საიტ Wyscouot.com-ის მეშვეობით ირჩევთ ფეხბურთელს და მისი რა თვისებაც გაინტერესებთ, ყველაფერს მონიტორზე ხედავთ
12 თებერვალს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ იტალიურ კომპანია Wyscouot-თან გააფორმა მემორანდუმი. ქართულ მხარეს ფედერაციის ტექნიკური დირექტორი ნიკა ჩხეიძე და მასობრივი ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელი დიმა ბოკერია წარმოადგენდნენ.

Wyscouot.com - ეს არის ამ იტალიური კომპანიის ვებგვერდი, რომლის შესაძლებლობები უსაზღვროა. ამ საიტის მეშვეობით შეგიძლიათ მოიძიოთ ფეხბურთელი და მასზე ყველანაირი ვიდეოინფორმაცია მიიღოთ.

როგორია ფეხბურთელის ტექნიკა, აზროვნება, დისციპლინა, რამდენად ძლიერია ის ბურთის ართმევაში, თანაგუნდელების დაზღვევაში, რამდენად აგრესიულია, როგორია ერთი-ერთზე თამაშში, გოლის გატანაში, როგორი დარტყმა აქვს...

ანუ ირჩევთ ფეხბურთელს და ამ ფეხბურთელის რა თვისებაც გაინტერესებთ, ყველაფერს კომპიუტერის მონიტორზე ხედავთ.

ყოველივე ეს არის დამხმარე საშუალება სელექციონერისა და მწვრთნელისთვის. არის სხვა საიტებიც, რომელთაც მსგავსი მომსახურება აქვთ, თუმცა ამ საქმეში ლიდერად ზემოთ ხსენებული კომპანია ითვლება.

სარგებლობა იაფი არ არის, მომსახურების მაქსიმალური პაკეტი შვიდი ათას ევრომდე ღირს - ასე ვიცი მე ეს იმ ქართველი მწვრთნელებისგან, საზღვარგარეთ რომ მუშაობენ.

მომსახურება მნიშვნელოვანი უნდა იყოს ჩვენი ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებისთვისაც. უცხოეთში არაერთი ისეთი ქართველი ფეხბურთელია, მათზე ინფორმაციის მოპოვება საკმაოდ რთული რომ არის.

გაფორმებული მემორანდუმის მეშვეობით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უმაღლესი ლიგის თორმეტივე კლუბს ჩუქნის ამ ვებგვერდით მომსახურების შესაძლებლობას, ანუ თორმეტივე კლუბს დაურიგდება პერსონალური კოდი, რომლითაც Wyscouot.com-ზე შესვლა იქნება შესაძლებელი.

"ამ კომპანიის ვებგვერდზე მსოფლიოს 30 ეროვნული ასოციაციის ფეხბურთელების მონაცემებია ატვირთული, დაახლოებით 350 მოთამაშის. რამდენიმე ხნის წინ Wyscouot-ის წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსულები თბილისში და მოლაპარაკებაც მაშინ დაიწყო.

გარდა იმისა, რომ ამ ვებგვერდის შესაძლებლობებით ქართული კლუბები და ჩვენი ნაკრებების მწვრთნელები ისარგებლებენ, მემორანდუმის თანახმად, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატიც მოხვდება ამ ვებგვერდზე და შესაბამისად, საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებზეც გაკეთდება ვიდეოანალიზი.

ხელშეკრულება წელიწადნახევრიანია. ამ იტალიურმა კომპანიამ დიმა ბოკერია ხანმოკლე ტრენინგზე მიიწვია და ბოკერია საქართველოში რომ დაბრუნდება, მერე დავურიგებთ კოდს ქართულ კლუბებს", - გვითხრა ნიკა ჩხეიძემ.

ერთი სიტყვით, ფედერაციამ ქართულ კლუბებს საკმაოდ საინტერესო საჩუქარი გაუკეთა და ფეხბურთელების ტრანსფერებზე მომუშავე აგენტებსაც საქმე გაუადვილა - საქართველოში მოთამაშე ფეხბურთელებზე დაკვირვება უკვე ბევრს შეეძლება ოპერატიულად და თითქმის სრულყოფილად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა