შლადმნიგში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლების ოთხი კომპლექტი დარჩა გასათამაშებელი
შლადმნიგში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლების ოთხი კომპლექტი დარჩა გასათამაშებელი: მამაკაცები და ქალები გიგანტურ და სპეციალურ სლალომში შეეჯიბრებიან ერთმანეთს. მანამდე კი გაიმართა გუნდური პირველობა, რომელშიც ქალებისა და კაცებისგან შემდგარი ნაკრებები ერთმანეთს პარალელურ სლალომში ეპაექრებოდნენ.

ისევე, როგორც ანალოგიურ ინდივიდუალურ დისციპლინაში, აქაც შეჯიბრი ოლიმპიური სისტემით მიმდინარეობდა. ფინალში გააღწიეს ავსტრიამ და შვედეთმა. გადამწყვეტ დუელში ბრძოლა არ შედგა. მარსელ ჰირშერმა, ფილიპ შიორგჰოფერმა, მიხაელა კირხგასერმა და ნიკოლ ჰოსპმა მოიგეს თავიანთი დაშვებები, 4:0 გაიმარჯვეს და ავსტრიას წლევანდელ ჩემპიონატზე პირველი ოქრო მოუტანეს.

ეს სახეობა 2005 წელს შეიტანეს მსოფლიოს ჩემპიონატის პროგრამაში და ეს ავსტრიის მეორე გამარჯვება იყო (პირველი 2007 წლით თარიღდება). რაც შეეხება წინა ჩემპიონატის გამარჯვებულს - საფრანგეთის ნაკრებს, მან მეოთხედფინალი წააგო გერმანიასთან. ამ უკანასკნელმა მე-3 ადგილისთვის შეხვედრა მოუგო კანადას.

გუნდური

1. ავსტრია (ჰოსპი/კირხგასერი/ტალმანი/ჰირშერი/მატისი/შიორგჰოფერი); 2. შვედეთი (ეკლუნდი/ჰანსდოტერი/პიეტილაე-ჰოლმნერი/ბიგმარკი/ჰარგინი/მიურერი); 3. გერმანია (დუერი/რიში/ჰრონეკი/დოპფერი/ლუიტცი/ნოიროიტერი)...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სამთო თხილამურები. მსოფლიოს ჩემპიონატი: ლიგეტის მეორე ოქრო

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა