ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი გლაზგოში მიღწეული გამარჯვების შემდეგ ბედნიერი იყო

ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე გლაზგოში "სელტიკთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8-ფინალური მატჩის შემდეგ კმაყოფილი იყო.

12 თებერვალს "სელტიკ პარკზე" გამართული შეხვედრა ტურინელთა შთამბეჭდავი გამარჯვებით - 0:3 დასრულდა. ტაბლოზე თავ-თავიანთი გვარ-სახელები ალესანდრო მატრიმ, კლაუდიო მარკიზიომ და მირკო ვუჩინიჩმა ააკიაფეს.

"ჩემი ფეხბურთელები უნდა შევაქო. "სელტიკი" საკუთარ თავზე მაღლა ახტა და იმ წნეხთან გამკლავება, რომელსაც მასპინძელი ჩვენს კარზე ახორციელებდა, იოლი ნამდვილად არ იყო.

კარგად ჩატარებული მატჩისა და ნამდვილი ვაჟკაცური ორთაბრძოლისთვის კომპლიმენტი "სელტიკსაც" მინდა ვუძღვნა.

შესვენებაზე ფეხბურთელებს ვთხოვე, დაცვაში არ ჩამჯდარიყვნენ. საამისოდ კლაუდიო მარკიზიოსა და არტურო ვიდალს დავავალე, ამ მიმართულებით დახმარებოდნენ გუნდს. პირველ ტაიმში ორივე არასაკმარისად აქტიური იყო.

ვარჯიშებზე კარგად დავამუშავეთ დაცვაში მოქმედება "სტანდარტულების" დროს, რადგან ვიცოდით, რომ ეს "სელტიკის" დიდი კოზირია. ვფიქრობ, მსგავს სიტუაციებში მთელმა გუნდმა ბრწყინვალედ გაართვა თავი ამოცანას", - აქვეყნებს კონტეს ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.

Video

სელტიკი - იუვენტუსი 0:3

"ბოლო წლებში "სელტიკი", ჩვენი არ იყოს, ევროპულ ასპარეზზე არ ბრწყინავდა, მაგრამ ამ შედეგმა შეცდომაში არავინ უნდა შეიყვანოს. შოტლანდიელებს მართლა ძლიერი გუნდი ჰყავთ.

შემთხვევითი სულაც არ იყო, მათ შინ "ბარსელონას" ძლევა რომ შეძლეს და "კამპ ნოუზეც" მინიმალურად დამარცხდნენ. ამ გუნდის ფეხბურთელები მოედანზე 200 კმ/სთ სიჩქარით დაჰქრიან და ამიტომ მათთან თამაში ჩვენთვის იოლი ნამდვილად არ იყო.

ამრიგად, ჩემს ბიჭებს ეს გამარჯვება უნდა მივულოცო", - დასძინა იტალიელმა სპეციალისტმა.

საპასუხო დაპირისპირება "სელტიკსა" და "იუვენტუსს" შორის ტურინში 6 მარტს გაიმართება.

ასევე იხილეთ:

"სელტიკი"-"იუვენტუსი" 0:3 - რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გაიტანა, "იუვე" წინ მიიწევს [VIDEO]

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს