მსოფლიო ჩოგბურთის მოქმედი ლეგენდები - ესპანელი რაფაელ ნადალი და შვეიცარიელი როჯერ ფედერერი ბოლო ორი სეზონის განმავლობაში მხოლოდ სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ამ დუეტმა მათ თამაშებს მონატრებულ გულშემატკივრებს საშობაო საჩუქარი გაუკეთა: წლის ბოლოს როჯერი და რაფა ორჯერ შეხვდებიან ერთმანეთს საქველმოქმედო მატჩებში. პირველი მატჩი ფედერერის სამშობლოში გაიმართება, მეორე - ესპანეთში.

მსოფლიო ჩოგბურთის მოქმედი ლეგენდები - ესპანელი რაფაელ ნადალი და შვეიცარიელი როჯერ ფედერერი ბოლო ორი სეზონის განმავლობაში მხოლოდ სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ამ დუეტმა მათ თამაშებს მონატრებულ გულშემატკივრებს საშობაო საჩუქარი გაუკეთა: წლის ბოლოს როჯერი და რაფა ორჯერ შეხვდებიან ერთმანეთს საქველმოქმედო მატჩებში. პირველი მატჩი ფედერერის სამშობლოში გაიმართება, მეორე - ესპანეთში.

პირველი მატჩის თარიღია 21 დეკემბერი. საქველმოქმედო შეხვედრას - "მატჩი აფრიკისთვის" ჰქვია და მისი ჩატარებიდან შემოსული მთლიანი შემოსავალი "როჯერ ფედერერის ფონდში" გადაირიცხება. შეხვედრას ციურიხის "ჰალენშტადიონი" უმასპინძლებს.

მეორე დღეს ფედერერი და რაფა მადრიდში გადაბარგდებიან და დედაქალაქის გასართობ კომპლექს Caja Magica-ში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. თავის მხრივ, ეს მატჩი "რაფაელ ნადალის ფონდის" მიერ არის ორგანიზებული და ჩოგბურთელები ღარიბი ოჯახების უნარშეზღუდულ ბავშვებს დაეხმარებიან.

"პირველი შემთხვევაა, როცა ჩემი სახელობის ფონდი ასეთ მასშტაბურ აქციას აწყობს. ბევრი სტუმარი მოვიწვიეთ და იმედი გვაქვს, მათი დახმარებით შევძლებთ ჩვენი პროექტების რეალიზაციას. ეს განსაკუთრებული აქციაა ჩემთვის, რადგან როჯერ ფედერერის მხარდაჭერის იმედი მაქვს. ჩვენ მეგობრები ვართ და ბევრ რამეში საერთო აზრი გაგვაჩნია", - განაცხადა რაფაელ ნადალმა.

"სიამოვნებით ჩავალ მადრიდში და დავეხმარები რაფასა და მის ფონდს. ეს ორი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გაჭირვებული ადამიანების დახმარებას ვაპირებთ", - აღნიშნა თავის მხრივ ფედერერმა.

Caja Magica-ს დარბაზი 11 ათას მაყურებელს იტევს. 26-33 ევროდ ღირებული ბილეთების რეალიზაცია პირველი ნოემბრიდან დაიწყება. რაც შეეხება ციურიხის შეხვედრას, მასზე დასასწრები 10 ათასი ბილეთი სექტემბრის დასაწყისში 5 (!) წუთში გაიყიდა.

რობინიც ლონდონში მიდის

ლონდონის წლის შემაჯამებელი ტურნირის კიდევ ერთი მონაწილე გაირკვა. შვედი რობინ სიოდერლინგი მეხუთე მოთამაშეა, ვინც 21-28 ნოემბერს სეზონის დასკვნით ტურნირში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ კვირას ATP-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაცხადა. შეგახსენებთ, რომ 26 წლის შვედს შარშან ჰქონდა დებიუტი ამ ტურნირში და ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროსთან დამარცხდა.

სიოდერლინგამდე ლონდონში თამაშის უფლება მოიპოვეს ესპანელმა რაფაელ ნადალმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა და ბრიტანელმა ენდი მიურეიმ.

"ყოველთვის ვოცნებობდი წლის მთავარ ტურნირზე მონაწილეობის მიღებას. შარშანდელი ჩემპიონატისგან სასიამოვნო მოგონებები დამრჩა. იმედი მაქვს, 2009 წელს მიღებულ გამოცდილებას გამოვიყენებ და წელს კიდევ უფრო წარმატებით ვითამაშებ", - განაცხადა სკანდინავიელმა ჩოგბურთელმა.

წელს სიოდერლინგმა მხოლოდ ერთი ტიტული მოიპოვა როტერდამის ტურნირში, გარდა ამისა, სამჯერ ითამაშა ფინალში - შვედეთის ბაშტადში, ბარსელონასა და საფრანგეთის ღია პირველობაზე. 2010 წელს ჩატარებულ 66 მატჩში სკანდინავიელმა 48 მოიგო და 18 წააგო.

დელ პოტრო წელს აღარ ითამაშებს

არგეტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ კი სეზონის ნაადრევად დასრულება გადაწყვიტა. როგორც იცით, ამერიკის ღია პირველობის ყოფილმა ჩემპიონმა სეზონის დიდი ნაწილი მაჯის ტრავმის გამო გამოტოვა და სულ ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა პროფესიულ ტურს. თუმცა დაბრუნება არც ისე წარმატებულმი გამოდგა. დელ პოტრომ ზედიზედ ითამაშა ბანგკოკისა და ტოკიოს ტურნირებზე და ორივე შემთხვევაში პირველივე წრეში გამოეთიშა ბრძოლას.

"გადავწყვიტე წელს კორტზე აღარ გავიდე. კარგად უნდა დავისვენო და შემდეგ დაძაბულ საწვრთნელი შეკრებას დავიწყებ. ვიმედოვნებ მომავალ სეზონის სტარტს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდები", - განაცხადა დელ პოტრომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა