ფორმულა 1: ბარსელონას ტესტების მოლოდინში
ბარსელონაში ემზადებიან ზამთრის ტესტების მეორე სერიისთვის, რომელიც სამშაბათს აიღებს სტარტს. ავტოდრომის ხელმძღვანელობას გულშემატკივართა მხრიდან დიდი ინტერესის იმედი აქვს, რადგან 19-21 თებერვალს ახალი "ფერარის" საჭეს მიუჯდება მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ესპანელი ფერნანდო ალონსო. ის სამი დღე იმუშავებს და ბოლო დღეს ბოლიდს თანაგუნდელ ფელიპე მასას გადაულოცავს.

გარდა ამისა, 19 თებერვალს ახალ მანქანას წარადგენს "უილიამსი". შეგახსენებთ, რომ ბრიტანული საჯინიბო ერთადერთია, რომელსაც ჯერ ახალი ბოლიდი არ უჩვენებია.

მანამდე კი ფერნანდო ალონსომ "ტვიტერის" მეშვეობით უპასუხა გულშემატკივრების შეკითხვებს...

- რას ელოდებით ბარსელონას ტესტებისგან?

- ვუბრუნდები სამუშაოს. ბევრი რამ უნდა გავიარო და მოვემზადო ჩემპიონატის სტარტისთვის.

- რომელია მსოფლიოს ჩემპიონატების ტრასებზე საუკეთესო მოსახვევი?

- მე-10 ვირაჟი ინდოეთში.

- რატომ აირჩიეთ საწვრთნელი შეკრებისთვის დუბაი?

- იმიტომ, რომ ჩემთან, ოვიედოში მუდმივად წვიმა მოდის.

- ამ სეზონისთვის ჩვეულებრივად ემზადებოდით?

- მზადება ყოველ წელს ერთნაირია.

- მჭირდება კისრის გამაგრება. რამდენიმე რჩევა მომეცით.

- გამოიყენეთ ელასტიკური ტრენაჟორები.

- მზად ხართ სეზონის სტარტისთვის ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად?

- ჯერ არა, მაგრამ ავსტრალიის რბოლისთვის 100 პროცენტით ვიქნები მზად.

- უკვე შეხვდით რორი ბირნს?

- მე უკვე ოთხი წელია, “ფერარიში” ვარ. რა თქმა უნდა, შევხვდი.

- წლევანდელი ბოლიდი უკეთესია, ვიდრე შარშანდელი?

- ეს სეზონის მსვლელობისას გამოჩნდება. ჩვენ ჯერ მონაწილეობა არ მიგვიღია ოფიციალურ სტარტებში.

- რა ფერებში იქნება შეღებილი თქვენი ჩაფხუტი?

- ის 99 პროცენტით ისეთი იქნება, როგორც გასულ წელს.

- ვინ იყო თქვენი ყველაზე ნიჭიერი მეტოქე?

- რობერტ კუბიცა.

- როგორი ვარჯიში მოგწონთ ყველაზე მეტად?

- ველოსიპედი.

- რა მარკისაა თქვენი ველოსიპედი?

- MMR.

- აპირებთ თუ არა წელს ველორბოლებში მონაწილეობას?

- დიახ, სამოყვარულო დონეზე.

- რომელია თქვენი საყვარელი ფილმი?

- “ჰანიბალი”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფორმულა 1: ხერესი დაიხურა

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა