სტევან იოვეტიჩი არ იყიდება
იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში ჩემპიონთა ლიგის მესამე საგზურისთვის ბრძოლა ძალიან დაძაბულია.

დიახ, მესამე, რადგან "იუვენტუსი" და "ნაპოლი", დიდი ალბათობით, პირველ-მეორე ადგილებს არ დათმობენ. რაც შეეხება მესამე ადგილს, პრეტენდენტი ბევრია: "ლაციო", "ნაპოლი", “ფიორენტინა”, "მილანი" და "ინტერი"...

ამ შემთხვევაში “ფიორენტინაზე” უნდა შევაჩეროთ ყურადღება, რომელმაც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შეირყია პოზიციები და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე დაეშვა. არადა, სეზონის პირველ ნახევარში "ვიოლამ" წაუგებელ მატჩთა სერია გამოაცხო და ლიგას კი არა, სკუდეტოსაც კი დაუმიზნა.

თუმცა ეს ყველაფერი გასულ წელს იყო, "ფიორენტინას" კრიზისი დაეწყო და ეს უკუსვლა გრძელდება. ფლორენციელთა ბანაკში “იუვენტუსთან”, ფაქტობრივად, უბრძოლველად წაგება მძიმედ მიიღეს, ცდილობენ გაერკვნენ ვითარებაში და იმ მიზეზებში, რამაც გუნდის ასეთი ჩავარდნა განაპირობა. კლუბის პრეზიდენტი ანდრეა დელა ვალე აქამდე დუმილს ამჯობინებდა, 13 თებერვალს კი მისი კომენტარი იტალიური პრესის ფურცლებზე გამოქვეყნდა - მოვუსმინოთ პრეზიდენტს:

"იუვენტუსთან" საშინლად ვითამაშეთ' და დამსახურებული მარცხი ვიწვნიეთ. სეზონის წინ გუნდისთვის სამეულში მოხვედრა არ დაგვისახავს მიზნად, მაგრამ ისე კარგად დავიწყეთ, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურსაც დავუმიზნეთ. რაც მთავარია, ჩვენ დავინახეთ, რომ ამ ფორმაციის “ვიოლას” უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლია. კარგად ვიცნობ თითოეულ მოთამაშეს და მათ პროფესიონალიზმში დარწმუნებული ვარ - უბრალოდ, ცოტა მოვდუნდით, სადღაც კონცენტრაცია დავკარგეთ და შედეგად, ჩავარდნა დაგვეწყო. დროა, გონს მოვეგოთ და ქულების დაგროვება დავიწყოთ. ვინჩენცო მონტელას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ და ვიცი, რომ გამოსავალს მალე იპოვის”.

დელა ვალემ 23 წლის სტევან იოვეტიჩის შესაძლო ტრანსფერის შესახებაც გააკეთა კომენტარი: "სტევანის ტრანსფერზე რამდენიმე წინადადება ამ ზამთარსაც მივიღეთ, მაგრამ მისი გასხვისება აზრადაც არ მოგვსვლია. თავად ფეხბურთელმაც იუარა სხვაგან გადაბარგება, რაც იმას ნიშნავს, რომ არანაირი ტრანსფერი არ შედგება. იოვეტიჩი "ფიორენტინას" ფეხბურთელია და კიდევ დიდხანს ითამაშებს იისფერი მაისურით. ჩემი მიზანი გუნდის გაძლიერებაა და არა წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვინჩენცო მონტელა: "ფიორენტინას" მესამე სკუდეტო უნდა მოვაგებინო

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა