წარმატებული ტესტებისა და სამედიცინო შემოწმების შემდეგ თბილისის "დინამოსა" და ასაკობრივი ნაკრებების ყოფილმა თავდამსხმელმა ბრესტელებთან კონტრაქტი გააფორმა
22 წლის ზვიად ქანთარია ახალი სეზონისთვის ბელორუსის უმაღლესი ლიგის ბრესტის "დინამოში" სრული დატვირთვით ემზადება.

წარმატებული ტესტებისა და სამედიცინო შემოწმების შემდეგ თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების (U-17, U-19, U-21) ყოფილმა თავდამსხმელმა ბრესტელებთან კონტრაქტი გააფორმა.

ქანთარიამ თბილისის "დინამოში" სადებიუტო შეხვედრა უფროსი დუშან უჰრინის დროს 17 წლის ასაკში ჩაატარა, მაგრამ 2011 წელს ცხინვალის "სპარტაკში" გადავიდა, ბოლოს კი ფორმის აღსადგენად პირველი ლიგის "ლიახვს" მიაშურა და იქ მამის, უჩა ქანთარიას ხელმძღვანელობით თამაშობდა.

ტამაშოვკაში ჩატარებული პირველი შეკრების შემდეგ გუნდი ბრესტში დაბრუნდა და "ვინტერ ქაპ 2013"-ზე ითამაშა: ქანთარიამ "გომელთან" უჩა გოგოლაძე შეცვალა, მეორე შეხვედრაში "სმოლევიჩთან" კი ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე ადგილი გოგოლაძეს თავად დაუთმო.

ამ უკანასკნელმა მეტოქის ძლევაში დიდი წვლილი შეიტანა - "დინამომ" 3:0 მოიგო, გოგოლაძემ კი დუბლი შეასრულა.

ზვიად ქანთარიას ბელორუსში დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩამოვართვით.

"ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმე და ძალიან კმაყოფილი ვარ. მალე გუნდს თურქეთში მეორე შეკრებაზე გავყვები.

დასამალი რა არის, თბილისის "დინამოდან" წამოსვლის შემდეგ, ტრავმებისა და სხვა მიზეზებით, მთელი ერთი წელი გამიცდა და ბოლომდე მაინც არ გავხსნილვარ.

ახალ გუნდთან კარგად შეწყობაც მჭირდება, მაგრამ უკვე ვგრძნობ, რომ ფორმაში შევდივარ და კონდიციებს ვიბრუნებ. პირობებიც ხელს მიწყობს.

მართალია, ბრესტის "დინამო" შარშან აუტსაიდერებში იყო, მაგრამ ეს ფინანსური კრიზისის ბრალია. ბრესტში ისეთი სავარჯიშო პირობები, აღდგენის საშუალებები და საფეხბურთო გარემოა, რასაც თავიდან ვერ წარმოვიდგენდი.

სიმართლე გითხრათ, მიჭირს იმის დაჯერება, რომ დიდი ხნის გაცდენის მიუხედავად, საკმაოდ კარგ გუნდში ჩავირიცხე, სადაც ფიზიკური მომზადება ლამის რუსეთის პრემიერლიგის დონეზეა აყვანილი. თუმცა კარიერაში მეორე შანსი მომეცა და ვეცდები, გამოვიყენო.

ვერ ვიტყვი, რომ ბელორუსების მომზადებაში განსაკუთრებული რამ შევნიშნე, მაგრამ, საქართველოსთან შედარებით, აქცენტი ფიზიკურ მომზადებასა და ძალისმიერ თამაშზე აქვთ, რასაც შეჩვევა სჭირდება", - ამბობს ქანთარია.

ახალგაზრდა ფეხბურთელის თქმით, ის და გოგოლაძე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ კურნევმა დუეტშიც ათამაშა და რადგან ბრესტელები 4-4-2 სისტემას იყენებენ, იმედოვნებს, რომ თავდასხმაში თანამემამულის გვერდით ითამაშებს.

ზვიად ქანთარიას თბილისის "დინამოში" საკმაოდ დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ დაჰკრა ფეხი და გუნდი მიატოვა:

"ეს ჩემთვის ოცნების გუნდი იყო, მაგრამ "დინამოში" რაღაც ისე ვერ ამეწყო, როგორც მსურდა. თავის გამოჩენის შანსიც არ მეძლეოდა და წამოსვლა ვამჯობინე.

თუმცა "დინამოში" გატარებული ოთხი წელი არასდროს დამავიწყდება და მინდა გუნდს წარმატება ვუსურვო".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა