თანდათან ძალას იკრებს ქალთა უმაღლესი კატეგორიის ტურნირი დოჰაში
მეორე წრიდან ჩაებნენ ბრძოლაში მთავარი ფავორიტები.

ამერიკელი სერენა უილიამსი ახალგაზრდა რუსს დარია გავრილოვას ხვდებოდა. ეს ჩოგბურთელი მაშინ იწყებდა კარიერას, როცა ამერიკელს უკვე მოგებული ჰქონდა "დიდი სლემის" ტურნირი. შესაბამისად, ძალიან დიდი იყო სხვაობა გამოცდილებაში, რომ აღარაფერი ვთქვათ კლასზე.

არადა, რუსმა მატჩი კარგად დაიწყო და ორი თავისი მოწოდება ძალიან დამაჯერებლად აიღო, მაგრამ შემდეგ სერენამ თანდათან მოიპოვა ინიციატივა და ერთმანეთის მიყოლებით დაიწყო გეიმების აღება.

გავრილოვამ პირველი პარტიის ბოლოს კორტზე იხმო თავისი მამა და მწვრთნელი - ალექსეი გავრილოვი, რომელმაც ქალიშვილს რამდენიმე საჭირო რჩევა მისცა, მაგრამ სერენას დასამარცხებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ამერიკელი შესანიშნავად გადაადგილდებოდა კორტზე და როგორც ჩანს, ფეხისა და ზურგის ტრავმა წარსულში დარჩა.

უილიამსმა ზედიზედ ცხრა გეიმი აიღო და მხოლოდ მატჩის ბოლოს შეძლო გავრილოვამ ამ სერიის შეწყვეტა. შემდეგ მან მეტოქის გეიმზე პირველად გაიბრძოლა და ხუთი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ ვერც ერთი შანსის გამოყენება ვერ შეძლო - 2:6, 1:6.

მეორე ფავორიტი მარია შარაპოვა ასევე ახალგაზრდა მეტოქეს ხვდებოდა - ესპანური გვარის მქონე ფრანგ კაროლინ გარსიას. რუსს ახსოვდა მასთან მატჩი 2011 წლის როლან გაროსზე, როცა ფრანგმა მოულოდნელად პირველი სეტი აიღო, მაგრამ საერთო გამარჯვება უფრო გამოცდილ ჩოგბურთელს დარჩა. მას შემდეგ კაროლინს სერიოზული წარმატება არ ჰქონია.

გარსია შეხვედრის სტარტზე ძალიან ნერვიულობდა და საკუთარ მოწოდებაზე პირველ სამ გეიმში ექვსი ორმაგი შეცდომა დაუშვა. შემდეგ ფრანგი ათამაშდა და თან გარკვეული ხარვეზები გამოჩნდა რუსის თამაშში. შედეგად, კაროლინმა ერთი ბრეიკი დაიბრუნა, მაგრამ მეტის გაკეთების საშუალება მარიამ არ მისცა.

მეორე სეტში გარსიამ დაალაგა საკუთარი მოწოდება და გარკვეული ხანი ინარჩუნებდა თანაფარდობას, მაგრამ პარტიაში მისმა პირველმა ორმაგმა შეცდომამ შარაპოვას ბრეიკ-პოინტი მოუტანა. უპირატესობის მიღების შემდეგ მსოფლიოს მესამე ჩოგანმა შანსი ხელიდან აღარ გაუშვა - 6:3, 6:2.

13 თებერვალს ჩაება ტურნირში მსოფლიოს პირველი ნომერი ვიქტორია აზარენკა. ბელორუსი შვეიცარიელ რომინა ოპრანდის ხვდებოდა და ისეთივე ანგარიშით გაიმარჯვა, როგორც შარაპოვამ - 6:2, 6:3. აზარენკამ ოთხჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, რაზეც ოპრანდიმ ერთი ბრეიკით უპასუხა. შემდეგ წრეში ბელორუსი ამერიკელ კრისტინა მაკჰეილს შეხვდება.

ასევე ხუთი გეიმი დაუთმო თავის მეტოქეს მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა, პოლონელმა აგნიეშკა რადვანსკამ. მან საათსა და 16 წუთში 6:3, 6:2 მოუგო 30 წლის ავსტრალიელ ანასტასია როდიონოვას. აგნიეშკამ სამი ბრეიკი გააკეთა, როდიონოვამ კი თავისი სამი ბრეიკ-პოინტიდან ვერც ერთი ვერ გამოიყენა.

დაბოლოს, წარუმატებელი გამოდგა დოჰაში ამერიკელი სლოან სტივენსის დებიუტი. ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალისტმა პირველ წრეში ანა ტატიშვილის დამარცხების შემდეგ თითქმის სამსაათიან მარათონში წააგო ჩეხ კლარა ზაკოპალოვასთან - 6:4, 6:7(5), 6:7(5).

ჩოგბურთელები ცუდად თამაშობდნენ საკუთარ მოწოდებაზე - სტივენსს შვიდი ბრეიკი ჰქონდა, ზაკოპალოვას - ექვსი, მაგრამ ჩეხმა უკეთ ითამაშა ტაი-ბრეიკებზე და ამით მესამე წრეში მარია შარაპოვასთან თამაშის უფლება მოიპოვა.

ნადალი ისევ აკრიტიკებს

მსოფლიოს მეხუთე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა გააკრიტიკა პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია (ATP). ესპანელის აზრით, ასოციაციამ მეტი ძალისხმევა უნდა დახარჯოს იმისთვის, რომ ხისტ საფარზე თამაშისას მოთამაშეები ტრავმებისგან დაიცვას.

ესპანელს მიაჩნია, რომ ჰარდის საფარზე თამაში სერიოზული პრობლემაა დიდი ჩოგბურთისთვის და ის საფრთხეს უქმნის სპორტსმენების ჯანმრთელობას. სწორედ ეს უნდა აღელვებდეს პირველ რიგში საჩოგბურთო ასოციაციას.

ეს თემა ძალიან აქტუალურია თავად ესპანელი ჩოგბურთელისთვის, რადგან მან ახლახან მოირჩინა მუხლის ტრავმა, რის გამოც შვიდი თვის გამოტოვება მოუწია.

გარდა ამისა, ნადალმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლის დიდი სურვილი აქვს.

"ჩემს შორეულ გეგმებში შედის რიოში ოლიმპიადაზე მონაწილეობა. ვიცი, რომ იქამდე ჯერ შორია, მაგრამ ეს რეალურ მიზნად რჩება.

რაც შეეხება ტრავმებს, მუხლში ტკივილს ისევ ვგრძნობ, მაგრამ ექიმები ამბობენ, რომ ყველაფერი წესრიგშია და აღდგენა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს", - აცხადებს 26 წლის ესპანელი ჩოგბურთელი.

ამჟამად ნადალი ბრაზილიაში იმყოფება და უკვე ითამაშა სან პაულუს ტურნირზე პირველი მატჩი. წყვილთა თანრიგში რაფასა და დავიდ ნალბანდიანის წყვილმა დიდი გაჭირვებით მოუგო პირველი წრის მატჩი ესპანელების - გილერმო გარსია-ლოპესისა და პაბლო ანდუხარის დუეტს - 6:3, 3:6, 11:9. შეხვედრა საათი და 19 წუთი გაგრძელდა და ნადალსა და ნალბანდიანს ორი მატჩბოლის მოგერიება მოუწიათ.

მეორე წრეში რაფაელი და დავიდი ავსტრიელი ოლივერ მარახისა და არგენტინელი ორასიო სებალიოსის წყვილს შეხვდებიან. შეგახსენებთ, რომ სწორედ სებალიოსმა მოუგო ნადალს გასულ კვირას ვინა დელ მარის ფინალი.

რაც შეეხება სან პაულუს ტურნირის ერთეულთა თანრიგს, იქ ნადალი მეორე წრიდან ჩაებმება ბრძოლაში. მისი მეტოქე ესპანელი ხიმენო ტრავეროსა და ბრაზილიელი სოუზას მატჩში გაირკვევა.

ლეგენდა წავიდა

ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ჩოგბურთელმა ესტერ ვერგეერმა პროფესიული კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. 31 წლის სპორტსმენმა, რომელიც ინვალიდის სავარძლით გადაადგილდება, “დიდი სლემის” 21 ტურნირი მოიგო ერთეულთა თანრიგში და 27 – წყვილებში. ასევე, ვერგეერის ანგარიშზეა ოთხი ტრიუმფი პარაოლიმპიურ თამაშებზე ერთეულებში და სამი - დუეტების ტურნირში.

ვერგეერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დაუმარცხებელ სპორტსმენად არის მიჩნეული. მისი ბოლო წაგება 2003 წლით თარიღდება. იქიდან მოყოლებული, ჰოლანდიელმა 470 მატჩი მოიგო, 1999 წლიდან დღემდე კი მსოფლიოს პირველი ნომერი იყო.

"დღეს განსაკუთრებული მომენტია ჩემს ცხოვრებაში. გამოვაცხადე პროფესიული კარიერის დასრულების შესახებ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარს მიჭერდა მთელი ამ წლების განმავლობაში. ახლა მემუარების წერაზე ვიქნები კონცენტრირებული”, - დაწერა თავის “ტვიტერზე” ვერგეერმა.

2002 და 2008 წლებში ჰოლანდიელი ლაურეუსის აკადემიის პრესტიჟული პრემიის ლაურეატი გახდა ნომინაციაში - "საუკეთესო სპორტსმენი შეზღუდული შესაძლებლობებით".

მემუარების წერის გარდა, ესტერ ვერგეერი ჰოლანდიის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში იმუშავებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დოჰაში პირველობა გადაწყდება

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა