"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა მადრიდში "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8-ფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ მადრიდში "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8-ფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

13 თებერვალს "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართულ მატჩში სტუმრები უელბეკის გოლით მე-20 წუთზე დაწინაურდნენ, მაგრამ კრიშტიანო რონალდომ ათიოდ წუთში საპასუხოს გატანა შეძლო.

"ბრწყინვალე თამაში იყო და ვფიქრობ, გულშემატკივრები კმაყოფილნი დარჩებოდნენ.

ჩვენ რამდენიმე ძალიან კარგი შესაძლებლობა გვქონდა კიდევ გატანის, მაგრამ სამწუხაროდ, შანსით ვერ ვისარგებლეთ. როგორც უნდა იყოს, სტუმრად მიღწეული ანგარიში 1:1 უფრო კარგია, ვიდრე მხოლოდ მისაღები.

თუმცა, ვფიქრობ, რომ ისეთი გუნდების დაპირისპირებისას, როგორებიცაა "რეალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი", არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა, სად იმართება თამაში. გასაგებად რომ ვთქვათ, დღეს პირველი ტაიმი დასრულდა, მეორე კი მანჩესტერში იქნება", - აქვეყნებს ჰოლანდიელი თავდამსხმელის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.

"პირადად მე სამჯერ შემეძლო გატანა. განსაკუთრებით იმ ეპიზოდის გამო ვშფოთავ, ხარიხას რომ გავარტყი. სიტუაცია ბრწყინვალე იყო, მაგრამ დარტყმა არ გამომივიდა - ბურთი ფეხიდან სულ ოდნავ გამექცა.

გავიხსენებ იმ ეპიზოდსაც, ბოლო წუთზე რომ შეიქმნა - მაშინ დარტყმა კი კარგი გამომივიდა, მაგრამ "რეალის" გადარჩენა ამჯერად მეკარემ შეძლო".

ასევე იხილეთ:

რეალი-მანჩესტერი 1:1 - "რეალმა" ესპანელს ძვრა ვერ უყო [VIDEO]

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო