"სელტიკ პარკზე" საუკეთესო კლაუდიო მარკიზიო იყო
ბევრი იწვალა თუ ცოტა, "სელტიკმა" "იუვენტუსთან" ვერაფერი გააწყო, ტურინელებმა კი "სელტიკ-პარკზე" სამი ბურთი გაიტანეს და 6 მარტს დაგეგმილი საპასუხო მატჩი ფორმალობად აქციეს.

"სელტიკს" საკუთარ კედლებში ჩემპიონთა ლიგის 24 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მხოლოდ მესამე მარცხი იწვნია - იტალიურმა ჭკუამ შოტლანდიურ ღონეს აჯობა, "იუვე", ფაქტობრივად, მეოთხედფინალშია.

რეაქციები

ნეილ ლენონი ("სელტიკის" მთავარი მწვრთნელი): "ტაბლოზე "იუვენტუსისთვის" საოცნებო, საამო შედეგი დაფიქსირდა. არადა, 70 წუთის განმავლობაში მეტოქეს აშკარად ვჯობდით. ასეთი გოლების გაშვება დაუშვებელია, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ამგვარ შეცდომებს არათუ "იუვენტუსი", არცერთი გუნდი არ გაპატიებს. საგოლე მომენტები გვქონდა, მართლა კარგი შანსები იყო და ხანდახან ბრწყინვალე ფეხბურთსაც ვთამაშობდით, მაგრამ მხოლოდ ხანდახან და ეს საკმარისი, რა თქმა უნდა, არ არის. ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგი უსამართლოა - შესაძლოა, წაგებას ვიმსახურებდით, მაგრამ არა ამ ანგარიშით."

ანტონიო კონტე ("იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი): "ჩემი ბიჭების თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, შესანიშნავად იბრძოლეს და ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც დავავალე. ჩვენი სტრატეგიულად სწორი და მაქსიმალურად მობილიზებული მოქმედებები "სელტიკის" დამსახურებაცაა - შოტლანდიელებმაც მაქსიმუმი გააკეთეს და ამით გვაიძულეს, რომ ჩვენც ასე გვეთამაშა. პირველიდან ბოლო წუთამდე უმძიმესი წნეხის ქვეშ ვიყავით. "სელტიკმა" მაგრად იბრძოლა, ჩემი აპლოდისმენტები გლაზგოურ გუნდს და "სელტიკ პარკის" პუბლიკას."

შემადგენლობები

"სელტიკის" ფეხბურთელები დასვენებულები იყვნენ და ეს მთელი მატჩის განმავლობაში ეტყობოდათ - გასულ უქმეებზე "ინვერნესთან" 3:1-ზე მოგებულ მატჩში ძირითადი შემადგენლობიდან ხომ მხოლოდ მეკარე ფორსტერმა და კომონსმა ითამაშეს. ლენონის გუნდს აშკარად ძალიან დააკლდა სამარასი - ბერძენ თავდამსხმელს რომ ეთამაშა, შეიძლება, მაღალ ჩაწოდებებს "იუვეს" საჯარიმოში შედეგი გამოეღო.

სამარასის არყოფნაში წინა ხაზის მთელი ტვირთი ჰუპერს დააწვა, რომელსაც "იუვეს" მცველები სამაგალითოდ მეურვეობდნენ.

"იუვენტუსს" კიელინისთან ერთად, ასამოა და დე ჩელიეც აკლდნენ. თუკი კასერესმა "იუვეს" უკანა ხაზს ჯორჯოს არყოფნა არ დაამჩნია. გამოუცდელმა ახალწვეულმა პელუზომ მარცხენა ფრთაზე ასამოას ან დე ჩელიეს საქმის ნახევარიც ვერ გააკეთა. ისევე, როგორც "ფიორენტინასთან" კონტე თავდასხმაში ვუჩინიჩი-მატრის ტანდემს დაეყრდნო და მართალია, მირკო დიდხანს არ ჩანდა, ხოლო ალესანდროს კი შოტლანდიელი მცველები სისწრაფეში ჩაგრავდნენ, მაგრამ ორივემ გოლები გაიტანა და ამით ყველაფერი ნათქვამია.

გოლები

0:1 მატრი (3): კასერესის გრძელ პასს ამბროუზის პოზიციური შეცდომა მოჰყვა და ფორსტერთან, ფაქტობრივად, პირისპირ დარჩენილმა მატრიმ "სელტიკის" მეკარეს ბურთი ფეხებშუა გაუტარა. ბურთმა მოედნის ხაზი აშკარად გადაკვეთა, მაგრამ მსაჯი ამ გოლის ჩათვლას არ აპირებდა და რომ არა მარკიზიოს ხეირიანი დამატება, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, შესაძლოა, "იუვენტუსს" ანგარიში ასე მალე ვერ გაეხსნა. გოლი საბოლოოდ მატრის ჩაუთვალეს.

0:2 მარკიზიო (77): პადოინისგან მიღებული ბურთი მატრიმ მშვენიერი პასით მარკიზიოს გაატანა, ამ უკანასკნელმა კი გლაზგოელთა საჯარიმოში ვილსონი მარტივი, მაგრამ მოხდენილი მოძრაობით ჩამოიშორა და ფორსტერს ახლო კუთხეში გაუტანა.

0:3 ვუჩინიჩი (83): ამბროუზის მორიგი უპატიებელი შეცდომით მარკიზიომ ისარგებლა და ვუჩინიჩს მოემსახურა, რომელსაც ფორსტერის კარში მესამე გოლის გატანა არ გასჭირვებია.

გმირი

კლაუდიო მარკიზიო (იუვენტუსი)

საკმაოდ ინტენსიურ მატჩში კლაუდიომ ყველაზე მეტი იშრომა. დაცვით ფუნქციებსაც კარგად ასრულებდა და შეტევაშიც გამორჩეული იყო. ამასთან, მარკიზიომ მშვენიერი გოლიც გაიტანა, მერე კი ჭკვიანური და დროული პასით ვუჩინიჩსაც გაატანინა. აქვე ისიც დავამატოთ, რომ კინაღამ პირველი გოლის ავტორიც გახდა.

ანტიგმირი

ეფე ამბროუზი (სელტიკი)

კვირას ეფემ ნიგერიის ნაკრებთან ერთად აფრიკის თასი აღმართა, მერე კი გლაზგოში გაემგზავრა და სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის უმნიშვნელოვანეს მატჩში აშკარად აჭრილი იყო. ამბროუზი ბურთთან ყოველი შეხებისას თავდაუჯერებელი ჩანდა და პირველ რიგში, სწორედ მისი ბრალია, "იუვენტუსმა" სწრაფი გოლი რომ გაიტანა.

62-ე წუთზე მან ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი გაუშვა ხელიდან და ვუჩინიჩის გოლიც მის სინდისზეა. ერთი სიტყვით, ეს ნამდვილად არ იყო ეფეს დღე.

მსაჯი

ალბერტო უნდიანო მალენკომ ნორმალურად იმსაჯა. რამდენჯერმე კი შეცდა და აშკარად ეტყობოდა, რომ "სელტიკ პარკის" ატმოსფერომ მასზეც იმოქმედა, მაგრამ ისეთი შეცდომა არ დაუშვია, შედეგზე რომ ემოქმედა.

მწვრთნელები

ნეილ ლენონი ჭკვიანურად მოიქცა, "ინვერნესთან" სასტარტოს თითქმის ყველა ფეხბურთელი რომ დაასვენა. აი, ეფე ამბროუზის ძირითადში გამწესებით კი მწარედ შეცდა. პირველი ტაიმის მეორე ნახევარში "სელტიკი" ისე იბრძოდა და ისე უტევდა, ვიფიქრეთ, რომ მეორე ტაიმში გლაზგოელები აუცილებლად გაიტანდნენ, მაგრამ "სელტიკმა" იმედები სწორედ მეორე ნახევარში გაგვიცრუა, რაც ლენონს აქტივში ნამდვილად არ ჩაეწერება.

როგორც მოსალოდნელი იყო, კონტემ "იუვენტუსი" მომლოდინე ტაქტიკით ათამაშა და ჩასაფრების ტაქტიკამ ასი პროცენტით გაუმართლა. ამასთან, ალბათ კონტეს დამსახურებად უნდა მივიჩნიოთ ისიც, რომ მეორე ტაიმში "იუვემ" წნეხს თავი აარიდა.

რაც თვალში მოგვხვდა

- "სელტიკმა" თავიდანვე ვაჟკაცურად შეუტია და "იუვე" დაწნეხა. თუმცა შოტლანდიელთა იერიშები ტურინული კლუბის დაცვის გასარღვევად ზედმეტად ერთფეროვანი იყო. გლაზგოელები უმეტესად ფლანგებიდან უტევდნენ და ბურთს საჯარიმოში აწოდებდნენ, მაგრამ... იქ სამარასი არ ჰყავდათ!

- ტურინელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ "სელტიკ პარკის" ატმოსფერომ მათზე დამთრგუნველად არ იმოქმედა - მათი პირველივე ხეირიანი შეტევა პლეი ოფისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი გოლით დამთავრდა. ამის შემდეგ იტალიელები უფრო საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ და საკუთარი საჯარიმოს მისადგომებთან მუდმივად 8 ფეხბურთელი ჰყავდათ.

- ბურთის დაუფლების შემდეგ "იუვე" სწრაფად გადადიოდა შეტევაში როგორც მოკლე, ასევე ვუჩინიჩის ან მატრის მისამართით გაკეთებული გრძელი პასებით.

- შესვენების შემდეგ "იუვემ" თამაშზე კონტროლის დამყარება შეძლო, "სელტიკს" კი ხეირიანი შეტევების განხორციელება უჭირდა. აღსანიშნავია, რომ შოტლანდიელებს მეტოქის კარისკენ ამდენჯერ (17) ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის არცერთ მატჩში არ დაურტყამთ, გოლი კი ვერაფრით გაიტანეს.

- მატჩის მიწურულს "იუვენტუსმა" იტალიური გრანდისთვის დამახასიათებელი სადამსჯელო ღონისძიებები ჩაატარა - "სელტიკს" არცერთი შეცდომა არ აპატია.

დასკვნა

გლაზგოელებმა 90 წუთის განმავლობაში შეუჩერებლად ირბინეს, გოლები კი "იუვენტუსმა" გაიტანა. ტურინული კლუბის გამარჯვება ლოგიკურია, მაგრამ "სელტიკი" 0:3-ს მართლაც არ იმსახურებდა.

სელტიკი-იუვენტუსი 0:3

გოლები: 0:1 მატრი (3), 0:2 მარკიზიო (77), 0:3 ვუჩინიჩი (83)

სელტიკი (4-1-2-2-1): ფორსტერი - ლუსტიგი (59. მეტიუსი), კ. ვილსონი, ამროუზი, ისაგირე - მულგრიუ - ბრაუნი (80. კაიალი), ვანიამა - ფორესტი, კომონსი (73. ვოტი) - ჰუპერი.

იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კასერესი - ლიხტშტაინერი, ვიდალი, პირლო, მარკიზიო, პელუზო (69. პადოინი) - მატრი (81. პოგბა), ვუჩინიჩი (86. ანელკა).

გაფრთხილება: ჰუპერი, ფორესტი, ბრაუნი - ლიხტშტაინერი, პადოინი, მარკიზიო

მაყურებელი: 57 917

Video

სელტიკი - იუვენტუსი 0:3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სელტიკი-იუვენტუსი 0:3 - რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გაიტანა, "იუვე" წინ მიიწევს [VIDEO]

juventina
პელუზოს მართლა რას ერჩი, არ მესმის, ძალიან წარმატებულად ითამშა, თან იმას თუ გავითვალისწინებთ რო პირველად იყო ლიგაზე. იუვემ წმინდა იტალიური ფეხბურთი ითამაშა და შედეგიც მივიღეთ:) სერიოზული ძალა დაბრუნდა ლიგაზე იუვეს სახით :):*
juve_alex
ავტორ, ვერ დაგეთანხმები პელუზოსთან დაკავშირებით. ძალიან კარგად ითამაშა, მითუმეტეოს, რომ ასეთი დონის ტურნირზე პირველად იღებდა მონაწილეობას. და კიდევ ერთი: როდესაც იუვემ პირველი გოლი გაიტანა, მატრის საგოლე პასი არა კასერესმა, არამედ პელუზომ გაუკეთა.
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
"სიმართლე ისაა, რომ პსჟ დიდებული გუნდია" - ფლიკი მოულოდნელი მარცხის შემდეგ
[VIDEO] მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა - "ვილიარეალმა" და "იუვემ" ქულები გაიყვეს
PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა