პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა "ვალენსიასთან" სტუმრად მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა
პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "ვალენსიასთან" სტუმრად, 12 თებერვალს გამართული ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური შეხვედრის შემდეგ სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ მისმა გუნდმა საფინალო სასტვენამდე ვერ შეძლო ორბურთიანი სხვაობის შენარჩუნება.

ესპანეთში გამართულ მატჩში პარიზელები ესეკიელ ლავეცისა და ხავიერ პასტორეს გოლებით იგებდნენ, მაგრამ ადილ რამიმ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლო.

"ჩვენ მართლა ძალიან კარგად ვითამაშეთ და გამარჯვება უნდა გვიხაროდეს, თუმცა დასანანია, რომ თამაშის ბოლო ჩვენთვის არცთუ მთლად წარმატებული გამოდგა.

"ვალენსია" კარგი გუნდია. ჯერ მხოლოდ ერთი მატჩი ჩავატარეთ და ჩვენი დაპირისპირების ბედი საპასუხო შეხვედრაში გადაწყდება, რომელსაც საკუთარ კედლებში ჩავატარებთ. ეს უპირატესობას კი გვაძლევს, მაგრამ ამის გამო არ უნდა მოვეშვათ.

ჩვენ გვქონდა მესამე გოლის გატანის შესაძლებლობაც, მაგრამ მეტოქემ საჯარიმო დარტყმით ისარგებლა და გაგვიტანა.

ჩვენ კარგი ფეხბურთი და საქმისადმი სწორი დამოკიდებულება ვაჩვენეთ. შესაბამისად, ჩვენმა გუნდმა ეს გამარჯვება დაიმსახურა", - უთხრა იტალიელმა სპეციალისტმა უეფას ოფიციალურ საიტს.

Video

ვალენსია - პსჟ 1:2

"რაც შეეხება ბექჰემს, დევიდი მთელი კვირის განმავლობაში ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, მაგრამ ამიერიდან გუნდთან ერთად მოემზადება.

მის მოედანზე გამოსვლას ხელს არაფერი უშლის და მისი ჩვენს გუნდში ყოფნა კიდევ უფრო გაგვაძლიერებს. ოღონდ ჯერ არ ვიცი, ითამაშებს თუ არა ის "სოშოსთან".

ვფიქრობ, ლუკას მოურას (რომელმაც მოედანი ტრავმის გამო დატოვა) სერიოზული არაფერი სჭირს. დაზიანება აქვს, მაგრამ იმედია, ყველაფერი მალე გაივლის", - დასძინა ანჩელოტიმ.

საპასუხო მატჩი "ვალენსიასა" და პსჟ-ს შორის პარიზში 6 მარტს გაიმართება.

ასევე იხილეთ:

"ვალენსია"-პსჟ 1:2 - პარიზულ მატჩს ინტრიგა... ზლატანმა დაუტოვა [VIDEO]

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა