ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. პირველი მატჩი
"სელტიკი" ზემოტივირებული დაუხვდა "იუვენტუსს". სტადიონზე სკოტმა ფანებმა სრულიად არანორმალური ატმოსფერო შექმნეს, მაგრამ ამ ყველაფერმა შოტლანდიური ფეხბურთის ერთ-ერთ ფლაგმანს ვერაფერი უშველა. ტურინულმა გრანდმა საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა "სელტიკს" და ორმატჩიანი დუელის ბედი გლაზგოშივე გადაწყვიტა.
მატჩი ახალი დაწყებული იყო, როდესაც ბრიტანელებს ალესანდრო მატრი გაეპარათ, რომელმაც კიპერს დასწრებაზე აჯობა და ბურთი კარში გადაგზავნა - სკოტთა მცველმა ბურთი უკუაგდო და დამატებაზე უკვე კლაუდიო მარკიზიომ იხეირა. მსაჯმა მარკიზიოს გოლი ჩათვალა, მაგრამ გამეორებაზე კარგად გამოჩნდა, რომ ბურთმა კარის ხაზი ჯერ კიდევ მატრის დარტყმისას გადაკვეთა. შედეგად, გოლი სწორედ ალესანდროს ჩაუთვალეს...
მეორე ტაიმში სკოტებმა სცადეს მატჩის გადარჩენა, მაგრამ კლასმა თავისი გაიტანა. 77-ე წუთზე ალესანდრო მატრის შესანიშნავ გადაცემას კლაუდიო მარკიზიოს კიდევ უკეთესი ფინტი და ზუსტი დარტყმა მოჰყვა - 2:0. მატჩის დასრულებამდე ათ წუთზე ნაკლები იყო დარჩენილი, როდესაც მარკიზიო უკვე ასისტენტის როლში მოგვევლინა, მისი ზუსტი პასით კი მირკო ვუჩინიჩმა იხეირა - 3:0. "იუვე" უფრო ძლიერია, ბევრად ძლიერი...
სელტიკი-იუვენტუსი 0:3
გოლები: 0:1 მატრი (3), 0:2 მარკიზიო (77), 0:3 ვუჩინიჩი (83).
სელტიკი (4-5-1): ფორსტერი - ლუსტიგი (59. მეტიუსი), ვილსონი, ამბროუზი, ისაგირე - ბრაუნი (80. კაიალი), ვანიამა, ფორესტი, მულგრიუ, კომონსი (73. ვოტი) - ჰუპერი.
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კასერესი - ლიხტშტაინერი, პირლო, ვიდალი, მარკიზიო, პელუზო (69. პადოინი) - ვუჩინიჩი (86. ანელკა), მატრი (81. პოგბა).
გაფრთხილება: ბრაუნი, ფორესტი, ჰუპერი – ლიხტშტაინერი, მარკიზიო, პადოინი.
კუთხური: 10-4; ჯარიმა: 12-12; თამაშგარე: 0-6; კარში დარტყმა: 15-5(7-4); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 45 000
სელტიკი - იუვენტუსი 0:3
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჯანლუიჯი ბუფონი: დაუნდობლები ვიყავით!
ანტონიო კონტე: შოტლანდიელები 200 კმ/სთ სიჩქარით დაქრიან და მოგება იოლი არ იყო
ნილ ლენონი: 70 წუთი მეტოქეზე უკეთ ვთამაშობდით
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე