ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილმა ნახევარმცველმა ახლახან კონტრაქტი უნგრეთის უმაღლესი ლიგის "კეჩკემეტისთან" გააფორმა
გივი იოსელიანმა ქუთაისის "ტორპედოსთან" კონტრაქტი იანვარში გაწყვიტა და უნგრეთის უმაღლესი ლიგის "კეჩკემეტისთან" ერთად ათი დღე ემზადებოდა - 22 წლის ფლანგის ნახევარმცველმა ოთხი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა და ტრანსფერის ამბავიც ამ მოკლე ხანში გადაწყდა.

უნგრული გუნდის ქართველ ახალწვეულს "ლელო" დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩამოართვა:

- დიახ, კონტრაქტი უკვე გავაფორმე, რომელიც 2,5 წელზეა გათვლილი - 6 თვე+2 წელი.

- ქუთაისის "ტორპედოდან" უსასყიდლოდ წამოხვედი?

- "ტორპედოსთან" პირადი შეთანხმება მქონდა, რომ კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ ჩემი ახალი კლუბისგან არაფერს მოითხოვდნენ.

- "ტორპედოში" იმედისმომცემ ფეხბურთელად გთვლიდნენ, მაგრამ მიმდინარე სეზონში ერთხელაც არ გითამაშია. მწვრთნელი არ გენდობოდა თუ ტრავმა გაწუხებდა?

- არც ტრავმა იყო და არც მწვრთნელის ნდობა; აქ მხოლოდ ერთი ფაქტორი იყო: როგორც მითხრეს, გუნდის სათამაშო სქემაში ვერ ვჯდებოდი. ყოველ შემთხვევაში, ასეთი ინფორმაცია მაქვს. ეს ჩემთვის მართლაც რთული გადასატანი აღმოჩნდა, რადგან ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავვარდი; ძირითადის ფეხბურთელად ვითვლებოდი, მაგრამ, ჩემდა მოულოდნელად, დაიწყო ახალი ჩემპიონატი და ერთი შეხვედრაც არ მითამაშია.

არ ვიცი, ალბათ, ასეთებიც ხდება ხოლმე. თუმცა, მიხარია, რომ ეს რთული პერიოდი გავიარე და კარიერაში ახალ ეტაპს გაათმაგებული მონდომებით ვიწყებ.

- უნგრული კლუბი შენით როდის დაინტერესდა?

- უნგრეთში გოგა გახოკიძის და დათო ყენიას სააგენტოსა და გოგას მეგობრის, ლაშა ოდილაძის დახმარებით აღმოვჩნდი, რისთვისაც მათ მადლობა უნდა ვუთხრა. ლაშა ქალაქთან და გარემოსთან შეგუებაშიც ძალიან დამეხმარა.

აქვე ხაზგასმით მსურს ვთქვა, რომ ქუთაისის "ტორპედოსა" და მის გულშემატკივარს წარმატებებს ვუსურვებ. ამ გუნდმა და ხალხმა ბევრი შემძინა და ბევრი კარგი რამ მახსენდება.

- დანამდვილებით ვიცი, რომ კონკრეტული მიწვევა გქონდა ლატვიაში და მოსალაპარაკებლადაც იყავი - ახლა მაინც გვითხარი, რომელ გუნდს ელაპარაკებოდი?

- "ვენტსპილსი" მიწვევდა, მაგრამ ლატვიაში გადასვლაში ხელს ის მიშლიდა, რომ გათავისუფლების ფურცელი არ მქონდა. შემდეგ, როდესაც "კეჩკემეტის" ვარიანტი გამოჩნდა, თავისუფალი აგენტი გავხდი და უნგრეთში წასვლა ვამჯობინე.

- უნგრული ფეხბურთის დღევანდელობაზე ბევრი არაფერი ვიცით - რა დონის კლუბია?

- უნგრეთის ფეხბურთის დონეზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. რაც შეეხება "კეჩკემეტის", მასზე უკვე შემიძლია გითხრათ, რომ ტექნიკური და ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან, მწვრთნელიც ახალგაზრდაა და გუნდს ლამაზ ფეხბურთს ათამაშებს.

- გუნდს კარგი პირობები აქვს?

- არც ისე დიდი ხანია, რაც გუნდში ვიმყოფები. მიუხედავად ამისა, შემიძლია გითხრათ, რომ "კეჩკემეტის" პირობებს არაფერი დაეწუნება. აქ ყველაფერია, რაც ფეხბურთელს სჭირდება: სავარჯიშო მოედნებიდან დაწყებული, სხვა ყველა წვრილმანის ჩათვლით.

მოკლედ რომ გითხრათ, ეს ერთი დიდი და კარგად აწყობილი მექანიზმია, რაშიც ვრწმუნდებოდი და უფრო და უფრო მიხარია, "კეჩკემეტიში" რომ ჩავირიცხე.

- ფინანსური მხარეც ვთქვათ - ამ კუთხით უნგრული კლუბი ქართულს ბევრად უსწრებს?

- უნგრეთი მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისით საკმაოდ დაზარალდა, მაგრამ მე სწორედ იმან გამაოცა, რაც ახლა უნგრულ ფეხბურთში ხდება. რაც ვიცი, უნგრეთში თითქმის ყველა გუნდი ფინანსურად სტაბილურია, მაგრამ ამასაც, თურმე, კრიზისს ეძახიან.

ნეტავ, ასეთი "კრიზისი" საქართველოში გვქონდეს, მათი პირობები ჩვენი კლუბებისთვის შესაშური იქნებოდა.

ყველანაირი პირობაა, მხოლოდ ფეხბურთზე რომ იფიქრო და გონება პრობლემებით არ გადაიტვირთო. ორი აზრი არ არის, ამ მხრივ, ბოლო ორი წელია, ქართულ ფეხბურთშიც გარკვეული უკეთესობა შეინიშნება და წინ მიიწევს, მაგრამ სხვაობა მაინც საკმაოდ დიდია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dudu
საქართველოში რა "გარკვეული უკეთესობა შეინიშნება"? ჩვენც გვითხარით, გაგვიხარდება. იოსელიანს წარმატებები!
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს