო, მეორეში კი დიდებული ფეხბურთი ვითამაშეთ, პირველ რიგში, დაცვაში", - "მალაგას" ჩილელი მწვრთნელი.

აიტორ კარანკა: "ქარიმ ბენზემა და გონსალო იგუაინი ერთად - არ უნდა იყოს ურიგო ვარიანტი. კრიშტიანომ იცის, რა მნიშვნელოვანი მატჩი გველის წინ", - ბჭობს ჟოზე მოურინიოს ასისტენტი.

უნაი ემერი: "ხანდახან, უბრალოდ, ვერ ვცნობდი ჩემს გუნდს", - "სევილიას" თავკაცმა პირველად წააგო.

დომინგუშ პასიენსია: "არა აქვს მნიშვნელობა, როგორ გადაწყდება ჩემი საკითხი, მთავარია, გუნდს ეშველოს რამე", - "დეპორტივოდან" მოხსნამდე საათებით ადრე.

ლუკას ალკარასი: "ანგარიში თვალს ატყუებს, ამხელა უპირატესობა ნამდვილად არ გვქონია", - "გრანადას" თითქმის დებიუტანტი მწვრთნელი.

ანდონი სუბისარეტა: "დღეს ჩვენ მოედანზე გვყავდა ნამდვილი ჯადოქარი, ფორთოხლისფერი ბუცებით და 8-ნომრიანი მაისურით. ახლა ნიუ იორკში მივფრინავ, ტიტოს მოსანახულებლად და ფეხბურთზე სალაპარაკოდ", - "ბარსას" სპორტული დირექტორი აღფრთოვანებულია.

ლუის გარსია: "ჩვენ ორ კლუბს შორის სხვაობა კი არა, უფსკრულია", - მწარე სიმართლე "ხეტაფეს" მწვრთნელის პირით.

ტურის საუკეთესო გოლი

ნელსონ ვალდესი (ვალენსია) "სელტას" კარში

ტურის საუკეთესო პასი

ანდრეს ინიესტა (ბარსელონა) საგოლე პასი ალექსის სანჩესს.

ტურის სტატისტიკა

31 გოლი ტურში (3,1 მატჩში). 3 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 2 ფრედ დასრულდა და 5 სტუმრებმა მოიგეს. მსაჯებმა 57 ყვითელი ბარათი, 6 წითელი დაარიგეს.

ჰეთ თრიკი: კრიშტიანო რონალდო (რეალი)

დუბლი: ისკო (მალაგა)

ვერდიუმ (ესპანიოლი) ვერ გაიტანა პენალტი (ბილბაოსთან)

ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: ოლივერ ტორესი (ატლეტიკო, 18 წლის).

ყველაზე მეტი მაყურებელი: 85 610 - "კამპ ნოუ"

ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 9 500 - "ტერესა რივერო"

ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 22 - ბეტისი

ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 10 - რეალი

ყველაზე მეტი ჯარიმა: 19 - რეალი, სევილია

ყველაზე მეტი კუთხური: 12 - მალიორკა

ყველაზე მეტი თამაშგარე: 10 - ვალენსია

ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 74% - ბარსელონა

სიმბოლური ნაკრები

ლეო და კრიშტიანო დაუბრუნდნენ სიმბოლურ ნაკრებს - არგენტინელი მე-17-ედ, პორტუგალიელი მეათედ. სიმბოლურში ორი დებიუტანტია: ხორდი ამატი და ალჰასან ბანგურა.

მე-12 ფეხბურთელი: ანტუან გრიზმანი (რეალ სოსიედადი)

ტურის გმირი

ანდრეს ინიესტა (ბარსელონა)

სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა - "ბარსას" 6 გოლიდან 4-ში მონაწილეობა მიიღო (ერთი გაიტანა), მის საგოლე პასს კი მალე საფეხბურთო წიგნებში ვიხილავთ.

ბომბარდირები

35 - ლიონელ მესი (ბარსელონა)

24 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)

19 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

ასისტენტები

13 - ანდრეს ინიესტა (ბარსელონა)

9 - ლიონელ მესი (ბარსელონა)

9 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)

გოლი+პასი

44 - ლიონელ მესი (ბარსელონა)

28 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)

20 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო)

მომდევნო ტური

15 თებერვალი:

სევილია-დეპორტივო.

16 თებერვალი:

ხეტაფე-სელტა, მალაგა-ბილბაო, გრანადა-ბარსელონა, ოსასუნა-სარაგოსა.

17 თებერვალი:

რეალ სოსიედადი-ლევანტე, ვალენსია-მალიორკა, ვალიადოლიდი-ატლეტიკო, ესპანიოლი-ბეტისი, რეალი-რაიო ვალეკანო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლა ლიგა. XXIII ტური: მოკითხვა "მშობლიურ" "მანჩესტერს" [VIDEO]

[VIDEO] სენსაციათა სენსაცია - "რეალი" თასიდან სეგუნდას მეჩვიდმეტეადგილოსანმა გამოაგდო
ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
ისტორიული გამარჯვება - მეტელკინა და ბერულავა ევროპის ჩემპიონები გახდნენ
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა